viaderm_medium

ინგრედიენტების ჯადოსნური კომბინაცია

ალბათ სათაურის წაკითხვისას გაიფიქრეთ ნეტავ რაზეა საუბარიო

ხოდა თუ გაიფიქრეთ დაინტერესდებოდით კიდეც, თუ რა აღმოვაჩინე ახალი და ჯადოსნური.

სიმართლე რომ ვთქვათ ახალი არა, მაგრამ ჯადოსნური ნამდვილად აღმოვაჩინე.

ჩემი ბლოგის ყველა მკითხველმა ისედაც იცით, რომ სილამაზის შენარჩუნება მხოლოდ გარედან არ ხდება და მნიშვნელოვანია ისიც თუ რითი ვიკვებებით და რას ვსვამთ.

ხოდა ამ შემთხვევაში ზუსტადაც რომ ჯადოსნურად დაბალანსებულ საკვებ დანამატზე მინდა მოგიყვეთ.

ეს ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს, ამ კომპანიის მიერ ჩატარებულ არაჩვეულებრივ პრეზენტაციაზე გავიგე სადაც დაგვასაჩუქრეს კიდეც ამ საუცხოო პროდუქტით.


11169619_1647034345519764_9037269061095457433_o

ჩემი აღმოჩენა ერთ ერთი ჩეხური ბრენდის ნუტრიკოსმეტიკური საშუალება:    ვიადერმია   –   თვისი უნიკალური შემცველობით.

10426225_1637880596435139_4462781910242385187_n

  • ფურისულას ზეთი ე.წ. ენოთერა
  • ჰიალურონის მჟავა
  • კოენზიმ Q10
  • სილიციუმი
  • ცოტა თუ დაგაბნიეთ უფრო მარტივად აგიხსნით, ეს არის საკვები დანამატი, რომელიც უნდა მიიღოთ დღეში ერთი აბი და რომელიც ეხმარება ორგანიზმის სწორ ფუნქციონირებას და აძლიერებს კანის სტრუქტურას შიგნიდან.

ანუ გარდა იმ კრემებისა და სხვა საშუალებებისა, რომლითაც ჩვენ ყოველდღიურად ვუვლით ჩვენს კანს, უკვე შეგვიძლია მოვლის პროცესი კიდევ უფრო გავააქტიუროთ და ეფექტური გავხადოთ სწორედ ამ ჯადოსნური აბების მეშვეობით.

 

გარდა კანისა, ეს ჯადონური აბი ასევე საოცრად აჯანსაღებს თმას და ფრჩხილებს, არანაკლებ პრობლემურად მოსავლელ ნაწილებს და როგორც ვიცი შედეგი საკმაოდ ხანგრძლივად რჩება სახეზე, თუმცა იმის ილუზიას ალბათ არავინ შეიქმნით რომ ეს ყველაფერი სამუდამოა.

11090915_1647034842186381_7903743881816742841_o

 

მოდით გავყვეთ ამ ჯადოსნურ ინგრედიენტებს და ვნახოთ თუ რა საოცრებებს გვთავაზობენ ისინი:

  1. ფურისულა ვიტამინ C-ს შემდეგ სენსაციურo სამკურნალო-პრევენციული საშუალება
  • დაბერების
  • გულის დაავადებების
  • ბავშვთა ჰიპერაქტიურობის
  • წონის კორექციის
  • მრავლობითი სკლეროზის წინააღმდეგ  
  1. ჰიალურონის მჟავა
  • უნარჩუნებს კანს ახალგაზრდულ იერს
  • დაბერების საწინააღმდეგო მკვებავია
  • აჯანსაღებს და ატენიანს კანს
  • უნარჩუნებს კანს ელასტიურობას
  • იცავს თვალს გამოშრობისგან
  1. კოენზიმი Q10
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას
  • იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან
  • ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას
  • აფერხებს ნაადრევ დაბერებას და ნაოჭების გაჩენას
  • ძლიერი ანტიოქსიდანტია!
  1. სილიციუმი – მშვენიერების მინერალი
  • იცავს კანს გამოშრობისგან
  • ნაოჭების გაჩენისგან
  • ამცირებს სებორეას
  • აფერხებს თმის ცვენას
  • მონაწილეობს კოლაგენისა & ელასტანის სინთეზში

ზუსტად ამ ჯადოსნური ინგრედიენტების წყალობით, ჩვენ ვიღებთ გასაოცარ შედეგს:  უჯრედებს ვიცავთ დაბერებისგან, ხელს ვუწყობთ კანის კარგად დატენიანებას, რაც პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და ვამცირებთ ნაოჭებს და ხელს ვუშლით ახლების წარმოქმნას.

თუ თქვენც ჩემნაირად გიწევთ მთელი დღეები კომპიუტერთან მუშაობა, ცდილობთ მაგრამ ყოველთვის არ გამოგდით ჯანსაღად კვება, თუ სტრესულ გარემოში გიწევთ ცხოვრება – მაშინ უბრალოდ უნდა ადგეთ და შეიძინოთ ეს ჯადოსნური აბები, რომლებსაც არავითარი გვერდითი მოვლენები არ ახასიათებთ, გარდა იმისა რომ სასურველია მოვერიდოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

ვიადერმის 2 პროდუქტი არსებობს: კომპლიტი და კანის სილამაზე, აარჩიეთ თქვენთვის სასურველი და შეიძინეთ ფარმ სახლებში.

10845792_1647033922186473_4693729455006356565_o

Comments

comments

18 thoughts on “ინგრედიენტების ჯადოსნური კომბინაცია

  1. Lena says:

    რამდენი აბია ყუთში?
    შენ დალიე უკვე? ნახე რამე შედეგი?
    რამდენი ხანი უნდა სვა შესამჩნევი შედეგისთვიდ?

  2. Taa says:

    ლენა გამარჯობა

    მე ჯერ არ დამილევია რადგან ჯერ ძუძუზე მყავს ბავშვი და როგორც კი დაანებებს თავს აუცილებლად გავსინჯავ
    6 თვე უნდა სვათ საუკეთესო შედეგისთვის, როგორც მახსოვს

  3. Dean says:

    Thanks for the marvelous posting! I genuinely enjoyed reading it, I want to encourage you continue your great job, have a nice day!

  4. სოფო says:

    ფარმ სახლში იყიდება, საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ შედეგი თუ ასეთი კარგია ნამდვილად ღირს. მე მხოლოდ 2 კვირაა ვსვამ დღეში 2ჯერ ოღონდ

  5. ნიკიტა says:

    ესენი არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ნუტრიკოსმეტიკა მართლაც ძალიან ეფექტურია

  6. Taa says:

    ლია

    სამწუხაროდ ფასი არ ვიცი ამ წუთას 🙁
    ჯერ ვერ ვიყენებ და მაგიტომ
    ისე ფარმ სახლებში იყიდება
    https://www.facebook.com/pharmsaxli

  7. ინგა says:

    თათა, ძალიან მიყვარს თქვენი ბლოგი
    ძალიან სასარგებლო ინფორმაციას ვიღებ ყოველთვის თქვენთან
    გუშინ ვიყავი და ვნახე ეს პრეპარატი ფარმჰაუსში, 31 ლარი ღირსო მითხრეს
    ნამდვილად არ არის ძვირი და ვაპირებ ხელფასზე შევიძინო რამდენიმე და ზაფხულის განმავლობაში გავტესტო
    აუცილებლად შეგატყობინებთ შედეგებს

  8. Taa says:

    ინგა

    ინგა ძალიან დიდი მადლობა 🙂
    მეც ვაპირებ ამ აბების მიღებას როგორც კი ბავშვი გადავა ხელოვნურ კვებაზე
    ძალიან მაინტერესებს შედეგი, ბევრი კმაყოფილი ადამიანი ვნახე გარშემო 🙂

  9. სუსი says:

    რამდენი ხანი უნდა დავლიო ხოლმე?
    36 წლის ვარ
    ანუ დეტალურად მაინტერესებს:
    დღეში რამდენი აბი
    და რამდენი ხნის განმავლობაში
    ეფექტი რამდენი დღის მერე დგება და რამნდენ ხანს გრძელდება?

  10. ლელა says:

    დიდი მადლობა თათა ასეთი საინტერესო პოსტისათვის.
    მადლობა ყველას, ვინც დაინტერესდით ვიადერმით და ვეცდებით ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ:
    1) ფასი: ფასები მერყეობს ფასდაკლების გარეშე 35 ლაიდან-41 ლარის ფარგლებში სააფთიაქო ქსელიდან გამომდინარე (შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისიერ აფთიაქში). თუმცა ფარმაცევტულ სახლში მოქმედებს ფასდაკლება და ნებისმიერ მათ აფთიაქში შეგიძლიათ შეძენა.
    2) მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
    შეგიძლიათ მიიღოთ 1 აბი 2-ჯერ დღეში ან 2 აბი ერთჯერზე (სასურველია წყლის დიდი რაოდენობით მიყოლება) .
    ხანგრძლივობას რაც შეეხება: 1-2 თვე, კურსის გამეორება რეკომენდებულია 6 თვის შემდეგ.
    3) ეფექტურობა და გვერდითი ეფექტები:
    ეფექტი ინდივიდუალურია: თუ ორგანიზმს აქვს მკროელემენტებისა და ვიტამინების ძლიერი დეფიციტი შედეგი 1 თვის შემდეგ დადგება, მაგრამ დამერწმუნეთ მიღებული შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით. რაც შეეხება ჯანმრთელ ორგანიზმს შედეგი გაცილებით სწრაფად აისახება თქვენს ორგანიზსმა და ვიზუალზე.
    გვერდითი ეფექტები ვიადერმს არ აღენიშნება, გარდა ინდივიდუალური მგრძნობელობისა ვიადერმში შემავალ რომელიმე კომპონენტზე.
    გამოშვების ფორმა: №30 აბი.
    გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს <3

  11. Taa says:

    ლელა მადლობა ამომწურავი პასუხებისთვის

    როგორც ჩანს 70 ლარად ვყიდულობთ გასაოცარ სილამაზეს და ჯანმრთელ კანს, თმას და ფრჩხილებს.
    ასეთი ხელმისაწვდომი ფასი 2 თვეზე გათვლილ არც ერთ პროდუქტს არ აქვს მგონი

  12. ლელა says:

    თაა მართალი ხარ, იმის გათვალისწინებით, რომ ვიადერმი ერთადერთი და პირველი ნუტრიკოსმეტიკაა საქართველოში, რომელსაც სწრაფი და გახანგრძლივებული ეფექტი აქვს ნამდვილად არ გამოდის ძვირი. თან არსებობს ფანტასტიური ფასდაკლების ბარათები, შეგვიძლია შენს აქტიურ მკითხველებს საჩუქრად გადავცეთ -25% ფასდაკლების ბარათები 🙂

  13. Tamuna Darjania says:

    დიდი მადლობა ყველას აქტიურობისთვის და დაინტერესებისთვის. კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ვიადერმის ოფიციალურ გვერდზე

    https://www.facebook.com/VIADERMM?fref=ts

  14. mae says:

    დამაჯერებლად ჟღერს ეს სტატია, უნდა ვცადო აუცილებლად

  15. ელლე says:

    მე ვიყიდე გუშინ, ველოდები შედეგებს,
    რამდენ დღეში ვიგრძნობ უკვე ფრჩხილების და თმის გამაგრებას?

  16. meghan says:

    Right here is the perfect site for anyone who really wants to understand this topic.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *