Screenshot 2019-07-18 12.53.16

The Beauty Bag

რაღაც დიდი ხანია Beauty Product -ებზე არ დამიწერია, არადა რამდენიმე ახალი საყვარელი პროდუქტი გამიჩნდა და მინდა რომ აუცილებლად გაგიზიაროთ.

არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ მაგრამ ეს პოსტი 21 ნოემბრიდან მაქვს დადრაფტული და ვერასდროს ვერ მოვახერხე დასრულება.

ხოდა ამ ბოლო დროს იმდენი საინტერესო Beauty ამბავი მოხდა ქვეყანაში, მეც გამახსენდა ეს პოსტი და გადავწყვიტე გამოვაქვეყნო.

  1. AHAVA Deadsea water mineral hand cream!

დავიწყებ უსასრულო მადლიერებით ამ პროდუქტის მიმართ, რომელმაც მთელი ზამთრის განმავლობაში ჩემი ხელები გადაარჩინა და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ამაზე უკეთესი ხელის კრემი არასოდეს მიყიდია!! Continue reading

The Body Shop Blueberry Products

ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც Body Shop-ის პროდუქციაზე ვწერ ამ ბლოგზე.

მართალია ამაზონზეც იყიდება და შემიძლია არაერთ ადამიანს დავაბარო ჩამოტანა, მაგრამ მაინც გული მწყდება რომ ამ ზაფხულს კარგად არ ჩავუჯექი ამ ბრენდის სტენდებს ან მაღაზიებს, როცა ევროპაში ვიყავი და მქონდა ამის შანსი.

თუმცა იმითაც ბედნიერი ვარ რომ აღმოვაჩინე ეს ბრენდი როგორც ერთ ერთი საუკეთესო ჩემი კანისთვის. თანაც საუკეთესო როგორც ხარისხით, ასევე პროდუქციის მრავალფეროვნებითა და ფასით.

ამჯერად მინდა მოგიწვეთ ბრენდის სულ სულ ახალ ხაზზე Blueberry Products – რომელიც 2014 წელს გამოუშვეს, თანაც როგორც special addition და ერთი სული მაქვს როდის წავა დიმა ბელგიაში რომ დავაბარო უამრავი პროდუქტი ამ ხაზიდან.

The Body Shop Blueberry Shower gel Cream Continue reading