day 2 (4)

What happens in Amsterdam …

ამ მოგზაურობის ისტორია ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში day 2 (4)დაიწყო და ჩვენ წესით ამსტერდამში 2 დეკემბერს უნდა აღმოვჩენილიყავით,

მაგრამ ყველას გვახსოვს პარიზის ტერაქტი, რომლის შემდეგაც ბრუსელში განგაში გამოცხადდა და ის ტრენინგები და დიჯითალ სამიტი, რომლებსაც უნდა დავსწრებოდით გადაიდო მარტისთვის.

შესაბამისად გადაიდო ჩვენი მოგზაურობაც …

არ ვიცი როდის უფრო ციოდა – დეკემბერში თუ მარტში, მაგრამ დეკემბერი ერთადერთი იმით აჯობებდა, რომ საახალწლო განწყობა იქნებოდა …

მოკლედ, 1 მარტს შუაღამისას მე და დიმა აეროპორტში დავჩექინდით და ამსტერდამისკენ გავეშურეთ

1525013_10208686252701534_5873175380129064539_n

ზოგადად მოგზაურობის შესახებ პოსტებს დღეების მიხედვით ვწერ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში გადავწყვიტე ქალაქების მიხედვით დავწერო.

მაშ ასე, 2 მარტი – ამსტერდამი

ჩავფრინდით, ამინდის შესახებ რა თქმა უნდა წინასწარ გავგეთ ჩვენი მეგობარი გუგლისგან, თუმცა სადღაც გულის სიღრმეში იმედი იმისა რომ შეცდებოდა weather.com ან  accuweather დიდი იყო. მაგრამ იმედები გულის სიღრმეშივე მოკვდა როგორც კი დავფრინდით: წვიმდა და ძალიან ციოდა.

აეროპორტში რიკო დაგვხვდა მანქანით და წაგვიყვანა სასტუმროსკენ, გზადაგზა ცოტა გამოიდარა – ამ დღეს ამინდი 7-8 ჯერ შეიცვალა 🙂

12795528_10208605454401627_5407541708789995263_n

ჩვენი სასტუმრო Nova Hotel ფანტასტიკურ ადგილას მდებარეობდა, walk distance-ზე გვქონდა ყველა ღირსშესანიშნაობა, შესანიშავი საუზმე და ძალიან სწრაფი ინტერნეტი აქვთ, ამიტომ თუ ვინმე აპირებთ ამსტერდამისკენ, აუცილებლად გირჩევდით ამ სასტუმროში გაჩერებას.

first (1)

first (7)

Check In- ისა და ოთახში დამკვიდრების შემდეგ გადავწყვიტეთ რუკა აგვეღო და ტურისტული ადგილები მოგვენახულებინა, რისთვისაც წინასწარ გამზადებული ლისტი გვქონდა.

პირველი რისი მონახულებაც გადავწყვიტეთ იყო ჰეინეკენის ლუდსახარში – Heineken Brewery – ძალიან საინტერესო შიდა ტურებით, უამრავი ბრენდირებული სასაჩუქრე ნივთით და უუგემრიელესი ლუდით.

გზად ისე გაგვიწვიმდა, რომ უახლოეს სუვენირების მაღაზიაში ამსტერდამის უთბილესი ქუდი ვიყიდე და იმით დავდიოდი.

first (2) first (3) first (8)

უკვე საღამოს 5 საათი იყო აქედან რომ გამოვედით და სუვენირების მაღაზიებს დავერიეთ, გარეთ კი არ გაწვიმდა სეტყვა წამოვიდა!  ისეთი გაოცებული ვიყავი ვერ წარმოიდგენთ: სეტყვას –  რაღაცნაირად სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში არ მოველოდი 😀 აქამდე ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სეტყვა ძალიან ლოკალურ – მშობლიური მოვლენა იყო 🙂

თუმცა ეს სეტყვა პირველი და ბოლო არ აღმოჩნდა, ამის მერეც არაერთხელ გაგვაოცა ამინდმა.

ჰოლანდიური ყველის, სუვენირებისა და ყვავილების მაღაზიების შემდეგ წავედით Dam Square -ისკენ. Dam Square – ამსტერდამის ისტორიული ცენტრია, ტურისტებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი, სადაც ჭიანჭველებივით ირევიან.

ამსტერდამზე ჩემი შთაბეჭდილება უკვე შემექმნა პირველივე დღის 4-5 საათის შემდეგ:

აეროპორტიდან ქალაქისკენ მანქანით რომ მივდიოდითძალიან მიკვირდა, რატომ ვერ ვხვდებოდი ურიცხვი რაოდენობით ხეებს, რიკოსაც კი ვკითხე …

მიკვირდა საიდან იყო სუფთა ჰაერი ამ ქალაქში და მალევე მივხვდი – მანქანები !!!

მანქანები თითქმის არ დადიან და არ აბინძურებენ ჰაერს,

არ დადიან და ვერ გაიგებ სიგნალების ხმას,

არ დადიან და ყველგან არ გეკვეტებიან, ვერც ტროტუარებზე ნახავ და საერთოდაც ამ მხრივ ზღაპარია ეს ქალაქი.

ეს ქალაქი ველოსიპედისტებისაა – რაც ძალიან, ძალიან მაგარია !!!

first (4)

არ ვიცი რას ველოდი Dam Square-სგან, მაგრამ ამ მოჟამულ ამინდში ცოტა ცივი და უსიცოცხლო მომეჩვენა, ჩვენც უკვე კარგად დაღლილები ვიყავით და ამიტომ მანდვე გადავწყვიტეთ გვევახშმა.

first (5)

მადამ ტუსოს მუზეუმში შესვლაზე საერთოდ ფიქრიც კი შევწყვიტეთ რიგის სიგრძე რომ შევნიშნეთ 🙂

first (6)

სადილის შემდეგ გადავწყვიტეთ ცოტა დაგვესვენა სასტუმროში და გამოგვეცვალა და საღამოს წითელი ფარნების ქუჩისკენ გაგვესეირნა. სასტუმროში მისვლამდე რამდენიმე მაღაზიაში და coffee shop-ში შევბოდიალდით.

მერე დაგვეძინა !!! თან ისე რომ მაღვიძარამ რომ დარეკა ღამის 11-ზე (ამ დროს ვაპირებდით გასვლას) თავიც ვერ ავწიეთ ვერც ერთმა. დილამდე გვეძინა ისე რომ ვერც მივხვდით …

Day 2

ასეთ დილას ხვდები ადამიანი, თუ რას ნიშნავს ჩიტივით ყოფნა …

გასაოცარი სიმსუბუქე, წარმოუდგენელი თავისუფლების შეგრძნება და ყველაფერი ეს კაშკაშა მზის ფონზე.   ეს დღე ჩვენთვის თენდებოდა.

გემრიელად ვისაუზმეთ სასტუმროშივე და გავუდექით გზას ამსტერდამის ქუჩებში საბოდიალოდ.

მიზანი #1 იყო სტარბაქსის ყავა – რადგან ჩვენი სასტუმროს ყავა არ მოგვეწონა.

მიზანი#2 იყო Van Gogh Museum – ვან გოგს ჰოლანდიურად იცით როგორ გამოთქვამენ? – ვან ჰოჰ – ან ვან ხოხ – რაღაც ეგრე :)))

day 2 (11)

day 2 (1)

day 2 (2)

day 2 (3)

day 2 (9)

day 2 (16)

day 2 (15)

day 2 (17)

day 2 (20)

Near Van Gogh Museum + IMSTERDAM SIGN

day 2 (12)

day 2 (10)

day 2 (19)

day 2 (8)  day 2 (2)

day 2 (5)

IN MUSEUM

ვან გოგის მუზეუმი უზარმაზარი მოდერნისტული შენობაა, რამდენიმე სართულით, ძალიან კომფორტული და ნათელი კაფეთი , ვან გოგის ნახატების პრინტებით მორთული პრემიუმ თუ სტანდარტ კლასის სუვენირების მაღაზიებით, (საიდანაც მზესუმზირების ნახატებიანი ეტიკეტით თეთრი ღვინო წამოვიღეთ სამახსოვროდ)  და საგამოფენო გალერეით

ვან გოგის მუზეუმი გასაოცარი ადგილია განტვირთვისა და განათლებისთვის. იმდენ სიახლეს იგებ რომ კიდევ უფრო მეტად თაბრუდახვეული გამოდიხარ, ვიდრე შეხვედი. აქ თავმოყრილია ამ გენიალური მხატვრის არა მხოლოდ ნახატები, არამედ ჩანაწერები, წერილები, ოჯახის წევრების შესახებ უამრავი ინფორმაცია და რაც მთავარია მისი რამდენიმე ორიგინალი ნახატი.

გასაოცარია როდესაც ხედავ რომ რამდენიმე მილიონ ან მილიარდიანი ნახატისგან, მხოლოდ ერთი შუშის ნაჭერი გაშორებს, გინდა რომ შეეხო და შეიგრძნო ის საღებავი, რითაც ამ ადამიანმა შედევრები შექმნა.

მაგრამ ყველაზე, ყველაზე საინტერესო არის მისი წერილები, ეს წერილები კედლებზე კიდია ყურსასმენებთან ერთად და შეგიძლია მათ შინაარსს მოუსმინო. მე პირადად ძალიან ბევრი ვიცოდი ვინსენტის და მისი ძმის თეოს ურთიერთობაზე და მივადექი მათი წერილების კედელს და სულ, სულ სათითაოდ მოვუსმინე ყველას.

გასაოცარი შეგრძნება იყო, ჟრუანტელის მომგვრელი, უდიდესი სიამოვნება მივიღე …

van-gogh-museum1

ამ ღამურა – მელიის სურათის ნახატის გადაღება ვერ მოვახერხეთ, მუზეუმში აკრძალულია ფოტოგადაღება და მხოლოდ უჩუმრად თუ შეძლებ ნახატებთან, ან კიდევ არის სპეციალური ნებადართული ადგილები. ეს იყო გასაოცარი ცხოველი, რომელსაც გასაოცარივე ნახატი მიუძღვნა ვინსენტმა.

day 2 (18)

day 2 (7)

აქვე აღმოვაჩინე, რომ ვან გოგის უუუუამრავ გვიანდელ ნამუშევარს არ ვიცნობდი, ფაქტობრივად ბოლო 3 წლის განმავლობაში დახატული მისი ნახატებიდან, ერთიც კი არ მქონდა ნანახი. არადა ამ ნახატების დიდი ნაწილი საოცრად განსხვავდება სტილით სხვებისგან და გაოცებული დავრჩი… თანაც უზომოდ კმაყოფილი და ბედნიერი რომ მქონდა შესაძლებლობა რეალურად მენახა ისინი და არა კატალოგებში ან კომპიუტერის ეკრანს მიღმა.

day 2 (6)

მუზეუმში არის ცალკე საგამოფენო სივრცე სხვადასხვა პროექტებისთვის. ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში აქ წარმოდგენილი იყო გამოფენა სახელწოდებით “Easy Virtue”

What attracted artists to prostitution as a subject? Come and see the exhibition ‘Easy Virtue’ and discover prostitution through the eyes of Vincent van Gogh, Edgar Degas, Henri de Toulouse-Lautrec, Pablo Picasso and many other well-known 19th-century artists. – ეწერა ბროშურაში 🙂

გამოფენის თემა იყო “პროსტიტუცია ფრანგულ ხელოვნებაში 1850 – 1910 წლებში”

გასაოცარი სურათები და ავეჯი იყო წარმოდგენილი გამოფენაზე, გასაოცარ წარწერებს შეხვდებოდით კედლებზე, სადაც მთელი ისტორია ეწერა ამ პერიოდის პარიზის შესახებ და მის ქუჩებში მონარნარე კურტიზანებისა და იმ დაწესებულებების შესახებ, სადაც უხვად მოიძიებოდნენ სექს მუშაკები.

During the second half of the 19th century, prostitution was a favourite subject of the visual arts. Artists enthusiastically depicted prostitution as an aspect of modern life in the city of Paris and they painted women soliciting on the boulevards, wealthy courtesans in their salons and the prematurely aged prostitutes in brothels.

მქონა პატივი ამ გამოფენაზე ძალიან ახლოდან მენახა ტულუზ – ლოტრეკის, დეგას, პიკასოს და სხვათა ნახატები <3

მუზეუმიდან გამოსულები ცოტა ხნით იქვე პარკში შევჩერდით, რათა დაგვესვენა, ამინდით დავმტკბარიყავით და ხალხიც გვეთვალიერებინა

skip-the-line-van-gogh-museum-and-rijksmuseum-tour-including-in-amsterdam-148983

შემდეგ გზას გავუკევით და თან სუვენირების და ჰოლანდიური ყველის მაღაზიებს დავერიეთ და გამოვზიდეთ 🙂 სასტუმროში დატვირთული დავბრუნდით, GoPro დავტენეთ, გამოვიცვალეთ, რადგან უზომოდ აცივდა და გაწვიმდა და ისეგ გავუყევით გზას..

ჯერ Anne Franke-ს სახლი მოვინახულეთ, უზომოდ მინდოდა შესვლა, მაგრამ იმხელა რიგი იდგა, თან უკვე ისე ციოდა რომ ამ რიგში ვერ დავდგებოდით. გარედან ვცდილობდით რარაცეები დაგვენახა, მაგრამ ამაოდ …

ამაზე დიდი რიგი იყო ვიდრე ამ სურათზეა 🙂

მერე  ვისადილეთ დამზე, კიდევ რაღაც ადგილებში ვიბოდიალეთ უკვე კონკრეტული გეგმის გარეშე . . .

10603992_10208689302137768_5550873906374966645_o

12819418_10208689302177769_9170642965633309001_o

ამ ბოდიალში აღმოვაჩინეთ ერთ ერთი ძალიან საყვარელი Coffee shop – რომლის სახელიც არ მახსოვს, 3 სართულიანი იყო, ძალიან საინტერესო ინტერიერით და ფანტასტიკური მომსახურე პერსონალით.

რაღაც პერიოდი აქ დავყოვნდით, მერე ისევ საბოდიალოდ გავედით. ბნელოდა მაგრამ Red Light -ებისთვის ჯერ ადრე იყო 🙂

ციოდა, თუმცა ქუჩები სავსე იყო ხალხით, რაღაცნაირად მოძრაობდნენ, გაურკვევლად. ჩვენც გაურკვევლად ვმოძრაობდით, შევდიოდით ბარებში სადაც გარეთ ვიჯექით და სიგარეტს ვეწეოდით, სიცივისგან რომ არ გავყინულიყავით პლედები გვეხურა, ლუდს ვსვამდით და წყალს ვაყოლებდით ან პირიქით 😀

ასე ვიბოდიალეთ არ ვიცი რამდენი საათი და მერე წავედით De Wallen – ისკენ

De Wallen – არის ყველაზე დიდი და ყველაზე კარგად ცნობილი წითელი ფარნების უბანი ამსტერდამში, რომელიც რამდენიმე ქუჩას აერთიანებს. მთელი ეს უბანი დაახლოებით 300 -მდე წითელშუქიანი ფანჯრისაგან შედგება. Window Prostitution ყველაზე გავრცელებულია ამსტერდამში და რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ –  ლეგალური.

ვიტრინებისა და ფანჯრებს მიღმა მომუშავე სექს მუშაკები ერთ ერთი მთავარი სატყუარაა ტურისტებისათვის და შესაბამისად საკმაოდ შემოსავლიანიც. ეს ბიზნესი სახელმწიფოს მიერ კონტროლდება, თითოეული მუშაკი გაფორმებულია და სავალდებულო სამედიცინო გამოკვლებსაც იტარებს – სახელმწიფოს ხარჯზე, ასევე ამ სახლების მეპატრონეები არ იღებენ სამუშაოდ ქალბატონებს, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური ჯანმრთელობის ცნობა.

teaser-de-wallen-290312_0_zps20d4b91e

maxresdefault

De.Wallen.original.10677

მეტსაც გეტყვით – ამ უბანში სექს მუშაკის მონუმენტიც დგას – წარწერით “Respect sex workers all over the world.”

დღისით ვან გოგის მუზეუმთან ყოფნისას, რამდენიმე ფლაერი მოგვაწოდა ბილეთების გამყიდველმა გოგონამ, აუცილებლად წადით და ნახეთ ეს დაწესებულებებიო.

ერთი მათგანი იყო მოსაწვევი და ფასდაკლების ვაუჩერი Museum of Prostitution -ის რომელიც იქვე ფარნების ქუჩაზე მდებარეობდა

ფლაერში ეწერა:

Step into an intriguing world that remains hidden for most and discover the secrets of the Amsterdam Red Light District in the world’s only Museum of Prostitution.
The must see attraction of Amsterdam!

როგორ შეიძლებოდა არ შევსულიყავით the world’s only Museum- ში :))

127435-e2e0272a-8e77-11e3-bde5-79e0b0a6dde3

სიმართლე გითხრათ ახლაც ვერ ვხვდები სართულებიანი იყო თუ არა ეს შენობა, იმდენად უცნაურად მოძრაობ შიგნით,

ვერ ხვდები საიდან სად უნდა წახვიდე: გგონია სტაფისთვის განკუთვნილი ადგილიაო და ამ დროს აღმოჩნდება რომ ჩვეულებრივი ერთ ერთი ისტორიული ბორდელის ერთ ერთ ანალოგ ოთახში იმყოფები.

იყო შიგნით პატარა კინოთეატრიც დაახლოებით 15 მაყურებელზე გათვლილი, წითელი სკამებით, სადაც ამ ქალბატონების ცხოვრების ეპიზოდებს გიჩვენებენ, რას აკეთებენ ისინი დღისით, რა აცვიათ, სად დადიან,

ასევე ვიტრინა, სადაც შეგეძლო შემოსკუპულიყავი მაღალ სკამებზე თითქოს თავად ხარ სექს მუშაკი და გეთხოვა შენი მეგობრებისთვის გარედან გადაეღოთ სურათები და ა.შ.

IMG_1486-2-1920x1080

Experience how it feels to ‘sit behind a window

IMG_1492-1920x1080

სიმართლე გითხრათ, დეტალებში მეც არ მახსოვს რა ვნახეთ კიდევ შიგნით, ის კარგად მახსოვს რომ სულ წითელი იყო ყველაფერი, ყველა გვიღიმოდა და ისე დავდიოდით უსხეულო არსებები გვეგონა ჩვენი თავი, აი ისე ფილმებში კადრები რომ იჟღინთება ხოლმე.

тут помню тут не помню  …

კარგი იყო ამსტერდამში :)))

Comments

comments

10 thoughts on “What happens in Amsterdam …

  1. თაკო გვაზავა says:

    :)))) კი, I do know what you mean, sweetheart.
    რა კარგი ფოტოებია და რა გოგო ხარ მაგ შლიაპაში <3 ქუდიც ძაან გიხდება.
    მშვენიერი მოგზაურობა გამოგსვლიათ 🙂
    რაც შეეხება ღირსშესანიშნაობებს, პროსტიტუციის მუზეუმი ისე დიდი არაფერია, მე ცოტა მეტს ველოდი. ერთადერთი სექს-მუშაკების ოთახი იყო ჩემთვის საინტერესო.
    და რა გოგოები არიან?! რატომ არ ამბობ? მე რომ ვიყავი გამოშტერებული შევყურებდი, ძაან ლამაზები იყვნენ 90%, ლამის მივიპატიჟე ირაკლი, არ გინდა მეთქი? :)) ძაან შევედი მის მდგმარეობაში.
    ვან-გოგის მუზეუმი მართლა must see-ა. უზარმაზარი რიგი მაქვს მის სანახავად დამარცხებული და არც მინანია. დიდი სიამოვნება მივიღე.

  2. Nesa says:

    ძალიან საინტერესოდ წერთ თათა,

    პროსტიტუციის მუზეუმში 2-ჯერ ვარ ნამყოფი და ვთვლი:
    – რომ დღისით ეს მუზეუმი არ უნდა ფუნქციონირებდეს, რადგან ყველაფერს, ყველანაირი ხიბლი ეკარგება + ამას დამატებული დღის სინათლე, რომელიც წითელ განათებებს ავარდისფრებს,
    პლუს სულელი გოგონები ვიტრინებში (განსაკუთრებით რუსები) რომლებიც ჯინსებით და დუბლიონკებით პოზიორებენ.
    – რომ მუზეუმში სიფხიზლის ტესტი უნდა იდგეს და ფხიზელ ადამიანებს არ უნდა უშვებდნენ…

    ეს არ არის ბორდელი, ეს არის ადგილი, სადაც ღამე მისული სტუმარი, ნამდვილად შეიგრძნობ ამ ქუჩების სიმძაფრეს და ჩვენთვის უჩვეულო ყოფას.
    სადაც სკამზე წამოსკუპული, თუ შეგრძნებებისთვის ხარ მოსული ქურქებით კი არ უნდა იღებდე ფოტოებს, გაიხადე და გადაიღე … თუარადა შეიხედე და გაიარე
    ვის რაში აინტერესებს ბათინკებიანი და ჯინსებიანი მეძავები?

    თუმცა მაინც ბლეფია ეს მუზეუმი და მხოლოდ ფულის საკეთებლად შექმნილი !!!

  3. Taa says:

    თაკო გვაზავა

    მადლობა,
    ხო მეც მეტს ველოდი, თუმცა ისიც ნახევრად არ მახსოვს რა ვნახე, თუმცა აშკარად ფულის მახეა 🙂
    კიი ამსტერდანში მართლა საოცარი ქალები იყვნენ ვიტრინებში(განსხვავებით ბრუსელისგან) , გაოცებული შევყურებდი …

    Nesa

    მადლობა 🙂
    დღისით არ ვყოფილვარ, თუმცა გეთანხმები, სავარაუდოდ ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნება დღისით.
    ვიტრინებში მდგომ ტურისტებზეც გეთანხმები, ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან, ქუდებში და ჩათბუნულები და თან ამ ვიტრინებში.

  4. Nika says:

    Coffee Shop – ების უმეტესობაში ნაგავი იყიდება
    ჰაშიშიანი კექსების ზემოქმედება – მითია
    არ დაიჯეროთ – მხოლოდ გემო აქვთ ბალახის 🙂

    ამსტერდამში ვიცხოვრე 2 თვე – ქალაქში არის ქოფიშოპები, სადაც მართლა ყველაზე მაგარ ტავარს ყიდიან, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ტრუხას და ბანძს არავინ არაფერს მოგყიდის.
    ამიტომ როცა მიდიხარ, უნდა გაიკითხოთ ხოლმე და პირდაპირ იქ მიხვიდეთ. იმხელა მენიუები აქვთ – სორტების და ზემოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით.

  5. Irina Tabatadze says:

    ამსტერდამი !!!
    თავისუფლების, ბედნიერების და სიყვარულის ქალაქია
    და ვერავინ ვერ შემედავება ამაში.
    ვან გოგის მუზეუმში არ ვარ ნამყოფი და ისე დამწყდა ახლა გული ვერ წარმოიდგენ.
    იმედია ოდესმე ისევ მოვხვდები მაგ მხარეში
    ძალიან მიყვარს შენი სამოგზაურო პოსტების კითხვა თაა <3

  6. Lord Vader says:

    ორივე ქუდი მაგარია, მაგრამ შლიაპა გამორჩეულად გიხდება.

    სხვა რა ვთქვა… ანა ფრანკის მუზეუმის გარდა ნაცნობი ადგილებია და ამინდიც ძალიან ნაცნობია 🙂 სამწუხაროდ.

    IYKWIM

  7. Lord Vader says:

    გოგოებს რაც ეხება, ვინც აფრიკელი არაა, ძირითადად სლავები არიან :)) სადღაა ჰოლანდიელი სექს-მუშაკი.
    მოსპო ამ გლობალიზაციამ ყოლიფერი ეროვნული :/

  8. ქეთი says:

    კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ამ მულტიკულტურულ და განუმეორებელ ქალაქში. ამსტერი <3

  9. Lord Vader says:

    ამსტერდამმა სპამში ჩააგდო ჩემი კომენტარი? 🙂 არ ვევასები ამ ქალაქს ეტყობა. მიტომაა სულ წვიმით რომ მხვდება

  10. Taa says:

    Lord Vader

    კი აშკარად, მოვქექე სპამი და გავანთავისუფლე შენი კომენტარები
    პრინციპში მე რაც მახსოვს იმ ღამის ბუნდოვანებიდან – სლავურ გარეგნობას ნაკლებად შევხვდი ვიტრინებში – განსხვავებით ბრუსელისგან – ამაზე შემდეგ პოსტში დავწერ
    დიდი რაოდენობით იყვნენ აფროები – გემრიელი გარშემოწერილობით და ევროპელებიც არასლავური გარეგნობით და მაღალ – მაღალი ქალები 🙂
    თუმცა მაგათი shoescode-ის გამო ძნელია მიხვდე რამდენად მაღალია ან დაბალი 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *