06.05.2014
ეს უკვე მეორე ჩვენება იყო გოლასთვის დალოოდ ჯგუფის ფარგლებში. ვთვლი რომ ეს კოლაბორაცია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, გოლას წინა კოლექცია სრულ დეფიციტში აღმოჩნდა ძალიან მალევე ჩვენებიდან. გოლას სამოსი ძალიან წარმატებით იყიდება რუსეთშიც. თანაც მინდა შეგახსენოთ, რომ გოლა თვითნასწავლი დიზაინერია.
მე პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს და უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ.
შემოდგომა/ზამთრის კოლექციაც ისევე მოიწონა პუბლიკამ როგორც წინა კოლექცია. გოლას ყველა იცნობს როგორც უზომოდ შრომისმოყვარე, ნიჭიერ და ძალიან გაბედულ დიზაინერს და დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ მას. Continue reading