Screenshot 2019-07-18 12.53.16

The Beauty Bag

რაღაც დიდი ხანია Beauty Product -ებზე არ დამიწერია, არადა რამდენიმე ახალი საყვარელი პროდუქტი გამიჩნდა და მინდა რომ აუცილებლად გაგიზიაროთ.

არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ მაგრამ ეს პოსტი 21 ნოემბრიდან მაქვს დადრაფტული და ვერასდროს ვერ მოვახერხე დასრულება.

ხოდა ამ ბოლო დროს იმდენი საინტერესო Beauty ამბავი მოხდა ქვეყანაში, მეც გამახსენდა ეს პოსტი და გადავწყვიტე გამოვაქვეყნო.

  1. AHAVA Deadsea water mineral hand cream!

დავიწყებ უსასრულო მადლიერებით ამ პროდუქტის მიმართ, რომელმაც მთელი ზამთრის განმავლობაში ჩემი ხელები გადაარჩინა და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ამაზე უკეთესი ხელის კრემი არასოდეს მიყიდია!! Continue reading

viaderm_medium

ინგრედიენტების ჯადოსნური კომბინაცია

ალბათ სათაურის წაკითხვისას გაიფიქრეთ ნეტავ რაზეა საუბარიო

ხოდა თუ გაიფიქრეთ დაინტერესდებოდით კიდეც, თუ რა აღმოვაჩინე ახალი და ჯადოსნური.

სიმართლე რომ ვთქვათ ახალი არა, მაგრამ ჯადოსნური ნამდვილად აღმოვაჩინე.

ჩემი ბლოგის ყველა მკითხველმა ისედაც იცით, რომ სილამაზის შენარჩუნება მხოლოდ გარედან არ ხდება და მნიშვნელოვანია ისიც თუ რითი ვიკვებებით და რას ვსვამთ.

ხოდა ამ შემთხვევაში ზუსტადაც რომ ჯადოსნურად დაბალანსებულ საკვებ დანამატზე მინდა მოგიყვეთ.

ეს ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს, ამ კომპანიის მიერ ჩატარებულ არაჩვეულებრივ პრეზენტაციაზე გავიგე სადაც დაგვასაჩუქრეს კიდეც ამ საუცხოო პროდუქტით.


11169619_1647034345519764_9037269061095457433_o

ჩემი აღმოჩენა ერთ ერთი ჩეხური ბრენდის ნუტრიკოსმეტიკური საშუალება:    ვიადერმია   –   თვისი უნიკალური შემცველობით. Continue reading

Zuhair Murad Haute Couture spring 2014

Zuhair Murad Haute Couture spring 2014

რა შეიძლება ითქვას ამ კოლექციაზე? სიმდიდრე, ფუფუნება, დახვეწილობა, ელეგანტურობა, ზღაპრულობა.

მიუხედავად იმისა რომ ყველა კოლექციაში სტილი ერთია, მაინც ახერხებს ეს ადამიანი დაიჭიროს პუბლიკა და აღფრთოვანების სიტყვები წამოაძახებინოს.

მე პირადად ამ კოლექციის წარმოდგენის მეთოდს, თავად შოუს ელემენტებს უფრო დავუკრავდი ტაშს.

მოდით 2 წუთით ვიმოგზაუროთ ზღაპრის სამყაროში, სადაც ყველა ბავშვისთვის და მშობლისთვისაც, რომლებიც ზღაპრებს უკითხავენ ან აყურებინებენ ბავშვებს ცნობილია, რომ გაზაფხული მოჰყავთ ელფებს და ფერიებს. მათ შორის ელფები არიან პაწაწუნა მოსიარულე და ძალიან გამრჯე არსებები და ფერიები არიან ასევე ძალიან გამრჯე მფრინავი არსებები.

ორივე ეს არსება ზღაპრულ ბუნებაში ცნობილია გამოკვეთილი და ხანდახან ოდნავ წაგრძელებული ყურებით.

ახლა კი მოდით დავაკვირდეთ ამ საოცარი კოლექციის ფონს და თავად მოდელებს, სადაც იდეალურად არის ნაჩვენები რომ ესენი არიან სწორედ ის ზღაპრული ელფები და ფერიები რომლებსაც მოჰყავთ გაზაფხული:

ულამაზესი და სადა მაკიაჟი, სადა ვარცხნილობა და გამოკვეთილად წინ წამოწეული ყურები.

აღფრთოვანებული ვარ მე პირადად.

 photo ZUHAIRMURAD2014taage1_zps1e83d10b.jpg

Continue reading

სად ვიყიდოთ სილამაზე?

ამბობენ ფულით ყველაფერს იყიდიო, მაგრამ ასეც არ არის, ფულით ვერ იყიდი უამრავ უმთავრეს რამეს ცხოვრებაში, თუმცა ამავე დროს ფულით იყიდი ძალიან ბევრ რამეს ცხოვრებაში – მაგალითად სილამაზეს.

სილამაზე იყიდება! მაგრამ ძალიან ძვირად 🙂

რა სჯობია ლამაზ, მოვლილ სხეულს? მითუმეტეს თუ დრო და ფინანსებიც გიჩნდება ამ ყველაფრის მისაღწევად?

რამდენიმე თვეა არანაირი განსაკუთრებული ნაბიჯი თავის მოვლისთვის არ გადამიდგამს, თუ არ ჩავთვლით ელემენტარულ სალონური ვიზიტებს რაც ძალიან ყოველდღიური ან ყოველკვირეულია ზოგადად. ყველაფერი ეს გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა და ბავშვის გამო . . .

Continue reading