Face Mask & Scrub Recipes

მოდით დროებით გადავდოთ გვერდზე სახის ნიღბები და სკრაბები, განსაკუთრებით მათ ვისაც აქვს გამომშრალი და აქერცლილი სახის კანი და შევეცადოთ ჩვენივე ხელით მოვამზადოთ გამწმენდი საშუალებები. მითუმეტეს რომ თითოეული ჩვენთაგანის სამზარეულოში უამრავი ინგრედიენტი მოიძებნება.

1. გახეხილი სტაფილოს ნიღაბი, გაიჩერეთ 20 წუთი დაწოლილ მდგომარეობაში და არანაირ დისკომფორტს არ შეგიქმნით.

2. ყავისფერი შაქარი, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრი ჩვენგანის ფავორიტია, შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ როგორც სკრაბი  – უბრალოდ უფრო მეტი სინაზე გვმართებს კანის დამუშავებისას.

3. რძის ნიღაბი – საუკეთესოა მშრალი კანისთვის.

მეოთხედ ჭიქა რძეში ვურევთ ნახევარ ჩაის კოვზ თაფლს, რამდენიმე ალოე ვერას წვეთს თუ გვაქვს და 2 წვეთს ზეითუნის ზეთს. მომზადებულ ნიღაბს ვიჩერებთ 15 წუთი და ჩამოვიბანთ თბილი წყლით.

4. მჭადის – იგივე სიმინდის ფქვილი – არის ასევე საუკეთესო სკრაბი სახლის პირობებში, მე პირადად მასში ვურევ ხოლმე კლინიკის აქაფებულ საპონს და ძალიან კარგად მიწმენდს სახეს.

5. შავი შოკოლადის ნიღაბი – გახეხილი უნდა დაიდოთ დაბანილ და სველ სახეზე. გაიჩეროთ 10 -15 წუთი. შოკოლადის ნიღაბი კანს აღიავებს.

6.  სკრაბი ფეხებისთვის – 4 სუფრის კოვზი მარილი ან შაქარი + ნახევარი ჭიქა ნუშის ან ბავშვებისთვის დამზადებული ზეთი – წაისვით ფეხის გულებსა და ქუსლებზე, კარგად დაიმასაჟეთ და შეუდარებელ ეფექტს მიიღებთ.

7. თაფლის სკრაბი  – ნახევარი ჭიქა თაფლი შეურიეთ ასევე ნახევარ ჭიქა ყავისფერ შაქარში და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი – თავიდან გაიჩერეთ კანზე ნიღაბივით და მერე დაიწყეთ სახის გაწმენდა.

brown-sugar-scrub.jpg - Taxi for Getty Images

8. შვრიის (ჰერკულესი) სკრაბი სახის კანისთვის – 1 ჭიქა შვრია, ერთი სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი, 1 კოვზი ნუშის ზეთი და 1 სუფრის კოვზი რძე აურიეთ ერთმანეთში და გაიწმინდეთ სახე, საუცხოო საშუალებაა.

9. ატმის სკრაბი – აიღეთ 1 დიდი ატამი, გათალეთ და დაჭყლიტეთ + 1 კოვზი ნუშის ან ზეითუნის ზეთი, 2 კოვზი თბილი თაფლი სითხესავით რომ იყოს ისეთი  და 1 კოვზი ყავისფერი შაქარი. საოცრად ნაზი, დამაწყნარებელი და ვიტამინებით სავსე სკრაბია. მითუმეტეს რომ თბილი თაფლი კიდევ უფრო გსიამოვნებს კანზე და პროცედურა უფრო დამამშვიდებელი ხდება.

 

 

 

Comments

comments

One thought on “Face Mask & Scrub Recipes

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *