Worldskills Sao Paulo 2015, August 12, Competition Day 1

დარწმუნებული ვარ, ამ დღეს დილის 6 საათზე ყველას მაღვიძარა რეკავდა მთელს სასტუმროში, რადგან ვორლდსკილიდან მხოლოდ ჩვენ არ ვიყავით, იქვნენ: რუსები, თურქები, ვბრაზილიელები, კუბელები და კიდევ რამდენიმე ნაცია, რომლებიც ვერ ამოვიცანით 🙂

7-ის ნახევრიდან 7-მდე კაფე სადაც საუზმეს მივირთმევდით ხოლმე სულ სავსე იყო, მე პირადად დილით მოვწესრიგდებოდი თუ არა ჯერ თბილისში ვრეკავდი სკაიპით, ჩემებს ვესაუბრებოდი, რადგან ამ დროს დღის 1 საათი იყო ხოლმე თბილისში და მერე ჩავდიოდი საუზმეზე, ისედაც 10 წუთზე მეტი არ მჭირდებოდა. დასანანია ამ ლოკაციის არც ერთი სურათი რომ არ გამაჩნია 🙂

Competition Day 1 – საპარიკმახერო საქმის პავილიონში ცოტა გვიან დაიწყო:

1.ექსპერტების ავტობუსები მოვიდნენ დაგვიანებით

2. კონკურსანტების ავტობუსებმაც დააგვიანეს.

3. რიგები დადგა პროდუქციის ოთახში, საიდანაც ლორეალი გვამარაგებდა, საღებავების ფერებზე ატყდა მთელი გარჩევები, კონკურსანტებსა და ექსპერტებს შორის.

4. დააგვიანეს ასევე ჯიურის სიების დაბეჭდვა, თუ ვინ რომელ ჟიურიში იყო პირველ დღეს …

5. გვიან დაიწყო ასევე ექსპერტებისა და კონკურსანტებისათვის გამოყოფილი ნახევარი საათის ათვლაც. ეს არის ყოველდღიური პროცედურა როდესაც ხდება შეხსენება და გამეორება თუ რა უნდა გააკეთოს კონკურსანტმა ამ დღეს.

როდესაც ეს ყველაფერი დასრულდა, დაგვირიგეს ცხრილები სადაც აღმოვაჩინე რომ ამ დღის პირველ მოდულზე “judgement jury” – ში ვიყავი და ბლაინდ “ბრმა” შეფასებაზე უნდა გადავსულიყავით ჰოლიდეი ინის კაფეში, სადაც უნდა გაგვეტარებინა 3 საათამდე დრო.

ამასობაში კონკურსანტები ამოიღებდნენ ნომრებს, მივიდოდნენ იმ ნომრიან სარკეებთან, დააწყობდნენ ხელსაწყოებს, მოწესრიგდებოდნენ და ასწევდნენ მწვანე ბარატებს რაც ნიშნავდა რომ მზად იყვნენ კონკურსის დაწყებისათვის.

დღის პირველი მოდული ასე გამოიყურებოდა: Module D – Ladies Long Hair Down

მოდული ითვალისწინებდა გრძელთმიან მანეკენზე თმის შეღებვას, და გრძელ თმაზე სტანდარტების ფარგლებში ლამაზი ვარცხნილობის დაყენებას, თანაც ისე რომ თმის ნაწილი უნდა ყოფილიყო გაშლილი.

რამდენიმე მაგალითი:

ჩვენი კონკურსანტის ნამუშევარი:

ჩვენი ჯგუფი ბლაინდ ჟიურის დაბრუნდა მაშინ როდესაც კონკურსი უკვე დასრულდა და ობიექტურმა ჟიურიმაც დაასრულა მოედანზე მუშაობა, ჩვენ შევუდექით შეფასებებს.

შემდეგ ჩვენი შეფასებები ჩვენივე ჯგუფის 4 წევრთან შევაჯამეთ, თუ სადაო იყო ხოლმე – მოგვქონდა მანეკენები სარკის ნომრის მიხედვით და ვმსჯელობდით თუ რატომ დავუწერეთ ესე თუ ის ქულა და დარწმუნების მეთოდით ან ავწევდით ქულას, ან დავწევდით.

ისე მოხდა რომ მხოლოდ 2 მანეკენის მოტანა დაგვჭირდა, იმდენად შეთანხმებულად აღმოცნდა რომ შევაფასეთ, თუმცა ამ დროს ერთმანეთთან საუბრის და ახლოს დგომის უფლება არ გვქონდა, ყველა თვისთვის ვაფასებდით ჩვენს ფურცლებში.

ლანჩის შემდეგ დაიწყო მეორე მოდული – Module E – Bridal Long Hair Up -საქორწინო აწეული ვარცხნილობა, საკონკურსო დრო – 1 საათი და 45 წუთი.

ამჯერად ობიექტურ ჟიურიში ვიყავი და მოდულის მსვლელობისას ადგილზევე ვაკვირდებოდი კონკურსანტებს.

ნამუშევრები:

ჩვენი კონკურსანტის ნამუშევარი:

საერთო შეფასებით ლიაკო ბულაურმა, ქართველმა კონკურსანტმა არც ისე ცუდი ქულები აიღო ტექნიკაში, თუმცა ძალიან დაბალი ქულები და ჯარიმებიც კი აიღო მანეკენთან მოქცევაში და დისციპლინაში, დისციპლინა ამ შემთხვევაში მოიცავდა სისუფთავეს და აკურატულობას, სამწუხაროდ მოხდა ისე რომ ლიას მანეკენი დაესვარა საღებავით, რაც მინუს ქულებს ნიშნავს კონკურსზე.

შეფასების პროცესი:

2015-08-12 19.09.58 2015-08-12 19.13.53 2015-08-12 19.21 (1) 2015-08-12 19.21 (2) 2015-08-12 19.21.59-1

დაგვიანების გამო ჩვენთან კონკურსი 2 საათით გვიან დასრულდა, თითქმის ყველგან დამთავრებული იყო კონკურსები, ამიტომ მხოლოდ მე ვიყავი დარჩენილი.

კონტაქტს ერთმანეთთან ვერ ვახდენდით რადგან დილის 8 საათიდან კონკურსის დასრულებამდე ტელეფონის ხელში აღება გვეკრძალებოდა.

დასრულებისთანავე გადავედი მეორე პავილიონში სადაც მიმდინარეობდა როდამის, ილიას, სერგოს და გაბოს კონკურსები. ყველას დასრულებული ჰქონდა გაბოს და სერგოს კონკურსანტების გარდა.

მაკამ ბავშვები იქ მოიყვანა, მარინაც მოვიდა და წამოვედით სასტუმროში ყველანი ერთად

2015-08-12 19.58.26 2015-08-12 19.58.29 2015-08-12 20.02.02 2015-08-12 20.02.53 2015-08-12 20.41.45-1საღამოს ცოტა რომ მოვწესრიგდით ეზოში გამოვედით ყველანი, მათ შორის ჩვენი ტექნიკური დელეგატი არჩილ ბარბაქაზე და ოფიციალური დელეგატი მარინა ჟვანია და გავიარეთ დღის თემა დეტალურად.

არჩილი, მაკა, მარინა

რა თქმა უნდა ისევ გვიან დავიძინეთ და ისევ დაწოლამდე შელის ბენზოგასამართს ვესტუმრეთ სადაც გამყიდველი უკვე კარგად გვიცნობდა და ლამის ქართულიც შევასწავლეთ. ძილის წინ ტრადიციულად თითო ქილა ლუდი (ბრაზილიური) მივირთვით და დავიშალეთ მეორე დილის 7 საათამდე.

 

Comments

comments

6 thoughts on “Worldskills Sao Paulo 2015, August 12, Competition Day 1

  1. ლელი says:

    პროფესიონალი შემფასებელი არ ვარ რა თქმა უნდა, დილეტენტი ვარ და სფეროსგან შორს მდგომი ადამიანი,
    თუმცა ვთვლი რომ ჩვენი კონკურსანტის ნამუშევრები არ იყო ცუდი.
    ცუდია რომ დისციპლინარული შეცდომები ჰქონდა, ეგ მუშაობისასაც ხელს შეუშლის არა მხოლოდ კონკურსზე.

  2. ლელი says:

    ისე ამ კონკურსებზე მოხვედრა როგორ ხდება?
    აუცილებლად ნატალი აკადემიის კურსდამთავრებული უნდა იყო?

  3. Taa says:

    ლელი

    ადგილობრივი კონკურსის წინ ცხადდება მიღება კონკურსანტების,
    მთავარი მოთხოვნაა ხელობის ცოდნა და ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 21 წელს.

  4. iako says:

    ძალიან დამაინტერესა ამ კონკურსის პოსტებმა და ყოველდღიურად გელოდები როდის დადებ ახლებს
    საინტერესო ვარცხნილობებია – მესიამოვნა
    ყოჩაღ
    ჩვენს გოგოს რატომ შეუღებავს მანეკენი ასეთ უსუსურ ფერში, რას ერჩოდა?

  5. ელენე says:

    რა სირცხვილია დისციპლინარული დარღვევები,
    თვითონ არ შერცხვა? უკეთესი ვერ შეარჩიეთ?
    სხვების ნამუშევრები რომ ვნახე, შემრცხვა სიმართლე გითხრათ
    ან რა ფერია, ან რა დიზაინია, ეგრე ვინმე გაიკეთებს თმას?

    თათა ძალიან საინტერესო დღე გქონია ექსპერტის რანგში,
    ყოჩაღი ხარ რომ გაართვი თავი, ბოლო ბოლო სულაც არ ხარ განათლებით პარიკმახერი – შენი იმედი მართლა ყოველთვის უნდა ჰქონდეს ადამიანს.
    ძალიან მონდომებული ხარ ყველაფერში და ძალიან დასაფასებელია.

  6. Taa says:

    ელენე

    გმადლობთ,
    რაც შეეხება კონკურსანტს, მისთვისაც რთული იყო უცხო გარემოში მუშაობა, მითუმეტეს ენა არ იცოდა და ძალიან გაუჭირდა, ამიტომ ასეთი კრიტიკულებიც ნუ ვიქნებით.
    მომავალი კონკურსებისთვის იმედია ამ ასაკობრივ ჯგუფში იქნებიან უკეთესად მომზადებული ბავშვები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *