ჩემი პირველი პრესკონფერენცია

ახალ ნათებაში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, 15 მაისს 2012 წელს ჩავატარე ჩემს ცხოვრებაში პირველი პრესკონფერენცია. პრესკონფერენციის მიზანი იყო ფართო მასებისათვის გაეცნო ინფორმაცია ახალ ნათებაში საქველმოქმედო აქციის დაწყების შესახებ.

პრესკონფერენციის ადგილს რომ ვეუბნებოდით ყველა ჟურნალისტს უკვირდა, ნუთუ მართლა მაღაზიაში ატარებთო, მაგრამ ამხელა და ასეთი ლამაზი შოურუმი გვაქვს და სხვაგან რატომ უნდა ჩავატარო არ მესმის.

მთელი 4 დღე გადავყევი გეგმის შედგენას თუ რა უნდა ყოფილიყო პრესკონფერენციაზე. იმის გამო რომ ეს აქცია მწვანე ინოვაციის ფარგლებში ტარდებოდა, პრეს ბანერზე დავიტანეთ მწვანე ფოთლებიანი ეკო ნათურა, მაგიდის წინ დავაწყვე მწყანე ყვავილები, ცოცხალი სხვათა შორის და ულამაზესები და პრეს რელიზები და ახალი ნათების ნიუსლეთერები განვათავსეთ მაგიდის სანათების სადგამ კუბიკებზე, რომლებიც ასევე მწვანე ბამბუკის ფაქტირიანი სტიკერით იყო დაფარული.

Continue reading