Sao Paulo – Here we arrive

სტამბულიდან 2 საათის დაგვიანებით ავფრინდით, რაც ძალიან უსიამოვნო იყო, რადგან ისედაც 13 საათი უნდა გვეფრინა და გამოვიდა, რომ 15 საათი ვიჯექით თვითმფრინავში.

2015-08-05 10.39.02 2015-08-05 13.41.36 2015-08-05 19.09.27 2015-08-05 22.36.32 2015-08-06 00.34.38უკვე ბნელოდა სანპაულოში რომ ჩავფრინდით, ტრანსფერის საკითხი საკმაოდ კარგად იყო მოგვარებული, ვორლდსკილის მონაწილეებს სპეციალურად დატრენინგებული პირები ხვდებოდნენ და შესაბამის ავტობუსებში ანაწილებდნენ.

ავტობუსში ჩაჯდომიდან დაახლოებით 40-50 წუთში მივედით სასტუმროში Quality Suites Long Stay Bela Cintra, სადაც დაგვხვდნენ ვორლდსკილის ატაშეები მარიანა და ვაგნერი, გავიარეთ რეგისტრაცია და მივიღეთ ყველამ ჩვენი კიტი. ამავდროულად დაგვირიგეს ქალაქის რუქები სადაც მოგვინიშნეს ადგილები სადაც არ უნდა აღმოვცენილიყავით, რადგან ძალიან საშიში იყო. ზოგადადაც რეკომენდაცია იყო რომ არ გვებოდიალა, განსაკუთრებით საღამოს, რომ ქალაქი არის უაღრესად საშიში 🙂

სასტუმრო

2015-08-06 04.27.49 2015-08-06 04.28.05 2015-08-06 04.28.42 2015-08-06 04.41.40

ჩვენი ეზო <3

ხედები

2015-08-06 04.42.40 2015-08-06 13.59.42 2015-08-06 13.59.53 2015-08-06 14.00.08

როგორც წინა პოსტში მოგიყევით თავიდან ჩავედით 6 ადამიანი – ექსპერტები, მე და 5 არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელთაგანაც რეალურად მხოლოდ ერთს ვიცნობდი მანამდე.

ძალიან გვინდოდა ოკეანის ნახვა და აეროპორტშივე ვცადეთ გაგვერკვია ავტომობილი რომ გვექირავა რა პირობები იქნებოდა, მაგრამ სასტუმროში მისვლის შემდეგ ისე დაგვაშინეს მარტო ნუ ივლითო, რომ ცოტა არ იყოს და ეს იდეა დაგვავიწყეს, თუმცა მე მაინც მქონდა უდიდესი სურვილი ოკეანის ნახვის.

ჩაფრენის დღეს რეალურად ვერაფერი ვნახეთ, მხოლოდ იქვე ახლოს ვივახშმეთ რესტორანში და დაღლილებმა დავიძინეთ.

6 აგვისტო იყო ერთადერთი თავისუფალი დღე სან პაულოში ყოფნისა, როდესაც უნდა მოგვესწრო და მაქსიმუმი გვენახა …

საუზმის შემდეგ ექვსივე გავედით პაულისტაზე, სან პაულოს მთავარ გამზირზე.

2015-08-06 16.06.11

2015-08-06 17.25.07 2015-08-06 17.37.21 2015-08-06 17.38.14 2015-08-06 17.39.01 2015-08-06 17.41.19 2015-08-06 17.42.26 2015-08-06 17.51.10

2015-08-06 17.51.17 2015-08-06 18.08.41 2015-08-06 18.11.31

2015-08-06 18.11.37

12 საათამდე ექვსივე ერთად ვიყავით, მერე სერგო წავიდა ადგილობრივ ვებ სტუდიაში,  დანარჩენებმა გადავწყვიტეთ საშოპინგოდ წასვლა და ადგილობრივებს ვთხოვეთ დაკვალიანება.

ქალაქში მასიურად არ საუბრობენ ინგლისურად, 1% გაქვს შანსი ვინმეს რამე გააგებინო, ამიტომ გვიწევდა ძირითადად ჟესტების ენის გამოყენება. თუმცა მოვახერხეთ და მივედით შოპინგ ცენტრამდე სახელწოდებით Shopping Iguatemi, რომელიც აღმოჩნდა რომ არის ერთ ერთი ყველაზე ლაქშერი შოპინგ ცენტრი

აქედან გაბომ და ზურამ გადაწყვიტეს მერკადო მუნიჩიპალეში წასვლა და დავრჩით მე ილია და როდამი. ცოტა ვიშოპინგეთ და წამოვედით უკან ფეხით.

აღმოვჩნდით მდიდრების უბანში, სადაც ზღაპრული ვილები მინიმუმ 3 მეტრიანი გალავნებითაა გარშემორტყმული, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მავთულხლართით სრულდება. თითოეული მათგანი კი მინიმუმ 15-18 კამერითაა აღჭურვილი მთელს პერიმეტრზე. ულამაზესად გამწვანებული ტერიტორიაა ყველა საოცარი მანქანის შოურუმით ამავე უბანში

მერე გამოვედით ჩვენს სასტუმროსთან ახლოს ქუჩებზე და რამდენიმე პატარა მაღაზიაში სუვენირები შევიძინეთ.

მაკდონალდში ვისადილეთ და თქვენ წარმოიდგინეთ და ლუდებიც დავლიეთ – ასეთი რამე სხვაგან არ მოხდება სავარაუდოდ.

ქალაქის შესახებ პირველი შეხედულება იყო შემდეგნაირი: უზომოდ ბინძური და უამრავი უსახლკარო. სამწუხაროდ ყველაფერს დაბლა ყრიდნენ და ნაგვის გროვები იდგა ყველგან. უკანა გზაზე პაულისტაზე მცირე მანიფესტაცია დაგვხვდა, მაგრამ მალევე გავერიდეთ.

შემდეგ მივედით სასტუმროში, ცოტა ხანი დავისვენეთ და აუზში ჩავედით, ძალიან კარგი წყალი იყო, მთელი 2 საათი ვცურავდით და თან ვსაუბრობდით.

მერე ვივახშმეთ იქვე პირდაპირ მექსიკურ – ბრაზილიურ რესტორანში exquisito! სადაც შემდეგშიც არაერთხელ შევსულვართ. გადასარევი მომსახურება და უგემრიელესი კერძებ კოქტეილები ჰქონდათ, გარდა ამისა ჰყავდათ ერთი უსაყვარლესი მიმტანი დანილო, რომელიც გადასარევად ფლობდა ინგლისურ ენას და ყველაფერში გვეხმარებოდა.

უცხოელებს თავად “შეფ – მზარეული” გვემსახურებოდა ხოლმე.

2015-08-07 06.12.35

 

საკმაოდ გრძელი დღე გამოვიდა, გვიან დავწექით. მეორე დღეს უკვე პირველად უნდა გვეხილა ანჰემბი პარკი – ტერიტორია სადაც ტარდებოდა worldskills sao paulo 2015

Comments

comments

2 thoughts on “Sao Paulo – Here we arrive

  1. ნაო says:

    ლამაზი ქალაქი ყოფილა
    საინტერესო

  2. ელენე says:

    მართლა ასეთი საშიში ქალაქია?
    ფეისბუქზეც რომ გეწერა ტაქსისტმა შუშა ამიწიაო
    თბილისში უფრო უსაფრთხო სიტუაცია ყოფილა, ხოდა ჩამოვიდნენ გადაეცი ბრაზილიელებს
    განსაკუთრებით სიმპატიურებს 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *