თუ გამაჩნია ცხოვრებაში ქალის იდეალი, მაშინ ეს ესტეა.
არ მინდა მთელი ბიოგრაფია მოვყვე რადგან ეს ისედაც ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციაა და არც მე ვარ ბიოგრაფიების მწერალი.
მაგრამ აუცილებლად მინდა დავწერო ამ ქალზე.
ქალზე რომლის ცხოვრება ლეგენდად იქცა. ქალზე რომელიც მთელი ცხოვრება იტყუებოდა თავის წარმომავლობაზე რადგან იმდენად ამბიციური იყო რომ არ უნდოდა სხვებს გაეგოთ რომ ის ქუინსში ცხოვრობდა, თანაც ემიგრანტების ოჯახში იყო დაბადებული.
ის დაუღალავად ყვებოდა თავის ევროპულ წარმომავლობაზე და შესანიშნავ განათლებაზე, მაშინ როდესაც რეალურად ოჯახში მეცხრე შვილი იყო და მთელი ახალგაზრდობა მამას ეხმარებოდა თავის პატარა მაღაზიაში და სკოლაც კი ვერ დაამთავრა.
ესტეს ნამდვილი სახელი და გვარი ჟოზეფინა ესტერ მეტცერი იყო და ლაუდერი მხოლოდ მოგვიანებით დაირქვა, რადგან არ სურდა მისი გვარი გაჟღერებულიყო.
ესტე საკმაოდ მიმზიდველი გოგონა იყო გამორჩეულად უზადო სახის კანით, რითაც საკმაოდ ბევრ მამაკაცს იზიდავდა ცხოვრების მანძილზე.
მისი კარიერა ერთი პატარა სალონით დაიწყო, რომლის მეპატრონესაც ესტეს სახის კანი ძალიან მაგრად მოსწონდა და როდესაც გაიგო რომ ესტე ბიძისგან ნასწავლი რჩევებით თავად ამზადებდა კრემებს სთხოვა მეც გამიკეთეო.
ესტემ რამდენიმე დაამზადა და სალონში ყველას დაურიგა ნიმუშები. კრემებით მოხიბლული ქალები სალონს აწყდებოდნენ. აქ დაიწყო ესტეს პირველიგაყიდვები. ნელ ნელა ესტეს დაუღალავი შრომის შედეგად, ის ყველგან უკეთებდა თავის კრემებს რეკლამას, მისი პროდუქცია უკვე ბევრ პატარა სალონში იყიდებოდა და შედარებით მარალ საზოგადოებაშიც შეაშწია, რომლისთვისაც მოიგონა სწორედაც თავისი ევროპული წარსული, ქმრის გვარი ლაუტერი უფრო მჟღერადად გადააკეთა და გახდა ესტე ლაუდერი – კოსმეტიკის დედოფალი.
ესტე იყო ადამიანი რომელიც არასოდეს ისვენებდა, მიუხედავად ოჯახისა, მას ქარიც ყავდა და პატარა შვილიც, ის ესწრებოდა გამოფენებს, პრეზენტაციებს, დაუღალავად არეკლამებდა თავის პროდუქციას. ის პირველი იყო რომელმაც ნიმუშების დამზადება მოიფიქრა. ის ამ ტესტერებს ყველა ქალს ჩუქნიდა დიდ უნივერმაღებში და თან აყოლებდა თუ მოგეწონებათ აქა და აქ უნდა იყიდოთო. მას შემდეგ რაც მისმა კომპანიამ კოსმეტიკის გაყიდვა დაიწყო, ის ასევე მაკიაჟსაც უფასოდ აკეთებდა და ამით უამრავი კლიენტი შეიძინა.
საოცარი იყო ის ხერხი თუ როგორ დაიპყრო ესტემ პარიზი. ის მივიდა ერთ უდიდეს უნივერმაღში და შესთავაზა თავისი პროდუქცია, პარიზელმა უდიდესი უნივერმაღის მმართველმა უარი განუცხადა ამ პროდუქციის გაყიდვაზე და დაჟე არც დაინტერესდა ნორმალურად თუ რას სთავაზობდა ესტე. მაშინ ქალბატონმა ესტემ საოცარი საქციელი ჩაიდინა, ის დადგა სავაჭრო ცენტრის შუაგულში ზალზედ ამაყი და თავდაჯერებული, საოცარი ღიმილით მიწაზე დაანარცხა ერთ ერთი თავისი სუნამოს ფლაკონი და გაოგნებულ გარშემომყოფებს განუცხადა
—– This is my parfume. I am Estee Lauder. Have you ever heard my name? სულ რაღაც რამდენიმე თვეში პარიზთან ერთად მთელი ევროპა დანებდა დაუმორჩილებელ ქალბატონს. ესტე ლაუდერი მსოფლიო ბრენდი გახდა.
საოცრად მიყვარს მისი პროდუქცია, სიამაყით ვიტყვი რომ ჩემი კოსმეტიკის უმეტეს ნაწილს სწორედ მისი სახელი ამშვენებს, მეორე უმეტეს ნაწილს კი კლინიკის სახელი, რომელიც ასევე ესტეს ერთ ერთი ბრენდია.
Estee Lauder Inc 1945 წელს დაარსდა,
1965 წელს მან მამაკაცებისთვის ცალკე ხაზი შექმნა ეს არის Aramith
ხოლო 1968 წლიდან დედამიწას მოუვლინა ყველასთვის უსაყვარლესი ჰიპოალერგიული ხაზი Clinique. რომელიც ასევე უდიდეს ადგილს იკავებს ჩემს კოსმეტიჩკაში და ესეც უზომოდ მიყვარს.
ხოდა იცოდეთ რომ თქვენი კანი და საერთოდ თქვენი თავი ეს ის ფაქტორია რომელზეც ფული არ უნდა დაგენანოთ.
და კიდევ ერთი ჩემეული რჩევა, რაც არ უნდა არეკლამებდნენ და რაც არ უნდა მაგრად გიყვარდეთ: კრისტიან დიორის, ლანკომას და ნივეას მოხმარებას არ ვურჩევ არც ერთ ადამიანს რომელსაც ოდნავი მიდრეკილება მაინც აქვს ალერგიისაკენ.