Day 1 (22)

Kvareli Lake Resort

ერთი სიტყვაც არ იქნება გაზვიადებული 2016 წლის ჩემს ზაფხულს ჟრიამულის ზაფხული რომ ვუწოდო 🙂 ამდენი მგონი ბავშვობის მერე არ დამისვენია. . .

როგორც უკვე დავწერე, ივნისის ბოლოს ბავშვები ძიძასთან და ბებოებთან ერთად გავამგზავრეთ ბაზალეთზე დასასვენებლად (სადაც ჩვენც ავდივართ შაბათ – კვირას) და მე და დიმას გვაქვს სრული რელაქსი და იდილია სახლში.

ივლისის ბოლოს მე და დიმამაც ავიღეთ შვებულება და გადავწყვიტეთ კახეთში გაგვეტარებინა, რადგან ზღვისპირეთში ამ დროს ჰაერი ჩამოტარებით არის, იმდენი ხალხია.

ყველაფერი ძალიან კარგად და ადამიანურად დაიწყო, დავრეკე ყვარლის ტბის კურორტზე და დავჯავშნე 2 ღამით, შემდეგ დანარცენი 2 ღამე დავრეკე კაჭრეთის ამბსადორში და ისიც დავჯავშნე. გადმომირეკეს ჯავშნები დამიდასტურეს, ვიჯექი 3 დღე და ბედნიერედ ველოდებოდი შაბათს 30 ივლისს.

   Continue reading

Bazaleti Village Side

არაჩვეულებრივი ადგილია დასასვენებლად სოფელი ჩუბინაანთკარი, სადაც ამჟამად იმყოფებიან ჩემი გოგონები.

მთებს შორის მოქცეული სოფელი, სუფთა ჰაერი, წყაროს წყალი, მდინარე, საოცარი ხედები და საოცარი სიმშვიდე.

მანქანებიც კი ათასში ერთხელ არღვევენ ამ გასაოცარ სიმშვიდეს რაც აქ სუფევს.

2016-07-02 18.17.19

2016-07-02 18.13.10 Continue reading

????????????

Bazaleti Lake

აგარაკი, სადაც ჩემი გოგონები ისვენებენ, რამდენიმე კილომეტრშია ბაზალეთის ტბიდან, ტბას ოდნავ გაცდები და გადასახვევით მიდიხარ სოფლამდე რომელსაც ჩუბინაანთკარი ჰქვია, სოფლის სურათებს შემდეგ პოსტში დავდებ, მართლაც არაჩვეულებრივი ადგილია.

თავად ტბაზე კი ძირითადად მაინც მანქანით გვიწევს სიარული, რადგან საკმაოდ შორია ფეხით მისასვლელად თან ბავშვებით.

შეთანხმებისამებრ ყოველ შაბათ- კვირას ვაკითხავთ ჩვენს გოგოშკებს და დაგვყავს ტბაზე, თუმცა ანიკა ამ შემთხვევაში იჩაგრება, რადგან ჯერ კიდევ 2-ჯერ სძინავს დღისით.

ბაზალეთზე ბავშვები 28 ივნისს გავამგზავრე და ტბაზე პირველად წინა შაბათს წავედით.

ჩემდა გასაოცრად (2 წლის წინ ვიყავი ბოლოს აქ) ძალიან ბევრი რამე შეცვლილიყო. უკეთესობისკენ რა თქმა უნდა.

  • პლაჟი შედარებით სუფთაა და კეთილმოწყობილი.

პლაჟი იყოფა რამდენიმე მფლობელის მონაკვეთებად.                                                      ჩვენ რა თქმა უნდა ავარჩიეთ საუკეთესო, რომელსაც Laguna Bazaleti Lake ერქვა.  დაგვირიგეს სამაჯურებიც კი 🙂                                                                                                                                2016-07-02 14.14.54 2016-07-02 14.15.07-1 Continue reading

Black & White

Black & White swimsuit day @mtskheta. Full of relax and happiness

მცხეთაში ყოფნის ერთ ერთი ყველაზე ჯადოსნური დღე, თითქმის მთელი დღე მარტომ გავატარე შეზლონგზე და ბავშვებთან ერთად აუზში, რადგან გოგოებს ეზარებოდათ თაკარა მზეზე წოლა. მთელი დღე გემრიელად ვკითხულობდი წიგნებს, რადგან 1 დავამთავრე და მეორე დავიწყე და ერთადერთი რაც ცოტა უსიამოვნო იყო, არის ის რომ მუხლები დამეწვა მზეზე 🙁 თუმცა რაღაც მალამო წამისვეს და კანის აძრობას და სიჭრელეებს გადავრჩი.

ისეთი ლამაზი რუჯი მაქვს, ესპანეთის მერე რომ არ მიმიღია <3

ზომიერად ოქროსფერი, რადგან სლოვენიაში ყოფნისას ვიყიდე არაჩვეულებრივი ზეთი, რომელსაც აქვე ეგ ეფექტი, ულამაზესად მიბზინავს კანი როცა ვისმევ.

Day 2 (2)  Continue reading