Barcelona Featured Image

Barcelona 2018, May 18 -19

18 მაისი

დავიწყებ იმით რომ ეს არ უნდა ყოფილიყო Barcelona Trip  თანაც 5 დღიანი, თავდაპირველი გეგმის მიხედვით ეს უნდა ყოფილიყო 8 დღიანი მოგზაურობა Prague + Budapest + Vienna სადაც მივდიოდით მე და დიმა.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბიჭებმა (დიმამ და დათომ, ჩემმა სიძემ) აღმოაჩინეს რომ ვიზეარმა დაამატა პირდაპირი ფრენა ბარსელონაში და მილანში. იმ დღესვე დიმა მირეკავს (დაახლოებით შუა აპრილი იყო) და მეკითხება ჩვენება როდის გაქვთო, იცის რომ MBFWTbilisi – ს პერიოდში შანსი არ არის თბილისიდან სადმე  ფეხი გავადგა, ვუთხარი თარიღები და კარგიო.

საღამოდ მოდის სახლში და მეუბნება ბილეთები ვიყიდეთ ბარსელონაში 18- 23 მაისი, პირდაპირი ქუთაისიდან..  ვააა, ისევ ბარსელონა არ მინდოდა მაგრამ ნუ პრინციპში წინა ჩასვლაზე სულ 3 დღე ვიყავი და ბევრი რამე დამრჩა სანახავი.

  • მეორე დღესვე AirBNB-ზე ვიქირავეთ ბინა 3 საძინებლით და 2 სააბაზანოთი, საგრადა ფამილიასთან ახლოს.
  • იმ დღესვე დავიწყე duolingo-ს მეშვეობით ესპანურის გახსენება და ძალიან ბედნიერად ვიგრძენი თავი, როდესაც აღმოვაჩინე რომ ასე თუ ისე ენა მახსოვდა.
  • ნელ ნელა დავიწყე და 3-4 დღეში თავისი მარშრუტებიან ფასებიანად გავაკეთე მოგზაურობის სრული გეგმა.
  • 1 კვირაში ვიყიდეთ ყველა ბილეთი თუ სადმე შესვლა და დათვალიერება გვინდოდა.
  • მოვძებნე ტაქსის კომპანია, რომელიც წაგვიყვანდა ქუთაისში და უკანა გზაზეც თითქმის გამთენიისას დაგვხვდებოდა და წამოგვიყვანდა უკან (ტაქსი 2 გზა 300₾ დაგვიჯდა)
  • 2-3 დღით ადრე გამგზავრებამდე გავაკეთეთ სამოგზაურო დაზღვევები.
  • ვიყიდეთ დამატებითი ბარგი 20კგ ჩემოდანი, რომელშიც ჩავდეთ კოსმეტიკა და ისეთი ნივთები, რომლის ატანა ბორტზე არ შეიძლებოდა და აი 18 მაისიც დადგა.

Continue reading

Barcelona, July 22-23

სიმართლე გითხრათ, ნიცა, კანი და მონაკოს მერე ბარსელონას რომ გადმოვხედე თვითმფრინავიდან, რაღაცნაირი უკმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, არ მინდოდა ამხელა ქალაქში ყოფნა, არ მინდოდა მეტროებით და ტაქსებით ბოდიალი.

მეზარებოდა წინასწარ დაგეგმილი დასათვალიერებელი ადგილების მონახულება, მაგრამ…

სასტუმროში ღამის 2 საათისკენ მივაღწიეთ, გვშიოდა, დავჩექინდით, ბარგი დავყარეთ და გამოვედით „უბანში“ სავახშმოდ. შენც არ მომიკვდე, ყველაფერი დაკეტილია და ერთი სულიერიც კი არ ჭაჭანებს. გული გაგვისკდა, არ ვიცოდით ბარსელონა როგორ გამოიყურებოდა და ეგრევე ვიფიქრეთ აი ძალიან ძალიან „შორს“ ვცხოვრობთ ალბათ, სადღაც გლდანში ან ზაჰესში ან კიდევ იქეთო და კიდევ უფრო მოწყენილებმა დავიძინეთ.

თურმე, რა შორს

მაგრამ მოიცადეთ …

დილა გათენდა ფანტასტიური, თუმცა ჩვენს ეს გავიგეთ მხოლოდ 12 საათის მერე, რადგან ჩვენი სასტუმროს ნომერს ისეთი მუქი ფარდები ჰქონდა რომ ერთ ნამცეც სინათლის სხივს არ ატარებდა ნომერში.

3–ჯერ გამეღვიძა დილით და სინათლეს რომ ვერ ვხედავდი, მეგონა ისევ ღამე იყო. ბოლოს უკვე როცა კაპიტალურად გამეღვიძა და ვეღარ შევიბრუნე ძილი, ავდექი, დასატენად შეერთებული ტელეფონი ავიღე და … სხვა რა გზა იყო გავხსენი ფარდები. ტელეფონი 12 საათსა და რაღაც წუთებს აჩვენებდა ბარსელონას დროით.

ფარდების გახსნასთან ერთად ოთახში საოცარი ენერგია შემოიჭრა, გავარვარებული მზის, მხიარული ჰანგების, საკვების საოცარი სუნი და ოდნავ ზღვის სუნი. ქვემოდან არაჩვეულებრივი აუზის კამკამა წყალი მიღიმოდა და მეზობელი სახლებიდან გაკაპასებული ესპანელი ქალბატონების საოცრად ტემპერამენტიანი საუბარი მესმოდა. წამოსვლის დღემდე მეგონა რომ ეს ქალები კი არ ლაპარაკობენ სულ ჩხუბობენ მეთქი. ძლივს შევეჩვიე ამ ტემპერამენტს მალაგაში, სადაც ეკა და ქეთოც ზუსტად ანალოგიურად ხმაურით უყვებოდნენ ხოლმე თავიანთ მეუღლეებს რაღაცეებს, არადა აშკარად არ ეჩხუბებოდნენ.

მე და დიმამ ჩავიცვით, ვისაუზმეთ ერთ ერთ ფართო ქუჩაზე, ბარსელონას ტოიოტას შოურუმის წინ და წავედით საგრადა ფამილიას დასაზვერად

Continue reading