Dolce & Gabbana F/W 2014

ეს ის პოსტია წინასწარ რომ ვიცი ხოლმე, რომ უამრავი ნახვა ექნება, რადგან არ მეგულება ჩემს ნაცნობებში ადამიანი (ქალი), რომელსაც Dolce & Gabbana-ს მომდევნო კოლექცია არ აინტერესებდეს.

წინა კოლექციების მაგვარი რომანტიული კოლექციაა ესეც, აი სიამოვებით რომ სქროლავ და ათვალიერებ, ყავასაც რომ მოიდგამ გვერდით და სასიამოვნო მუსიკასაც რომ ჩართავ, მერე წარმოიდგენ:

Once upon a time in Sicily  და შენს თვალწინ იშლება ორი გენიოსის მიერ შექმნილი ზღაპრული სამყარო!!!

ნამდვილად, ეს კოლექცია ზღაპრის სამყაროს შესახევბ მოგვითხრობს, უღრან ტყეებზე, ტყეში ჩასაფრებულ ყაჩაღებზე და მათი მეთაურის ქალიშვილზე, ელფებზე და ზღაპრულ ცხოველებზე, გერდას მოგზაურობაზე კაის მოსაძებნად, ალისაზე საოცრებათა ქვეყანაში, ზღაპრული ტყეების უდუმალებასა და მათ საოცრებაზე – არ შეიძლება ერთი შეხედვით არ შეგიყვარდეს ეს კოლექცია.

Continue reading