ეს დღეც დადგა და ძალიან დიდი ხნის ჭოჭმანის, ინფორმაციის შეგროვებისა და ინექციის შიშის დაძლევის შემდეგ ჩემს თავს შთავაგონე – ცხვირ ტუჩის ნაოჭი უნდა შეავსოო !!!
ეს ნაოჭი ახალი ამბავი არ არის ჩემთვის და ასაკობრივზე უფრო მიმიკურია, რადგან საკმაოდ პატარა ასაკიდან მომყვება, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად უკვე იმას კი აღარ ნიშნავს, რომ “ღიმილა” ხარ, არამედ საკმაოდ ცუდ ასოციაციებს ბადებს, მოუვლელობის, ასაკის მატების, გიჩნდება სურათების გადაღების შიში რადგან ყველგან სადაც იცინი, ისიც იქვე ჩნდება და ატყობ რომ გარდა იმისა რომ ღრმულებად გადაიქცა, ზედა ტუჩიც ჩაიტანა და ფაქტობრივად გაანახევრა ზომაში.
ვის მოუნდება ასეთ საშინელებასთან ცხოვრება? არავის !!!
ხოდა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დავიწყე აქტიურად კვლევა, ძებნა, შედარება, ფიქრი, შიშთან ბრძოლა.
რაღა დაგიმალოთ და ძალიან ბევრ კლინიკაში ვარკვიე, ზოგან კონსულტაციებზე ვიარე, ზოგს ტელეფონით ვესაუბრე, ზოგს ფეისბუქის მესინჯერით, ზოგი ნაცნობებს ვკითხე, ყველაზე მეტი კი გუგლს – ნუ რაღა თქმა უნდა !!! 🙂
აღმოვაჩინე ის რაც ალბათ ძალიან ბევრმა ისედაც იცით:
- მარტო წამლის ხარისხზე არ არის დამოკიდებული წარმატებული პროცედურა
- არანაკლებ მნიშვნელოვანია კარგმა, კარგად და სწორად ნასწავლმა და გამოცდილმა კოსმეტოლოგმა გააკეთოს ეს პროცედურა.
- საშიშროება იმდენად დიდია შეცდომებისა, რომ არსებობს შემთხვევები არასწორად გაკეთების შემთხვევაში ფილერი გაქვავებულა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა ამოსაღებად.
- არსებობს შემთხვევები, როდესაც ფილერი გაქვავდა და დადიოდა კანქვეშ
არავის მოუნდება ასეთი გამოცდილების მიღება, რა თქმა უნდა არც მე და 2-3 ფავორიტიდან, რომლებიც მთელი ამ კვლევის შედეგად მყავდა არჩევანი დალიკა ანდღულაძეზე გავაკეთე, რომლის ნამუშევრებმა, გამოცდილებამ და მიდგომამაც ყველაზე მეტად მომხიბლა.
კონსულტაციაზე მივედი Solo Per Te- ში, სადაც დალიკა მუშაობს, იმ გადაწყვეტილებით, რომ მხოლოდ ფილერი უნდა გამეკეთებინა! თუმცა საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო საუბრის შედეგად და ჩემი ასაკის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ რომ არა მხოლოდ ფილერი, არამედ ბიორევიტალიზაციით უნდა დავიწყოთ და ფილერიც გავიკეთოთ. საუკეთესო შემთხვევაში 3-ჯერ უნდა გავიკეთო ბიორევიტალიზაცია და მერე ფილერი, მაგრამ ჩემი მოუთმენლობის გამო პირველი ბიორევიტალიზაცია და ფილერი ერთ დღესვე გავიკეთე 🙂
დარწმუნებული ვარ ფასებიც გაინტერესებთ ყველას, ამ ზაფხულის განმავლობაში ფილერი ფასდაკლებით 400 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო ბიორევიტალიზაცია 300 ლარი, მაგრამ !!! აქვე მაქვს თქვენთვის სურპრიზი, რაც უკვე შევათანხმე კლინიკასთან – ყველას ვინც მიხვალთ ჩემი ბლოგიდან და ეტყვით რომ Taa.ge -ზე ნახეთ, 50 ლარს დაგიკლებენ ბიორევიტალიზაციაზე 🙂
მოკლედ ეს 2 პროცედურა 650 ლარი დამიჯდა, არ მინდოდა ამ თანხის ერთიანად გადახდა, ამიტომ გამიკეთეს ინვოისი ზუსტად 5 წამში, მივედი თიბისიში, სადაც ასევე ძალიან მალე დამიმტკიცეს 3 თვიანი განვადება და ნელ ნელა და უმტკივნეულოდ გადავიხდი ამ თანხას.
ახლა მოგიყვებით თავად პროცედურაზე- რა არის ფილერი?
ფილერი ანუ დერმული შემავსებელი, არის ჰიალურონის მჟავის საფუძველზე დამზადებული შემავსებელი ბიოთავსებადი და ბიოდეგრადირებადი პრეპარატი -გელი, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა და იძლევა სტაბილურ, ხანგრძლივ შედეგს. ფილერის ინექცია სახის გარკვეუულ ზონაზე გაოიყენება ნაოჭების გასასწორებლად, ღრმა ღარების ამოსავსებლად ან რელიეფის კორექციისთვის ოპერაციის გარეშე. ჰიალურონის მჟავა არის ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში არსებობს. დროთა განმავლობაში კანის შემავსებელი იშლება ბუნებრივი პროცესების სახით. მხოლოდ ერთი პროცედურაა საჭირო, რომლის ხანგრძლივობაა 9-12 თვე.
გელი სტერილური შპრიციდან წვრილი ნემსის საშუალებით შეჰყავთ კანის შესაბამის შრეში. პროცედურას საშუალოდ 10-30 წუთი სჭირდება. ინექციების დროს ზუსტად განისაზღვრება ნაოჭის მიმართულება, პრეპარატის თანაბარი განაწილება ქსოვილებში ხდება მსუბუქი მასაჟის მეშვეობით.
პროცედურის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში და არ საჭიროებს აღდგენით პერიოდს.
ეფექტი დგება მომენტალურად და დროთა განმვლობაში შესაძლებელია პრეპარატის დამატება ეფექტის გაძლიერების მიზნით.
ფილერი – მე გავიკეთე ვოლუმი – პროცედურა მიმდინარეობდა ასე:
- გაუტკივარება, წამისვა რაღაც კრემი, რომლის სახელი აღარ მახსოვს სამწუხაროდ, და გადამაკრა თხელი პარკები. ასე ვიწექი დაახლოებით 30-35 წუთ
2. გარე კუთხეებიდან შიგნით, თუ კარგად მივხვდი, რაღაცნაირად გრძივი მოძრაობებით შეყავდა წამალი და აკეთებდა მასაჟს. ტკივილს კიარა ჩხვლეტასაც ვერ ვგრძნობდი ისე ვიყავი გაყუჩებული
შედეგი რა თქმა უნდა მაშინვე გამოჩნდა, ის საშინელი ჩავარდნა რაც ამ დრომდე ნერვებს მიშლიდა სარკეში ჩახედვისას, თითქმის სრულად გაქრა, თუმცა ფილერი თავის საბოლოო შედეგს 2-3 კვირაში აღწევს, ასე რომ ჯერ კიდევ წინ მაქვს სარკეში ყურების სიამოვნება 🙂 რაც თავარია ზედა ტუჩმაც დაიბრუნა ადგილი და იდევ აიწია თორემ მართლა ქრებოდა 🙂
ეტაპი მეორე – ბიორევიტალიზაცია:
ბიორევიტალიზაცია კანის ბუნებრივი გზით გაახალგაზრდავების მეთოდი – ინექციების რიგი, რომლის დროსაც კანქვეშ ხდება ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების შეყვანა. ძირითადად ჰიალურონის მჟავას (რომელსაც ბუნებრივადაც შეიცავს კანი) შემცველი პრეპარატები.
მისი საშუალებით შესაძლებელია კანის სტრუქტურის აღდგენა, იგი ხდება გლუვი, ელასტიური.
ეს არის ზაფხულისთვის იდეალური პროცედურა, რადგან :
- ბიორევიტალიზაცია გამოიყენება როგორც კანის მოსამზადებლად ულტრაიისფერი დასხივებისთვის, ასევე მის შედეგებთან საბრძოლველად. ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალებისაგან და ატენიანებს კანს მაღალი ტემპერატურით გამოწვეული გაუწყლოებისას.
ჩემს შემთხვევაში რატომ აღმოჩნდა ეს პროცედურა იდეალური:
- მაქვს საკმაოდ მშრალი კანი – ეს პროცედურა იდეალურად უხდება გაუწყლოებულ, ელასტიურობა დაკარგულ კანს.
- ვარ მწეველი – ებრძვის მწეველის ნიშნებს კანზე, ერთგვარს ხდის მას
- ებრძვის ასაკს.
- იდეალურია თვალის ქვეშ შავი რგოლების არსებობის შემთხვევაში.
- უხდება ფორიან კანს, როგორიცაა მაგალითად ჩემი ცხვირი და შუბლის შუა ნაწილი.
არანაირი ტკივილი არ მიგრძვნია საერთოდ, არც გაკეთებისას და არც მერე.
ყველაფერი მშვიდად დავასრულეთ და წამოვედი კმაყოფილი სახლში.
დარწმუნებული ვარ გაინტერესებთ როგორ გამოვიყურები ამ პროცედურების მეორე დღეს 🙂 თვალების გარდა არსად არაფერი მისვია, ასე რომ მეორე დღეს თავისუფლად შეგიძლიათ დაუბრუნდეთ აქტიურ ცხოვრებას 🙂
თუ დამატებით კითხვები გაგჩნდებათ ამ რომელიმე პროცედურის შესახებ, მომწერეთ კომენტარებში და დაგიზუტებთ და გიპასუხებთ <3
Comments
ფანტასტიურად გაქვს ტუჩები ! აი აღფრთოვანებული ვარ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო <3
თაკო გვაზავა
<3 <3 <3
მეც კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით 🙂
efeqti ramden xans rcheba?
biorevitalizacia celicadshi ramdenjer unda gaikeTo?
ELLEE
მე წესით ახლა უნდა გამეკეთებინა 3 ბიორევიტალიზაცია, თუ კარგად მახსოვს 2 ან 3 კვირის შუალედებში, ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ ახლა კიდევ ვერ გავიკეთებ სექეტემბერში ან მერე რომ გავიკეთო სრული კურსი იქნება ძალიან კარგი, წელიწადზე მეტი გყოფნის ეფექტი.
ზოგი ვიცი 2-3 წელიც კმაყოფილია. ინდივიდუალურია კანიდან გამომდინარე
მთელ სახეზე ღირს ფილერი 400 ლარი? ტუჩის, თვალის და შუბლის არეში არ მაწყენდა – მოკლედ, ასაწყობი ვარ 😀
ლიკა
ლიკა გამარჯობა
400 ლარი ღირს მხოლოდ 1 ზონა 🙂