2 (1)

LIYA x KÁSHKASH

აი მართლა ვერ წარმოიდგენთ რამდენი ხანია მინდა ამ პოსტის დაწერა და გამოქვეყნება, სულ მცირე რამდენიმე თვეა.  იმავე დღიდან, რა დღესაც შევიტყვე რომ ამ საოცარ ამბებს ვიწყებდით. მაგრამ გაგახსენდებათ ალბათ გაზაფხულზე რა ხდებოდა მთეს მსოფლიოში და შესაბამისად ჩვენს თავს, რამაც ბუნებრივია გამოიწვია ამ ყველაფრის დაგვიანება.

გადავიდეთ მთავარზე, მათთვის ვისაც აინტერესებს რა (ვინ) არის LIYA – შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე – https://liya.ge/

ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს და არ იცის, რომ KÁSHKASH არის ერთ – ერთი პირველი ქართული სქინქეარ ბრენდი, ორიოდე სიტყვით მოგიყვებით და საიტსაც განახებთ, სადაც შეძლებთ ამ საოცარი პროდუქტის შეძენას – https://kashkash.me/en/.

კაშკაშს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, ბრენდი მისი ერთ ერთი დამაარსებლის ქეთო გიორგობიანის სამზარეულოს მაგიდაზე დაიბადა 2018 წელს დაბადების დღეზე ნაჩუქარ ეთერზეთების ტესტირების ნაკრებთან ერთად. ქეთომ ასევე სადღაც გამოძებნა ბებიას კანის მოვლის საშუალებების ფორმულების ნაკრები და სრულად გადაეშვა ამ ჯადოსნურ სამყაროში, ჩვენ კი შედეგად მივიღეთ სრულად ზღაპრული და გადასარევი პროდუქტი, რომლის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ორგანული (vegan) ინგრედიენტები და შესაბამისად ჩვენს კანს აბედნიერებს და აკაშკაშებს. 

2020 წლის დასაწყისში, ძალიან კარგი დამთხვევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ლიკას (LIYA- ს დამფუძნებელი) ყოველთვის უნდოდა ჰქონოდა LIYA კოსმეტიკის ხაზი და ამასთანავე იყო KÁSHKASH- ერთგული და ძალიან კმაყოფილი მომხმარებელი.

ამ ურთიერთობამ დაბადა იდეა, შეექმნათ ერთობლივი და პირველი ქართული Make Up ბრენდი სადაც LIYA-ს დახვეწილი დიზანითა და KÁSHKASH-ის საოცარი და რაც მთავარია სრულიად ბუნებრივი ინგრედიენტებით აწარმოებდნენ Made in Georgia პროდუქტს.

LIYA x KÁSHKASH – ოფიციალურად დაიბადა 2020, 4 დეკემბერს და პირველი პროდუქტი, რომლითაც ბაზარზე შემოვიდა არის ტუჩის დამატენიანებელი პომადები.

პომადები წარმოდგენილია 4 ფერში, არის როგორც უკვე ავღნიშნე 100% ნატურალური ინგრედიენტებით შექმნილი, აქვს  საშუალო დაფარვა, ატენიანებს ტუჩებს და ტოვებს ხავერდოვან შეგრძნებას.

მარგალიტისებრი ბაზა განსაკუთებით აღსანიშნავი პროდუქტია, რომელიც გამოიყენება როგორც ბაზა არა მხოლოდ ტუჩისთვის არამედ იგივე წარმატებით შეძლებთ წაისვათ ღაწვებზეც. ასრულებს ჰიგიენური პომადის როლსაც , როგორც ღრმა დამატენიანებელი და სხვათა შორის იცავს ტუჩებს მთელი დღის განმავლობაში  და ამასთანავე აქვს მცირედი ბზინვარება.

პომადების ეს სერია გამოვიდა THE OTHER SUN – სახელწოდებით და ეს ასორტიმენტი მალე გამრავალფეროვნდება და გაიზრდება კიდევ მეტი საინტერესო და ლამაზი პროდუქტით და იმედია ქართულველი მომხმარებელი მალე შეიყვარებს პირველ ქართულ მეიქაფ ბრენდს.

პროდუქცია უკვე დაიტესტა წამყვანი ქართველი makeup არტისტების მიერ და მიიღო მაღალი შეფასებები.

წარმოდგენილი 4 ფერი ისეა შერჩეული, რომ მოიხდენს  ყველანაირი ფერისა და ტიპის კანის მქონე .

პომადები ამჟამად იყიდება: www.liya.gewww.kashkash.ge და  moreislove.com – ზე.

და ბოლოს, იცოდით, რომ: ლუდოვიკო “მეფე-მზეს” დროს, სამეფო კარზე მამაკაცები ფანქრით გამოკვეთდნენ ხოლმე ტუჩის კონტურს, რათა წვერის და ულვაშების ფონზე, პირი მკვეთრად შესამჩნევი ყოფილიყო.

ხოლო ოფიციალურად  პირველი პომადის წარდგენა საზოგადოების წინაშე მოხდა 1903 წელს პარიზში გამოფენაზე და რა თქმა უნდა ეს იყო Guerlain- ის პომადა. თუმცა პომადის მსგავს ნივთიერებებს ტუჩებზე, ქალები ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტიდან ისვამდნენ.

 

 

 

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *