Hervé Léger F/W 2014

Hervé Léger ფრანგი დიზაინერების დუეტია Max & Lubov Azria.

ულამაზესი კოლექციაა მთლიანად ქალის სხეულის ფორმებისადმი მიძღვნილი. ყველამ ვიცით რომ არსებობს ასეთი ტიპის კაბები Bodycon – ანუ იგივე body conscious კაბები, რომლებმაც ეს სახელწოდება მოიპოვეს ფორმების გამო. ამ ტიპის კაბები ძალიან მოტკეცილია და სრულად მიჰყვება ქალის სხეულს და იმეორებს მის ფორმებს.

ხოდა ამ დუეტმაც აიღო ეს Bodycon bandage dress მიმართულება, რადგან ეს არის ქალის სამოსის ერთ ერთი ყველაზე სექსუალური მიმართულება, ჩართეს თავიანთი არაჩვეულებრივი ფანტაზია და შედეგად მივიღეთ ეს კოლექცია, რომელიც აჩვენეს ნიუ იორკის მოდის კვირეულზე.

  Continue reading

Isabel Marant F/W 2013

ამჯერად გადავინაცვლოთ პარიზის მოდის კვირეულზე და დავათვალიეროთ ერთად ჩემი უსაყვარლესი დიზაინერის Isabel Marant-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია.

ეს ბრენდი არასოდეს დაკარგავს აქტუალობას, ის ყოველთვის იქნება ფრანგი და ამერიკელი გოგონების უსაყვარლესი ბრენდი, თუმცა არა მხოლოდ მათი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კოლექცია საკმაოდ მუქი და საკმაოდ “შავოსანი” გააკეთა, მე მაინც არ დავრჩი იმედგაცრუებული, ის ლეერინგი, ის სტრიტ სტაილი, ის ნაქსოვი თემა რაც ასე მიყვარს მათ კოლექციებში აქაც უხვად არის გამოყენებული.

Casual & Simple –  ასე შევაფასებდი ამ ოდნავ ბოჰემურ მაგრამ მკვეთრად სთრიითსტაილურ კოლექციას.

 1

Continue reading