Worldskills Sao Paulo 2015, August 10, Familiarisation Day

Familiarisation Day – ანუ გაცნობის დღე, ვორლდსკილის ფარგლებში ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი დღე და ღონისძიებაა, ეს არის ბოლო შანსი კონკურსანტმა და ექსპერტმა გამოასწორონ თუ რამე ხარვეზი აქვთ, თუ რამე ნივთი, პროდუქტი ან ხელსაწყო აკლიათ ან გაუფუჭდათ.

ეს არის დღე როდესაც კონკურსანტები ეცნობიან ინფრასტრუქტურის სიის მიხედვით მინიჭებულ ნივთებს და ასევე პროდუქციას, რომელსაც ლორეალი გადასცემდათ.

საქართველოდან პროდუქცია ჩავიტანეთ მხოლოდ ნახევრადპერმანენტული საღებავები, სხვა ყველაფერი ელემენტარული ლაკით დაწყებული, საღებავებით, სუპრათი და გამხსნელებით გაგრძელებული და ურთულესი და უახლესი სტაილინგებით დასრულებული ყველაფრი ხვდებოდათ ადგილზე.

როგორც იცით ნატალის ქსელი იყენებს თმის მოვლისთვის მხოლოდ იტალიური ბრენდის FRAMESI-ს პროდუქციას და ძალიან გამიხარდა, როდესაც ამოლაგების დროს შეგვიქეს არჩევანი.

2015-08-09 13.20.48

2015-08-10 09.05.09-1

შუადღეზე კონკურსანტებს მოსტხოვეს რომ არ დაეტოვებინათ დარბაზი და იქვე მოუტანეს ლანჩი, ექსპერტები კი 1,5 საათით გაგვიშვეს.

ეს პერიოდი სხვა სქილების სტენდების მონახულებას და ჩვენებტან შეხვედრას მოვანდომე.

2015-08-10 11.16.50 2015-08-10 13.40.07

2015-08-10 12.57.52 2015-08-10 17.17.32 2015-08-10 17.23.11

უკვე ამ დღიდან დარბაზში ტელეფონების გამოყენება გვეკრძალებოდა, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ფოტო მაქვს შემორჩენილი.

სადრაც საღამოს 6-7 საათამდე ვიყავით აქ, ლიაკო ცოტა ადრე გაათავისუფლეს და მაკას სეხვდა, თიმ ლიდერს რომელსაც ებარა ბავშვები.

ჩვენ კიდევ დავრჩით 1 საათი დაახლოებით, HSE დოკუმენტაციას ვამზადებდით და ხელს ვაწერდით დოკუმენტებს, რომ ჩვენს ყველა პროდუქტსა და ხელსაწყოს ჩაუტარდა ელექტრო ჩექინგი და რომ ყველაფერი რიგზეა. ამასთანავე იყო თეთრი და მწვანე სტიკერები რომლებსაც აკრავდნენ ხელსაწყოებს.

ჩვენს ყველა ხელსაწყოს მწვანე სტიკერი მიარტყეს ელექტრიკოსების გუნდმა, რაც ძალიან გამიხარდა.

როდესაც მუშაობა დავასრულეთ გადავედი ჩემი მეგობრების პავილიონებში, ზოგს დასრულებული ჰქონდა, ზოგმა არ იცოდა როდის წამოვიდოდა, ამიტომ მომიწია უკან მარტოს წამოსვლა.

გზაზე ავტობუსში კანადელ ექსპერტთან ერთად ვიჯექი, რომელიც რატომღაც სხვებისგან განსხვავებით ძალიან დაინტერესდა საქართველოთი და მთელი გზა რაღაცეებს მეკითხებოდა. ისე გავიდა 40 წუთი ვერც გავიგე.

სასტუმროში მოსულმაც ვერავინ ვნახე ჩვენიანი ეზოში, ამიტომ მარიანას ვთხოვე თუ თავისუფალი ხარ სადმე კოსმეტიკის მაღაზიაში გამყევი მეთქი, ჩვენ პაულისტასთან ახლოს ვცხოვრობდით და პაულისტაზე ძირითადად მაღაზიები 10 საათამდე ღია იყო. ამიტომ საკმაოდ დიდხანს ვისეირნეთ, მაღაზიებიც მოვიარეთ, ბავშვებისთვის ვიყიდე უამრავი თავის მოვლის საშუალება, შამპუნები, ტანის კრემები, დამატენიანებლები.

მერე შევედით Shopping mall #3 ში სადაც ლოქსიტანის სტენდზე აღმოვაჩინე რომ ჰქონდათ special addition პროდუქცია ამაზონის მცენარეებით და რა თქმა უნდა შევისყიდე რაღაცეები. განსაკუთრებით კმაყოფილი დავრჩი ამაზონის ერთ ერთი მცენარის შემცველობით კრემების და სკრაბის, საოცრად სასიამოვნო სურნელი აქვს და დიდხანს ჩერდება კანზე.

ეს პროდუქცია თუ სადმე ნახეთ არ გაუშვათ ხელიდან

2015-08-10 19.37.16-3 2015-08-10 19.37.57

მერე მე და მარიანამ უგემრიელესი სიმინდი ვჭამეთ ქუჩაში, მოხარშული. ჩვენგან განსხვავებით ამათი სიმინდი ყვითელია, მოხარშულს ტაროს კი არ გაძლევენ, არამედ დანით ჩაჭრეს ერთჯერად ჭურჭელში, გიყრიან მარილს და კოვზით კარაქს გაწვდიან. ისეთი გემრიელი იყო რომ საოცრება …

ღამე დაძინებამდე ისევ ეზოში ვიჯექით 1 საათი დაახლოებით და ვსაუბრობდით ტრადიციისამებრ. ეს ის დღეა გაბომ და ილომ ხალები რომ უპოვეს ერთმანეთს ყურის უკან  :დ :დ :დ

2015-08-10 23.07.24

Comments

comments

One thought on “Worldskills Sao Paulo 2015, August 10, Familiarisation Day

  1. თაკო გვაზავა says:

    ლოქსიტანზე გავითვალისწინებ აუცილებლად შენს რჩევას, სიმართლე გითხრა მაგათი ჩვეულებრივი ხაზის შამპუნით არ ვარ აღფრთვანებული, თუმცა იკას მოსწონს.
    წავედი ახლა შემდეგ ნაწილზე, წავიკითხო :)))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *