აგარაკი, სადაც ჩემი გოგონები ისვენებენ, რამდენიმე კილომეტრშია ბაზალეთის ტბიდან, ტბას ოდნავ გაცდები და გადასახვევით მიდიხარ სოფლამდე რომელსაც ჩუბინაანთკარი ჰქვია, სოფლის სურათებს შემდეგ პოსტში დავდებ, მართლაც არაჩვეულებრივი ადგილია.
თავად ტბაზე კი ძირითადად მაინც მანქანით გვიწევს სიარული, რადგან საკმაოდ შორია ფეხით მისასვლელად თან ბავშვებით.
შეთანხმებისამებრ ყოველ შაბათ- კვირას ვაკითხავთ ჩვენს გოგოშკებს და დაგვყავს ტბაზე, თუმცა ანიკა ამ შემთხვევაში იჩაგრება, რადგან ჯერ კიდევ 2-ჯერ სძინავს დღისით.
ბაზალეთზე ბავშვები 28 ივნისს გავამგზავრე და ტბაზე პირველად წინა შაბათს წავედით.
ჩემდა გასაოცრად (2 წლის წინ ვიყავი ბოლოს აქ) ძალიან ბევრი რამე შეცვლილიყო. უკეთესობისკენ რა თქმა უნდა.
- პლაჟი შედარებით სუფთაა და კეთილმოწყობილი.
პლაჟი იყოფა რამდენიმე მფლობელის მონაკვეთებად. ჩვენ რა თქმა უნდა ავარჩიეთ საუკეთესო, რომელსაც Laguna Bazaleti Lake ერქვა. დაგვირიგეს სამაჯურებიც კი 🙂
Continue reading →