Brussels – ნამდვილი ზავენტემელები

ბრუსელის ქუჩებში მაშინაც იგრძნობოდა რაღაც უჩვეულო დაძაბულობა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე  შეგხვდებოდათ წყვილად მოსიარულე ავტომატგადაკიდებული გვარდიელები (თუ რაც ჰქვიათ), მაგრამ ამავე დროს არ გზარავდა მათი დანახვა, რადგან ყველანი ისეთი ღიმილიან – თავაზიანები და ისეთი სიმპათიურები იყვნენ, რომ ვერც ამჩნევდი მათ სამხედრო ეკიპირებას.

ამ პოსტს 22 მარტის ტრაგედიით დავიწყებ და ამ სურათს მივუძღვნი

#PRAYFORWORLD #PRAYFORBELGIUM #PRAYFORBRUSSELS #jesuisbruxelles

belgium-bombing-pray-for-brussels-illustrations-3__700

6 მარტი, 13: 00 ბრუსელის აეროპორტში შევედით მატარებლით …

ჩვენი სასტუმრო Crown Plaza იქვე იყო, აეროპორტის უბანში – ზავენტემში. აქ თითქმის ყველა ბრენდული სასტუმროა თავმოყრილი, ისევე როგორც მსოფლიო კორპორაციებისა და უდიდესი ბრენდების ოფისები.

რადგან Digital Summit აქვე ამ სასტუმროში ტარდებოდა, ჩვენც აქ განვთავსდით.

day 1

ყველაზე საუკეთესო აღმოჩენა იყო ნომერში უთო და მერე სხვა დანარჩენი, დიმას პერანგი და შარვალი ისე იყო ჩაკუჭული სამგზავრო ჩანთაში ამდენი ამოლაგება, ჩალაგებისგან, რომ ვაპირებდით სასტუმროს სერვისით გვესარგებლა, რადგან მეორე დღეს სჭირდებოდა.

მაგრამ, ჩვენდა სასიამოვნოდ, უთოც და უთოს მაგიდაც ისე კოხტად იყო გარდერობში მოთავსებული, რომ სურვილი გამიჩნდა ყველაფერი დამეუთოვებინა, თუმცა ეს საღამოსთვის გადავდეთ.

გადავივლეთ წყალი, ჩავიცვით და ბრუსელის ცენტრისკენ გავეშურეთ მატარებლით ზავენტემის სადგურიდან.

Zaventem – უბანია ბრუსელში აეროპორტთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით და ვმოღვაწეობდით მომდევნო დღეების განმავლობაში 🙂

ზავენტემის სადგურამდე ფეხით ზუსტად 15 წუთი გინდოდა და უკან 12 წუთი 🙂 ყოველ ჯერზე ვინიშნავდით. გავუყევით თუ არა გზას… ჰოი საოცრებავ, კიდევ კარგი მე ქუდი მეხურა და დიმას კაპიშონიანი მოსაცმელი – ისევ სეტყვა წამოვიდა 🙂 ამჯერად ბელგიაში.

მოკლედ ბელგიურ – ჰოლანდიურ სეტყვაგამოვლილები ვართ მე და დიმა ამიერიდან..

ბრუსელის ცენტრი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა ეს აუტანელი წვიმა, რომელიც თავს არ გვანებებდა

DCIM100GOPROGOPR0414. DCIM100GOPROGOPR0426. DCIM100GOPROGOPR0428. DCIM100GOPROGOPR0431. DCIM100GOPROGOPR0435. DCIM100GOPROGOPR0444. DCIM100GOPROGOPR0449.დაახლოებით 2 საათამდე ვიბოდიალეთ და ვიგრძენით, რომ ძალიან გვშიოდა, რადგან 11-ის ნახევარზე, ჯერ კიდევ ბრუგეს Subway-ში რომ ვისაუზმეთ, მას მერე არაფერი გვეჭამა.

ამიტომ ავარჩიეთ ერთ ერთი ყველაზე საუკეთესო რესტორანი- DRUG OPERA , გამორჩეულად კარგი კერძებითა და კარგი მომსახურებით. კრევეტების სალათა მომიტანეს ისეთი, რომ დღემდე ცხოვრების მანძილზე რაც მიჭამია საუკეთესოთა შორის ჩავწერე.

drug.opera.outside .daytime

Day One (1)

აქედან წავედით საშოპინგოდ, მაგრამ ამაოდ – თურმე 6 – 7  საათზე ყველაფერი იკეტება , საოცარი იმედგაცრუება იყო.

მერე ისევ ვიბოდიალეთ ბრუსელის ქუჩებში და მოგვიანებით გავემართეთ ბრუსელის წითელი ფარნების ქუჩის მოსანახულებლად.

DCIM100GOPROGOPR0457. DCIM100GOPROGOPR0461. DCIM100GOPROGOPR0470. DCIM100GOPROGOPR0472. DCIM100GOPROGOPR0479. DCIM100GOPROGOPR0481.

Red Lights District Brussels – სამწუხაროდ ისეთი საინტერესო, ცნობილი და პოპულარული არ აღმოჩნდა როგორც ამსტერდამის, ეს იყო ერთი საკმაოდ ცუდად განათებული ქუჩა, რომელსაც ერთ მხარეს მატარებლის გზა გასდევს, ხოლო მეორე მხარეს არის განთავსებული ლურჯად და წითლად განათებული ვიტრინები.

დამთვალიერებელი და “მუშტარიც” საკმაოდ მცირე რაოდენობით მოძრაობდა, თავად ვიტრინისმიღმა ქალებიც ძალიან უინტერესოდ გამოიყურებოდნენ, არ გეძახდნენ, არ გეპრანჭებოდნენ, არ გიღიმოდნენ –  ზოგი ტელეფონს დასცქეროდა, ზოგი საკუთარ ფრჩხილებს ან ტატუებს.

პროსტიტუცია ბელგიაშიც ლეგალურია,  Rue d’Aerschot და Rue de Brabant არის ის ქუჩები სადაც აღმოაჩენთ უამრავ გასართობ ბარს, Sex Shops, Sex Cinema Cabins და ვიტრინის გოგონებს. თუმცა თუ ამსტერდამიდან მოდიხართ, გირჩევთ აქ არც გაიაროთ რადგან უბრალოდ უზომოდ იმედგაცრუებული დარჩებით, მათ შორის ქალებითაც.

თუმცა განსხვავებით ამსტერდამისგან ფასებიც იკლებს ხარისხთან ერთად 🙂

უკანა გზაზე კიდევ ერთი იმედგაცრუება მელოდა – Ladurée დამხვდა დაკეტილი და აი ასეთი გულდაწყვეტილი სურათი გადავიღე.

DCIM100GOPROGOPR0489.

არადა ისე მინდოდა აქ შესვლა და ამ უგემრიელესი მაკარუნების დაგემოვნება, ინტერიერისა და შეფუთვების დათვალიერება, ამ გასაოცარი სურნელის და ბრენდის შეგრძნება, რადგან Leduree – ეს არ არის მხოლოდ საკონდიტრო და კაფეები – ეს არის მაღალი მოდა კვების სფეროში…

laduree_.03 MYQI2KDT

მატარებლის სადგურზე მისვლამდე, მაინც გადავწყვიტეთ რომ ჩვენი თავი გაგვენებივრებინა ტკბილეულით და ბრუსელის ერთ ერთ ყველაზე ცნობილ სავაფლეში Gaufres de bruxelles შევედით. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი კაფე, სადაც უუუუუგემრიელეს ვაფლებს და ტკბილეულს ამზადებენ. დავჩექინდი თუ არა უამრავი ჩემი მეგობარი გამოეხმაურა ჩემს პოსტს, რომლებიც ნამყოფი იყვნენ ამ არაჩვეულებრივ კაფეში.

Day One (2)

7 მარტი, Digital Summit

ეს იყო ძალიან საინტერესო დღე, მაგრამ სურათების გარეშე…

ისეთი დაღლილები ვიყავით საღამოს, რომ არათუ ქალაქში გასვლა – რესტორანში ჩასვლაც კი დაგვეზარა და ვახშამი ნომერში შევუკვეთეთ

3 (1) Day 2 (1) Day 2 (2)

არ შემიძლია არ აღვნიშნო – ფაქტობრივად მშიერი დავრჩი – რაღაც სალათა მომიტანეს საშინელი გემო ჰქონდა, პიცა 4 ყველს რა შეიძლება დამართო რომ ადამიანმა პირი ვერ დააკაროს? იმდენი უგემური ცხიმი ესხა წურწურით გადმოდიოდა დაფიდანვე, თან რაღაც საშინელი გემო ჰქონდა. მოკლედ ნახევრად ხელუხლებელი ვახშამი გავატანეთ უკან …

8 მარტი, ბრუსელი – ქალთა დღე 🙂

დღის პირველ ნახევარში ისევ სამიტი იყო და ვერსად ვერ გავედით, მერე ვისადილეთ სასტუმროში და წავედით ისევ ბრუსელის ცენტრისკენ. ქალაქში 8 მარტი საერთოდ არ უგრძნობოდა თბილისისგან განსხვავებით, არც დიდი რაოდენობით ყვავილები იყიდებოდა, არც ყვავილებიანი ქალბატონები დასეირნობდნენ, არც მაღაზიებში შეიმჩნეოდა სარვამარტო აქციები …

DCIM100GOPROGOPR0495. DCIM100GOPROGOPR0507. DCIM100GOPROGOPR0508. DCIM100GOPROGOPR0517.

ამ დღის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა იყო ის, რომ მოვინახულეთ ბელგიის სამეფო სასახლე, სადაც დელეგაცია ჰყავდათ სტუმრად და გაძლიერებული დაცვა იყო განლაგებული ახლომახლო ტერიტორიებზე. გაგვიმართლა და ისეთ დროს აღმოვჩნდით, რომ სასახლიდან სტუმრებს აცილებდნენ და მთელს ცერემონიალს ვუყურეთ …

განსხვავებით შევარდნაძის და მიშას ესკორტისგან – აქ რაც ვნახე საოცრება იყო, არანაირი მანქანების უგრძელესი კოლონები, არავითარი სიგნალები და მსგავსი სისულელეები, ძალიან ღირსეულად დამშვიდობების შემდეგ, სტუმრებმა მცირე ესკორტით დატოვეს სასახლე და წავიდნენ . . .

DCIM100GOPROGOPR0519. DCIM100GOPROGOPR0525. DCIM100GOPROGOPR0527.

მერე ისე გაწვიმდა რომ Go Pro-საც ვეღარ ვიღებდით ჩანთიდან, მიუხედავად მისი წყალგაუმტარი ჩასადებისა, ცოტა მაღაზიებში ვიბოდიალეთ, სუვენირები და ტკბილეული შევიძინეთ და სასტუმროში დაბრუნებამდე ისევ Gaufres de bruxelles-ში შევედით, ამჯერად სავახშმოდ, სასტუმროში ჭამის სურვილი აღარ გვქონდა 🙂

საჭმელიც უგემრიელესი იყო აქ 🙂

3 (2)

მეორე დღეს შუადღისას წავედით აეროპორტში, საიდანაც მე გამოვფრინდი თბილისში, დიმა კი უკან დაბრუნდა და ლუვენში გაემგზავრა ისევ სამსახურეობრივ ტრენინგებზე დასასწრებად …

საშინელება იყო უკან მარტო მგზავრობა . . .

Comments

comments

One thought on “Brussels – ნამდვილი ზავენტემელები

  1. სალომე says:

    დრაგ ოპერა მართლა რა მაგარია, სამჯერ ვარ ბრუსელში ნამყოფი და სნამჯერვე მასთ ვიზიტ ადგილია. ისე მომწონს შენი თხრობის სტილი, ასე მეგონა ისევ იქ დავდიოდი, ბრუსელზეც, ბრუგეზეც და ამსტერდამზეც <3

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *