იცოდით თუ არა, რომ საქართველოს გუნდის მხარდასაჭერად ვორლდსკილის საერთაშორისო კონკურსზე თავად ქალბატონი განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, მისი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი და ტელეკომპანია GDS-ის გადამღები ჯგუფი გვეწვია?
დავიწყოთ თავიდან:
11 აგვისტოს დილით ისევ ჩვენს სამუშაო პავილიონებს მივაშურეთ, ეს იყო ზუსტად პირველი საკონკურსო დღის წინა დღე და ყველა რაღაცნაირი მღელვარებით იყო მოცული, განსაკუთრებით ეს ახალ ექსპერტებს გვეხებოდა.
ამ დღეს სამუშაო რეალურად აღარაფერი გვქონდა ამიტომ ძირითადად საუბარში, ერთმანეთის გაცნობაში და გამოცდილების გაზიარებაში გავატარეთ ეს დილა.
ამ დღეს საღამოს 6 საათზე იყო დაგეგმილი გახსნის ცერემონიალი, ავტობუსები ყველა სასტუმროში 2 საათით ადრე აკითხავდა მონაწილეებს და მიჰყავდათ იბირაპუერა პარკის ჯიმნაზიუმში, უდიდეს კომპლექსში სადაც ჩატარდა ვორლდსკილის გახსნისა და დახურვის ცერემონიალები.
სამუშაო პავილიონებიდან წამოსვლის შემდეგ, მე სერგომ და ილიამ დავგუგლეთ იბირაპუერას მდებარეობა, აღმოვაჩინეთ რომ არის საკმაოდ ახლოს ჩვენი სასტუმროდან და გადავწყვიტეთ ტაქსით წავსულიყავით უშუალოდ ცერემონიალის დაწყების წინ და არა 2 საათით ადრე.
მანამდე კი წავედით სასეირნოდ ქალაქში, მოვიარეთ იქვე ახლო მახლოს მდებარე ქუჩები, წავედით უკვე ჩვენს Shopping Center 3-ში პაულისტაზე, რადგან ზუსტად ვიცოდით რომ ამ დღიდან ბოლო დღემდე კონკურსის გამო ვერც ერთმანეთს და ვერც დღის სინათლეს ვერ ვიხილავდით ხოლმე, რადგან ასეთი დაუნდობელი იყო კონკურსის წესები და კანონები 🙂
სადღაც 5 საათისთვის დავბრუნდით სასტუმროში, გამოვიპრანჭეთ და წავედით გახსნის ცერემონიალზე სადაც ჩვენი დელეგაცია სრული შემადგენლობით გველოდა.
გახსნის ცერემონიალი იყო უულააამაზესი, საოცრად ემოციური და ამაღელვებელი სანახაობა, რომელსაც ასევე ძალიან შთამბეჭდავი სახელი: Parade of Nations – ეწოდება.
Parade of Georgia -იყო რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველაზე ემოციური, რაღაცნაირად უზომოდ დიდი სიყვარული და სიამაყე ვიგრძენით ამ კადრების რეალში დანახვისას.
ძალიან, ძალიან მშობლიური, თბილი და ამაღელვებელი იყო მათი დანახვა.
ულამაზესი იყო ასევე ცეკვა, რომელიც მიეძღვნა ვორლდსკილის ყველა მიმართულებას.
გახსნის ცერემონიალის შემდეგ ფეხით წამოვედით სასტუმროსკენ და მალევე დავიშალეთ რადგან წინ გველოდა Competition day 1.
მართლა ამაღელვებელია ხოლმე ასეთი მომენტები ყოველთვის 🙂 ქვეყნის დროშა, გაღიმებული ქართველები და შეჯიბრი <3
შენი look არის საოცრება, ძაან ლამაზი ხარ. ეს კაბა, ბრჭყვიალა კედები, ყელსაბამი და ქლაჩი სუპერრ
თაკო გვაზავა
მადლობა,
ეს იყო ერთადერთი თრიფი ჩემს ცხოვრებაში სადაც არც ერთი ქუსლიანი ფეხსაცმელი არ წამიღია 🙂
დილის 7 საათიდან საღამოს მინიმუმ 9 საათამდე ქუსლებზე დგომის შანსი არ მქონდა — კიდევ კარგი გამაფრთხილეს.
GO GO Georgia
მეც ამაღელვა ამ სურათებმა, ძალიან შთამბეჭდავია იატაკზე რომ სულ დროშა ჩანს
მართლა ამაღელვებელი სანახაობაა
ყოჩაღ ჩვენს მინისტრს აზრზე მოსულა, არასდროს არ მევასებოდა ეგ ქალი :)))
თათ, ძალიან ლამაზი ხარ ცერემონიალის სურათებში
იმედია კონკურსებიც ასევე წარმატებით ჩაატარეთ როგორი ლამაზი გამოსვლაც გქონდათ
ძალიან ლამაზი სურათებია – ღიმილიანი, თბილი, ემოციური
ზურა შევარდნაძე რა კაი ტიპია ძალიან მომწონს.
თაა, შეუდარებელი ხარ <3
ვაა თამარაა?
რა მინისტრი გვყოლია და არ ვიცოდით 🙂
თქვენთან ჩამოვიდა თუ ბრაზილიის დასათვალიერებლად? მართლა მაინტერესებს
მიხარია საქართველოს ასეთი მინისტრი რომ ყავს
ყველა ასე უნდა იქცეოდეს, თითოეულ ადამიანს უნდა ეგდას გვერდში
ყოჩაღ ქალბატონო თამარ
ვაა ძაან მაგარი სურათებია
კონკურსებზე რა ქენით ეგეც დაწერეთ რაა
ადრე არც მსმენია ამ ვორლდსკილის შესახებ, ისევ შენგან თუ გავიგებთ ხოლმე თაა
შენ ხარ ჩვენი განმანათლებელი <3
წარმატებები, ოქროს გოგო ხარ და ძალიან მიყვარხარ
ლელი
კონკურსების შედეგების შესახებ დავწერ მომდევნო პოსტებში
მადლობა 🙂