brussels tours, what to see in brussels

Brussels in March

ზუსტად 1 წლის შემდეგ, უკვე ბრუსელის მარტის ამინდთან გათვითცნობიერებული და კარგად მომზადებული, კიდევ ერთხელ ვეწვიეთ ამ ქალაქს.

შარშან ამ დროს 

ამჯერად 4 ვიყავით: მე, დიმა, ხატია და დათო. ბინა airbnb – ზე ვიქირავეთ თანაც “მთლად” ტურისტულ ცენტრში, გრანდპლასიდან 3-4 წუთის სავალზე ფეხით.  ძალიან, ძალიან კარგ ფასად ვიქირავეთ ამ მოგზაურობისას ბინები, ბრუსელშიც და ამსტერდამშიც, მითი იმის შესახებ რომ 2-3 თვით ადრე უფრო იაფია airbnb – ზე ბინები გავაბათილეთ ერთ საღამოში. ორივე ქალაქში 5 დღით ადრე დავჯავშნეთ ბინები, ორივე ცენტრში, ორივე საუკეთესოდ მოწყობილ – აღჭურვილი და საუცხოო ფასებში!!

ჩვენს ბინას ერთადერთი ნაკლი ჰქონდა, 4 სართულზე იყო და საოცრად ვიწყო კიბის უჯრედი თაბრუს გვახვევდა ყველა ასვლა ჩასვლაზე. სხვა მქრივ ძალიან ლამაზი, სუფთა, კარგად აღჭურვილი ბინა იყო, 1 საძინებლით, მეორე საძინებლად შესასვლელი ოთახი გადავაკეთეთ, რეალურად ამ ბინაში 3 საძინებლის მოწყობის შესაძლებლობა გვქონდა, მისაღებ ოთახშიც გასაშლელი დივანი იდგა. სამზარეულო გვქონდა “გრუზინული” არაფერზე ხელის განძრევა არ გვჭირდებოდა, ყველაფერი თვითონ კეთდებოდა!! მეტსაც გეტყვით სამზარეულოს ერთი ჯადოსნური ფანჯარა ჰქონდა, სადაც მოწევა შეიძლებოდა, ჩამოვჯდებოდით ხოლმე ამ ფანჯრის საკმაოდ დიდ რაფაზე და ვეწეოდით სურვილისამებრ.

პირველი, რასაც მე და დიმა სადმე ჩასვლისას ვაკეთებთ, არის საქმე !!! და ყოველთვის გვაქვს ხოლმე ასეთი პირველი ფოტოები, აუცილებლად კომპიუტერებთან 🙂


ამინდი იყო ბრუსელური, არ წვიმდა, მაგრამ აპირებდა, ციოდა, მაგრამ ისე მზად რომ ხარ და არ იყინები :)) ამიტომ საქმის დასრულების შემდეგ წავედით ყველანი ბრუსელის ერთ ერთ ყველაზე ჯადოსნურ ადგილას: Cafe Delirium! 

რატომ არის ჯადოსნური?  აი ამიტომ:

Guiness World Record of the most varieties of beer commercially available. 2004 different beers was counted on 9 january 2004 !

ეს არაჩვეულებრივი სარდაფი, ნამდვილი სამოთხეა ლუდის მოყვარულებისათვის, ლუდის კასრებზე წამოსკუპებული უდიდესი ნეტარებით ვწრუპავდით 3000-მდე დასახელებიდან ამორჩეულ ლუდებს, ურთულესი დავალება იყო დამიჯერეთ !!!

Note! – მშიერი არ შეხვიდეთ, იმედიც კი არ გქონდეთ იმისა რომ რამეს შეჭამთ, მათ შორის ვერც თხილეულს და ვერც ჩიფსებს ან რამე მსგავს სნექებს, რაც ლუდთან მისატანებლად ითვლება. მხოლოდ და მხოლოდ ლუდით მოგიწევთ დაკმაყოფილება.

აქედან საკმაოდ ნასიამოვნები და მხიარულები წავედით ბრუსელის კიდევ ერთ ჯადოსნურ კაფეში,  Aux Gaufres de Bruxelles – ადგილი , რომელიც იმათმაც კარგად იციან ვინც ბრუსელში არ არის ნამყოფი.

არაჩვეულებრივი ტურისტული კაფეა, უგემრიელესი კერძებით, განსაკუთრებით ჩემნაირი არახორცისჭამელთათვის არის სამოთხე, საუცხოო სუფებით და ბოსტნეულით. საერთოდ არაფერი რომ არ ვტქვათ უუუგემრიელეს ბელგიურ ვაფლზე, რომლის ისეთი არჩევანი აქვთ რომ 10-15 წუთი მარტო იმას ფიქრობ რომელი შევუკვეთოო.

Note! – ფასები აქვთ ძალიან კარგი, ესეც გაითვალისწინეთ. ერთ ერთი ყველაზე ბიუჯეტური სასადილო ადგილია მთელს ბრუსელში.

მეორე დღეს ამინდი გვქონდა საოცარი, ტურისტებს რომ უყვართ ისეთი 😀 ისე გაწვიმდა, რომ შუადღემდე ფეხი ვერ გავადგით ვერსად. ციოდა და საღამოს გათოვდა კიდეც, ამიტომ თუ ტურისტული მიზნებით მიდიხართ მარტს არ გირჩევთ, წინა წელს სეტყვა ვიგემეთ, წელს თოვლი 🙂

ცოტა რომ გადაიღო სახლიდანაც გავედით და ბრუსელის ცნობილ Manneken Pis ვეწვიეთ სადაც ადგილობრივი სტუდენტების ჯგუფი გავიცანით, საკუთარი უნივერსიტეტის ფრომოუშენს აკეთებდნენ <3

GrandPlace – ბრუსელის ულამაზესი ისტორული მოედანი, გასაოცარი არქიტექტურით, რომლის ყურება მოგინდება საათების განმავლობაში. თითოეული შენობის თითოეული დეტალი არის ზღაპრულად შესრულებული და ჯადოსნურ სამყაროში გაგრძნობინებს თავს.

აქვე გრანდპლასზე ლუდის პაწაწუნა მუზეუმია, სადაც ჩავედით წვიმისგან თავის შესაფარებლად, გასათბობად და ცოტა ლუდის მოსაწრუპად. მუზეუმი მიწის ქვეშაა და საკმაოდ თბილა, ბილეთი მუზეუმში ტურს და ერთ კათხა ლუდს მოიცავს, რომელსაც თავად ირჩევ. საკმაოდ საინტერესო მუზეუმია, ვისაც ლუდი უყვარს და ლუდის ხარშვის ტექნოლოგიები აინტერესებს და რაც მთავარია ძალიან კარგი ტიპები მუშაობენ და შესანიშნავად საუბრობენ ინგლისურად.

აქედან გამოსულები გავეშურეთ საშოპინგოდ, რადგან ისეთი ამინდი იყო სხვა ვერაფერი გამოგისწორედბა ხასიათს, თითქმის ბნელდებოდა უკვე სახლისკენ რომ წავედით, დიმას ლუვენიდან მოდიოდა სადაც ტრენინგებზე ესწრებოდა და სახლში უნდა დავხვედროდით. ჩვენი უბანი:

სახლში მოსულებს საოცარი სიურპრიზი გველოდა, ზუსტად 15 წუთში, მაშინ როდესაც ჩვენს ქართველ მეგობრებთან სტუმრად უნდა წავსულიყავით ზავენტემში, გარეთ გათოვდა. ისე აცივდა რომ ვერაფერი ვეღარ გვათბობდა 🙂 ამ დღეს პირველად ვიჯექით ბრუსელის მეტროში, სადაც მინდა გითხრათ რომ დავიკარგეთ, ოღონდ მართლა. არასოდეს არც ერთი ქვეყნის, არც ერთ ქალაქში არ დავკარგულვართ მეტროში, ეს იყო პირველი და ძალიან სასაცილო !!!

საოცრად თბილი და ტკბილი საღამოს მერე, რომელიც ჩვენს მეგობრებთან მედუსა და თორნიკესთან გავატარეთ, და სადაც აღმოვაჩინე რომ მედო არის საოცარი მზარეული, ისეთი გემრიელობები მოვიმზადა, ღამის 3 საათისკენ თორნიკემ სახლში წამოგვიყვანა ერთ ერთ ულამაზესი ადგილის გავლით, რომელიც მანამდე არ მენახა ბრუსელში, ეს ადგილი არის – PARC DU CINQUANTENAIRE,  ანუ იგივე  JUBELPARK ეს არის საკმაოდ დიდი ფართობის მქონე საზოგადოებრივი პარკი, ურბანული პარკი ბრუსელის აღმოსავლეთ ნაწილში, მეტრო სადგურ Montgomery-სთან ახლოს, რომლითაც ისე მოვიხიბლე, რომ 2 დღის შემდეგ უკვე დღის შუქზე გადავწყვიტეთ დათვალიერება და დავბრუნდით.

ჩამოსვლიდან მესამე დღეს გაგვიმართლა და არ წვიმდა, ეს დღე ლუვენში გავატარეთ, ამაზე ცალკე პოსტს დავწერ, ამ დღეს ლუვენში წასვლამდე ვეწვიეთ იმ ეკლესიას ჩვენს სახლთან რომ იყო და მერე გრანდ პლასზეც მოვაწყვეთ ფოტოსესიები დიმასთან ერთად 🙂

მომდევო დღე შედარებით თბილი და მზიანი აღმოჩნდა, მართალია მაინც ციოდა და სურათებსაც ეტყობა, მაგრამ გაუსაძლისი ნამდვილად არ იყო. ეს დღე სულ გარეთ გავატარეთ, იმდენი ვიბოდიალეთ რომ ღამე სახლში რომ მივედით მეოთხე სართულზე ვეღარ ავდიოდით დაღლილობისგან 🙂

the royal palace brussels-ის სურათის შედეგი

parc de cinquantennaire brussels-ის სურათის შედეგი

Comments

comments

2 thoughts on “Brussels in March

  1. Ellee says:

    ძალიან საინტერესო პოსტია, მიყვარს მოგზაურობაზე კითხვა
    ბელგიაში მე პირადად ნამყოფი ვარ, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხავდი სხვა ქვეყნების შესახებ თქვენს პოსტებს.

  2. Taa says:

    ELLEE

    მადლობა რომ მოგეწონათ.
    აი ამ ლინკზე ნახავთ სხვადასხვა ქვეყნების შესახებ პოსტებს, სადაც ვარ ნამყოფი
    http://taa.ge/travel/

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *