Why am I in Sao Paulo?

მე-20 საუკუნის 50- იან წლებში დაიწყო უნარების საერთაშორისო კონკურსის worldskills-ის ისტორია, რომლის შესახებაც მეც თავად არც ისე დიდი ხნის წინ 2014 წლის ნოემბერში შევიტყვე.

ეს არის ახალგაზრდა ადამიანების კონკურსი სხვადასხვა პროფესიის მიხედვით, რომელიც ყოველ 2 წელიწადში ერთდელ ტარდება მსოფლიო დონეზე.

5014318950_a67a7a0474_b.jpg

1976 წელი 🙂

საქართველო ამ კონკურსში უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას და ამჯერად 6 სხვადასხვა პროფესიის კონკურსანტით გავდივართ:

  1. ვებ დიზაინი
  2. საპარიკმახერო საქმე
  3. სარესტორნო სერვისი
  4. შედუღება
  5. სამზარეულოს საქმე
  6. ფლორისტიკა.

2014 წლის დეკემბერში საქართველოში ჩატარდა ლოკალური კონკურსები ამ 6 პროფესიაში, რომელში გამარჯვებულებიც მონაწილეობას მიიღებენ საერშაშორისო კონკურსში 11დან 16 აგვისტომდე სან პაულოში.

საპარიკმახერო საქმეში გამარჯვებული გოგონას ლია ბულაურის პროფესიონალურად გადამზადებას იწყებდა ნატალი აკადემია ზუსტად მაშინ როდესაც მე დავიწყე მუშაობა, ბოლო 4 თვის მანძილზე კვირაში 6-ჯერ თეორიისა და პრაქტიკის დონეზე საოცარი ინტენსიურობით ვამზადებდით ამ გოგონას ვორლდსკილის 4 დღიანი ურთულესი კონკურსისთვის, სადაც მას 8 სხვადასხვა და არც თუ ისე იოლი მოდული ექნება შესასრულებელი, როგორც ქალის ასევე მამაკაცის თმისა და წვერის მოვლის, თმის შეღებვისა და შეჭრა – ვარცხნილობის დონეზე და ეყოლება კონკურენტები 36 სხვადასხვა ქვეყნიდან.

პირადი გამოცდილებით გიზიარებთ რომ ეს იყო ერთ ერთი საკმაოდ საინტერესო, უზომოდ გადატვირთული და შემეცნებითი პროცესი ჩემს ცხოვრებაში, რისთვისაც უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადო ნატალის და განათლების ხარისხის მართვის ცენტრს.

არ დაგიმალავთ და გეტყვით დაახლოებით 600-მდე გვერდის დოკუმენტაცია წავიკითხე ამ კონკურსზე მოსამზადებლად, ჩავაბარე ტესტები როგორც საორგანიზაციო საკითხებში, ასევე საპარიკმახეროს საქმესთან დაკავშირებული ტესტები, რომელიც გაცილებით უფრო გამიჭირდა ამ სფეროში მცირე გამოცდილების ქონის გამო.

მაგრამ რაც მთავარია თავად კონკურსისთვის მზად ვარ და ტერმინოლოგიო და სხვა თემებიც გადაღეჭილი მაქვს, დანარჩენს ადგილობრივად გავართმევ თავს…

ხოდა რატომ მივდივარ ხოო?

კონკურსის წესების თანახმად, ყველა კონკურსანტს მოყვება ექსპერტი საკუთარი ქვეყნიდან, ასე დგება ექსპერტების ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად მართავენ და შეფასებებს აკეთებენ სხვადასხვა უნარების კონკურსებზე.

ვორლდსიკილის მთავარი მიზანია: სანდოობა, გამჭვირვალობა და უნარების განვითარებაზე ზრუნვა ახალგაზრდობაში, პროფესიული განათლების კულტურისდ დანერგვა და მისი ხელშეწყობა და განვითარება.

სწორედ ამ მიზნების გამო მივდივარ მეც სან პაულოში, სადაც ვიქნები საქართველოდან გაგზავნილი ექსპერტი საპარიკმახერო საქმეში, სადაც 2 კვირის განმავლობაში უნდა ვიმუშაოთ როგორც ამ კონკურსის იდეალურად ჩატარების უზრუნვეკლყოფაზე და შეფასებებზე, ასევე სამომავლო კონკურსის დაგეგმარებაშიც უნდა მივიღოთ მონაწილეობა.

საქართველოდან მივდვართ ეს 6 ექსპერტი

და 2 დღეში ჩამოვლენ მონაწილეებიც, რომლებსაც უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ და მინდა რომ 2-3 სერიოზული მედალი მაინც ავიღოთ.

ჩვენ გვაქვს განწყობა ამისი და დანარჩენს კონკურსანტები თავად ნახავენ ადგილზე და მომავალ კონკურსანტებსაც უკვე პირადად გადასცემენ.

სხვაობა ჩვენს დროებს შორის არის 7 საათი, სანპაულო არის თბილისზე 7 საათით უკან.

ახლა აქ დილის 8 საათია, დილა მშვიდობისა საქართველო <3

2015-08-06 13.59.53

Comments

comments

One thought on “Why am I in Sao Paulo?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *