2 (1)

LIYA x KÁSHKASH

აი მართლა ვერ წარმოიდგენთ რამდენი ხანია მინდა ამ პოსტის დაწერა და გამოქვეყნება, სულ მცირე რამდენიმე თვეა.  იმავე დღიდან, რა დღესაც შევიტყვე რომ ამ საოცარ ამბებს ვიწყებდით. მაგრამ გაგახსენდებათ ალბათ გაზაფხულზე რა ხდებოდა მთეს მსოფლიოში და შესაბამისად ჩვენს თავს, რამაც ბუნებრივია გამოიწვია ამ ყველაფრის დაგვიანება.

გადავიდეთ მთავარზე, მათთვის ვისაც აინტერესებს რა (ვინ) არის LIYA – შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე – https://liya.ge/

ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს და არ იცის, რომ KÁSHKASH არის ერთ – ერთი პირველი ქართული სქინქეარ ბრენდი, ორიოდე სიტყვით მოგიყვებით და საიტსაც განახებთ, სადაც შეძლებთ ამ საოცარი პროდუქტის შეძენას – https://kashkash.me/en/.

კაშკაშს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, ბრენდი მისი ერთ ერთი დამაარსებლის ქეთო გიორგობიანის სამზარეულოს მაგიდაზე დაიბადა 2018 წელს დაბადების დღეზე ნაჩუქარ ეთერზეთების ტესტირების ნაკრებთან ერთად. ქეთომ ასევე სადღაც გამოძებნა ბებიას კანის მოვლის საშუალებების ფორმულების ნაკრები და სრულად გადაეშვა ამ ჯადოსნურ სამყაროში, ჩვენ კი შედეგად მივიღეთ სრულად ზღაპრული და გადასარევი პროდუქტი, რომლის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ორგანული (vegan) ინგრედიენტები და შესაბამისად ჩვენს კანს აბედნიერებს და აკაშკაშებს.  Continue reading

Estee Lauder “MAD MEN” Spring 2013

კოლექცია “MAD MEN” ესტე ლაუდერმა ჯერ კიდევ 2012 წლის გაზაფხულზე შექმნა და მიუძღვნა ამავე სახელწოდების პოპულარულ ამერიკულ შოუს. კოლექცია თავიდანვე მაცდურ ქალებზე იყო გათვლილი და გამოკვეთილად სექსუალურ მესიჯებს ატარებდა “SHAKE, STIR, SEDUCE”

2012 წლის კოლექცია მთლიანად ალუბლისფერზე იყო აწყობილი

https://i0.wp.com/www.hollywoodreporter.com/sites/default/files/imagecache/blog_post_349_width/2012/03/estee_lauder_mad_men_make_up_a_p.jpg?w=620 Continue reading

Collistar – Made in Italy

ტუშების მიმართ ჩემი განუზომელი სიყვარულის ამბავი, ჩემი ბლოგის ყველა მკითხველმა იცის, სწორედ ამ სიყვარულმა აღმომაჩენინა კოლისტარი ვულე ვუს მაღაზიებში.

ზამთარი იყო, თებერვალი თუ არ ვცდები, პეკინის ვულე ვუში შევხეტიალდი სიახლეების სანახავად, თან ფასდაკლება იყო და ვიფიქრე იქნებ რამე საინტერესოს გამოვკრა ხელი მეთქი და ასეც მოხდა, კოლისტარის ტუში შევიძინე 37 ლარად, თუმცა არა ფასდაკლებით, ახლაც ასე ღირს თუ არ ვცდები.

თებერვლიდან მოყოლებული ამ ტუშს ვერ ველევი, საოცარი ტუშია მართლაც

Continue reading

TOM FORD Lipsticks

რა უნდა იყოს იმაზე დიდი სიამოვნება როდესაც ხსნი შენს კოსმეტიკის ჩანთას და იღებ TOM FORD-ის პომადას? 🙂

ჯერ მარტო შეფუთვა აქვს ისეთი რომ გულს გიხარებს ყველა დანახვაზე, თითქოს რამე ძალიან ძვირფასი ნივთი იყოსო და პრინციპში არის კიდეც.

შემდეგ აბრევიატურა ‘TF’– პომადაზე გაგრძნობინებს რომ გამორჩეული ხარ და ძალიან, ძალიან განსაკუთრებული . . .

შემდეგ წარწერა თავად შეფუთვაზე, ნებისმიერ გარემოში და სიტუაციაში ყველაზე მარიაჟულ ადგილასაც კი არ გიღალატებთ და სხვებზე გაცილებით მაგარი ხარ როცა შენს პომადას TOM FORD აწერია 🙂

არ მინდა ძალიან გადავამეტო და რაღაც მარიაჟული პოსტი გამომივიდეს, მაგრამ ეს პომადა და ეს ბრენდი ნამდვილად იმსახურებს ამას, რადგან ეს არ არის ის პროდუქტი რომელსაც ერთი შეხედვით იყიდი, ეს არის პროდუქტი რომელიც ძალიან, ძალიან უნდა გინდოდეს რომ გქონდეს – და მხოლოდ ამის შემდეგ აჩუქებ მას შენს თავს.

ეს პომადები არ არის ძალიან ბევრი ფერის, ძირითადად ყველა არის ფერმკრთალი ტიპები, თვით წითელიც კი არ ედება ტუჩზე როგორც ძალიან ხასხასა წითელი, უფრო “მატოვი” და ტუჩის ფერთან მიახლოებული ფერია.

პირველი პომადა სურათზე არის ჩემი ფავორიტი, ამ ბოლო დროს ძალიან დავამუღამე ეს ფერები, Pale Pink და არა მხოლოდ Pink, არამედ სხვა ფერმკრტალი პომადები.

აი დააკვირდით სურათს, თითქოს არც უსვიათო, მაგრამ ეფექტი მაინც აქვს და მითუმეტეს ის რომ აქვს საოცარი დამატენიანებელი შემადგენლობა, რომელიც ტუჩს ატენიანებს მთელი დღის მანძილზე.

და ბოლოს სუნი, TOM FORD Blend Lip Color – კოლექცია გამოირჩევა საოცარი სურნელით, ძალიან ძალიან სასიამოვნო და ნაზი სურნელი აქვს და თუ შეიძენთ დიდი რჩევა იქნება ჩემი ბავშვებისგან ძალიან შორს შეინახეთ თორემ შეიძლება მათაც ვიკიკოსავით უყვარდეთ პომადა და ისევე მოექცნენ როგორც ვიკი მოექცა ჩემს უსაყვარლეს Estee Lauder-ის პომადას 🙁 კონკრეტულად კი – ჩაკბიჩონ და შეჭმა დაუპირონ …

რა დამემართა ამ ფაქტის მერე ეგ ცალკე თემააა 😀 😀 😀