Archive for the ‘BEAUTY,სილამაზე, თავის მოვლა’ Category
თითოეული ჩვენგანი ცდილობს ზაფხულში განსაკუთრებით გამოიყურებოდეს, ვვარჯოშობთ, ვდიეტობთ, მილიონ რამეს ვაკეთებთ რადგან ეს ის პერიოდია როდესაც სხეული ბევრად უფრო შიშველია ვიდრე წელიწადის სხვა დროს.
რა თქმა უნდა ყველა ოცნებობს ქონდეს გლუვი, ჯანმრთელი და ოდნავ მზედაკრული სხეული.
რა სჭირდება ჩვენს კანს რომ ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს?
1. სწორი კვება
პირველ რიგრში რა თქმა უნდა სწორად კვება, ვიტამინები, მინერალები, ხილი, ბოსტნეული.
2. მზეზე ყოფნა
ვიტამინი D რომელიც მზის სხივებთან ერთად გამოიყოფა ზალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისათვია, ამიტომ აუცილებელია ადამიანმა მიიღოს მზის აბაზანები – თუმცა არა დამწვრობა, აუცილებლად ზომიერად
3. სხეულის მოვლის საშუალებები რომლებიც მეტ ნაკლებად ნატურალური კომპონენტებით გამოირჩევა
მორჩა, დაივიწყეთ ის კრემები რომლებსაც ზამთარში ხმარობდით, უკვე გჭირდებათ დამატენიანებლები და პროდუქტი რომლებსაც აქვს მზისგან მაღალი დამცავობის ფაქტორი.
BONUS: მიიღეთ ზეითუნის ზეთი, მწვანე ჩაი, სტაფილო, კენკროვანი ხილი, ორაგული, წყალი, ნუში, ავოკადო, ხაჭო
მოერიდეთ: ცხიმიან საჭმელს, მარილიან საჭმელს, ზედმეტი რაოდენობით ნაყინის ჭამას, გაზიან სასმელს, ცომეულს და მძიმე საკვებს რადგან ამ პერიორში ჯობია ორგანიზმის ენერგია სხვა რამეებს უფრო დაუთმოთ ვიდრე მძიმე საჭმლის გადამუშავებას.
დღევანდელი პოსტი ეძღვნება მაოს, ჩემს ბიძაშვილს – რომელიც ვიცი რომ კითხულობს ჩემს ბლოგს და ვიცი რომ ბანკეტისთვის ემზადება.
მარუს, ჩემო სიხარულო – გუშინ ვიყავი hairhaus-ში და ვუთხარი შენზე, მოკლედ წინასწარ მიხვალ, თმასაც ანახებ და ფრჩხილებსაც და გეტყვიან რამდენი დრო დაგჭირდება და ვარიანტებსაც აარჩევთ – და მერე ბანკეტის დღეს ისეთ დროს დაგიბარებენ რომ არ დაგაგვიანდეს და ყველაფერი კარგად რომ მოასწრო.
ახლა კი დანარჩენებისთვისაც ვინც სადღესასწაულოდ და საბანკეტოდ ემზადება, მე პირადად შაბათს ქორწილში მივდივარ და ალბათ მეც რამე ლამაზ ვარცხნილობას შევირჩევ.
ეს ერთი ყველას გახსოვთ ალბათ, ეს ქეთიმ გამიკეთა და ულამაზესი და უორიგინალურესი იყო
ტუშომანია – ეს ის დაავადებაა მე რომ მჭირს
მართლა, მართლა
საინტერესოა რამდენი ტუში უნდა მქონდეს კოსმეტიკის ჩანთაში, უჯრებში, ტაროებზე, აბაზანაში – რომ კიდევ არ გამექცეს სხვადასხვა ტუშებისკენ თვალი? ალბათ ყველა კარგი ტუში უნდა მქონდეს რაც დედამიწაზე არსებობს
ძალიან მიყვარს და მაკიაჟის ერთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დეტალად მიმაჩნია, მაშინაც კი როდესაც საერთოდ უმაკიაჟოდ გავდივარ სახლიდან, ვცდილობ ტუში მაინც წავისვა უმნიშვნელოდ.
ამიტომ დღევანდელ პოსტს ისევ “რვეულს” გავაკეთებ და 8 საუკეთესო ტუშს წარმოგიდგენთ. მართალია ცოტა რთული თემა წამოვიწყე რადგან დედამიწაზე იმდენი საუკეთესო ტუშია რომ 8 საუკეთესოს არცევა დილემაა. მაგრამ უნდა ვცადო. კომენტარებში კიდევ თქვენი გამოცდილება და თქვენი საყვარელი ტუშები შეგიძლიათ გამიზიაროთ
1. პირველი ტუში რა თქმა უნდა Estee Lauder-ის არის – Sumptuous Bold Volume Lifting Mascara. ეს ჩემი გამოცდილი ტუშია და პირადი გამოცდილებით შემიძლია დავწერო რომ იდეალურია. ძალიან კარგი და ძალიან ხარისხიანი, არ დაგენანება ადამიანს ფულის გადახდა არანაირად
როგორც იქნა მივაღწიე კოსმეტოლოგთან.
არ ვიცი რა მიზეზებით მაგრამ 6ში ვისვენებდით, ამიტომ დავგეგმე რომ ეს დღე ჩემთვის მომეძღვნა და მართლაც – ერთ ერთი საუკეთესო გოგოშკური დღე გამომივიდა.
დილის 10 საათზე ჰეარჰაუსში ვიყავი – ხათუნა კოსმეტოლოგს უნდა გაეწმინდა სახე ჩემთვის. საოცრად კმაყოფილი ვარ.
მიუხედავად იმისა რომ უმაკიაჟოდ და კარგად დაბანილი სახით მივედი – პირველი საფეხური რაც ხათომ გამიკეთა ეს იყო დემაკიაჟი – DANNE-ს სპეციალური სითხით, რომელიც ძალიან ნაზი ფუნჯით წამისვა და საოცრად სასიამოვნო პროცესი იყო
ეს სითხე შემდეგ ჩამომბანა და დამადო პილინგი, რომელიც ძალიან კარგად აშრევებდა მკვდარ უჯრედებს. პილინგები ხათოს სხვადასხვანაირი აქვს კანის სტრუქტურიდან გამომდინარე. მე კომბინირებული კანი მაქვს – სამწუხაროდ მკვეთრად გამოხატული T ზონით. ცხიმიანი კანისათვის კიდევ სხვა პილინგები აქვს.
” პოსტი ეძღვნება თათიას – უდიდესი სიყვარულით”
მაშ ასე, მე უკვე 3 წელია აღარ ვხმარობ ტანის ქაფებს, გელებს, დუშგელებს და ასე შემდეგ ტიპებს. ვიყენებ მხოლოდ სკრაბებს, ვიცი რომ ყოველდღიურად ტანის დაბანა სკრაბით არ არის რეკომენდირებული – ამიტომ ვიპოვე გამოსავალი. ზაფხულში როდესაც ყოველდღე ვბანაობ – სკრაბს ვხმარობ ყოველ მეორე დაბანაზე და დანარჩენებზე უბრალდ წყალს ვივლებ ხოლმე – ან ძალიან იშვიათად ბავშვის საპონს ვიყენებ. ხოლო სიცივეების პერიოდში რადგან მხოლოდ კვირაში 3-4ჯერ ვბანაობ ყოველთვის ვიყენებ სკრაბს.
ყველაზე რთული მომენტი არის ზაფხული -როდესაც ზღვაზე ხარ წასული დასასვენებლად და ირუჯები, სკრაბის მიკარება უკვე გარუჯვის პროცესში კანზე არის დიდი სისულელე. ჯერ ერთი საოცარი ტკივილი იქნება – მზის ქვეშ კანი ცოტა დოზით მაინც დამწვრობას ღებულობს. და მერე მეორე შეიძლება რუჯის აჭრელება გამოიწვიოს. ამიტომ მხოლოდ ამ შემთხვევებისთვის მაქვს უგემრიელესი და უნაზესი ტანის გელი ესტე ლაუდერის. ძალიან ნაზი სუნით და ისედაც ძალიან ნაზია წასმისას – უდიდეს რეკომენდაციებს ვაძლევ. სწორედ ეს პროდუქტია სურათზე რომ ჩანს
8 საუკეთესო ტანის სკრაბი:
1. Trish McEvoy #9 Blackberry & Vanilla Musk Body Polish Sugar Scrub. შაქრის შემცველობით, საოცრად არბილებს კანს. დაახლოებით 48$ ღირს სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიაში. შეიცავს ასევე ზღვის მარილს და ოდნავ პილინგსაც აკეთებს. ოდნავ კენკრის და ვანილის სუნი აქვს, მაგრამ არა შემაწუხებელი






