Worldskills Sao Paulo 2015, August 13, Competition Day 2

ეს იყო დღე, როდესაც ორივე მოდულის დროს ვიყავი ობიექტურ ჟიურიში.

ისევე როგორც წინა დღეს დილის 8 საათზე შევიკრიბეთ ექსპერტების ოთახში, ჩვენს კარადებში ჩავკეტეთ ჩვენი პირადი ნივთები და ტელეფონებიც მათ შორის.

10-ის ნახევრზე დაიწყო კონკურსები…

ობიექტურ ჟიურიში უფრო საინტერესოა ყოფნა, შენი თვალით ხედავ როგორ მუშაობენ ეს გასაოცარი ბავშვები.

Module A -Ladies Commercial Day Syle

Continue reading

Worldskills Sao Paulo 2015, August 12, Competition Day 1

დარწმუნებული ვარ, ამ დღეს დილის 6 საათზე ყველას მაღვიძარა რეკავდა მთელს სასტუმროში, რადგან ვორლდსკილიდან მხოლოდ ჩვენ არ ვიყავით, იქვნენ: რუსები, თურქები, ვბრაზილიელები, კუბელები და კიდევ რამდენიმე ნაცია, რომლებიც ვერ ამოვიცანით 🙂

7-ის ნახევრიდან 7-მდე კაფე სადაც საუზმეს მივირთმევდით ხოლმე სულ სავსე იყო, მე პირადად დილით მოვწესრიგდებოდი თუ არა ჯერ თბილისში ვრეკავდი სკაიპით, ჩემებს ვესაუბრებოდი, რადგან ამ დროს დღის 1 საათი იყო ხოლმე თბილისში და მერე ჩავდიოდი საუზმეზე, ისედაც 10 წუთზე მეტი არ მჭირდებოდა. დასანანია ამ ლოკაციის არც ერთი სურათი რომ არ გამაჩნია 🙂

Competition Day 1 – საპარიკმახერო საქმის პავილიონში ცოტა გვიან დაიწყო:

1.ექსპერტების ავტობუსები მოვიდნენ დაგვიანებით

2. კონკურსანტების ავტობუსებმაც დააგვიანეს.

3. რიგები დადგა პროდუქციის ოთახში, საიდანაც ლორეალი გვამარაგებდა, საღებავების ფერებზე ატყდა მთელი გარჩევები, კონკურსანტებსა და ექსპერტებს შორის. Continue reading

Worldskills Sao Paulo 2015, August 11, Opening Ceremony

იცოდით თუ არა, რომ საქართველოს გუნდის მხარდასაჭერად ვორლდსკილის საერთაშორისო კონკურსზე თავად ქალბატონი განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, მისი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი და ტელეკომპანია GDS-ის გადამღები ჯგუფი გვეწვია?

2015-08-11 19.23 (1)

დავიწყოთ თავიდან: Continue reading

Worldskills Sao Paulo 2015, August 10, Familiarisation Day

Familiarisation Day – ანუ გაცნობის დღე, ვორლდსკილის ფარგლებში ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი დღე და ღონისძიებაა, ეს არის ბოლო შანსი კონკურსანტმა და ექსპერტმა გამოასწორონ თუ რამე ხარვეზი აქვთ, თუ რამე ნივთი, პროდუქტი ან ხელსაწყო აკლიათ ან გაუფუჭდათ.

ეს არის დღე როდესაც კონკურსანტები ეცნობიან ინფრასტრუქტურის სიის მიხედვით მინიჭებულ ნივთებს და ასევე პროდუქციას, რომელსაც ლორეალი გადასცემდათ.

საქართველოდან პროდუქცია ჩავიტანეთ მხოლოდ ნახევრადპერმანენტული საღებავები, სხვა ყველაფერი ელემენტარული ლაკით დაწყებული, საღებავებით, სუპრათი და გამხსნელებით გაგრძელებული და ურთულესი და უახლესი სტაილინგებით დასრულებული ყველაფრი ხვდებოდათ ადგილზე.

როგორც იცით ნატალის ქსელი იყენებს თმის მოვლისთვის მხოლოდ იტალიური ბრენდის FRAMESI-ს პროდუქციას და ძალიან გამიხარდა, როდესაც ამოლაგების დროს შეგვიქეს არჩევანი.

2015-08-09 13.20.48 Continue reading