TFW: Diana Kvariani F/W 2014-15

1383206_3539534624726_2038617649_nდიანა ქვარიანი –  ეს სახელი არც ისე დიდი ხანია რაც გაჩნდა ქართულ ბაზარზე და არც ისე დიდი ხანია რაც გაისმა ქართველ მოდის მიმდევართა რიგებში, მაგრამ მიუხედავად ამ მცირე ხნისა – საკმაოდ დიდი პოპულარობა და სიყვარული მოიპოვა ქართველი მომხმარებლის.

დიანა ქვარიანის ულამაზესი და ძალიან კომფორტული მაღაზია სალონი ალბათ ბევრს გექნებათ ნანახი, სადაც ასევე უზადო წესრიგით არის განთავსებული დიანას ულამაზესი ქმნილებები. ფერადი და ლამაზ პრინტებიანი სამოსი.

თბილისის მოდის კვირეულზე ეს პირველი ჩვენება იყო დიანასთვის და ვთვლი რომ საკმაოდ კარგად ჩაიარა.

დიანამ თავისი ლამაზი კოლექცია კონსერვატორიის ფოიეში წარმოადგინა, სპეციალურად მოწყობილი დეკორაციების ფონზე, ხოლო კოლექციას შტრიხად გასდევდა George JB-ს ქუდები.

_MG_4683 _MG_4682

Continue reading

WORK OUT WITH L.O.V.E.

ქალი ყოველთვის მოვლილი უნდა იყოს!!!  ამაზე არ ვკამათობთ

ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს, მიუხედავად იმისა “კუხნაშია”, აქვე ეზოში ჩადის პურისთვის, ვარჯიშობს თუ წვეულებაზე მიდის.

ვარჯიშის ბევრი სახეობა არსებობს, ასევე ბევრია სავარჯიშო დაწესებულებები და ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ჯანმრთელი ცხოვრების წესს ამჯობინებენ და ყოველწლიურად სავარჯიშო ობიექტებს ემატება და ემატება ადამიანები, რაც აბსოლუტურად მისასალმებელია.

მაგრამ მოდით გადავხედოთ ქართულ სავარჯიშო დარბაზებს, იქნება ეს იოგის, ფიტნესის, აერობიკის თუ სხვა ტიპის დარბაზები. რა აცვიათ აქ მოვარჯიშე ადამიანებს?  რას გვეუბნება მათი ჩაცმულობა?

სამწუხაროს ამ კუთხით საქართველოში სავალალო მდგომარეობა გვაქვს, ადამიანები არ ფიქრობენ იმაზე თუ როგორ გამოიყურებიან ვარჯიშისას, ამოიცვამენ ნებისმიერ ელასტიურ სამოსს და მორჩა.

არადა ვარჯიშსაც თავისი ესტეტიკა აქვს და ვთვლი რომ სარკეებში, რომლებიც თითქმის ყველა სავარჯიშო დარბაზშია, როგორც მინიმუმ უნდა მოგწონდეთ თქვენი თავი.

პირადად ჩემი სავარჯიშო სამოსი ასე გამოიყურება, იმის გამო რომ არ მინდოდა სტანდარტული ყოფილიყო mymaika.ge-ს შევუკვეთ და ვარ კმაყოფილი.

1508618_10203029108796472_1169846630_n

მაგრამ გუშინ ვნახე ერთი არაჩვეულებრივი კოლექცია სახელწოდებით WORK OUT WITH L.O.V.E.   ფეისბუქზე და მომინდა რომ გამეზიარებინა თქვენთვის.

Continue reading