Ferrari Park, ოფიციალური სახელწოდებით კი Ferrari World, მსოფლიოში უდიდესი “ინდოორ” პარკი, ემირატების დედაქალაქ აბუდაბიში მდებარეობს და 2010 წელს გაიხსნა.
Abu Dhabi
ეს არის ადგილი სადაც შედიხარ და ვერ გამოდიხარ, ამ ფრაზის სრული ემოციური მნიშვნელობით. ეს არის გართობისთვის, დასვენებისთვის, ბავშვების გაბედნიერებისათვის და ადრენალინის გამოყოფისათვის საოცარი ადგილი. დახურული პარკი 200 000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და მხოლო 2 აუთდორ ატრაქციონი აქვს, ჩქაროსნული გზები.
ან ზღაპრული პარკის არქიტექტურა ეკუთვნის კომპანია Benoy-ს, ეს არის ბრენდი რომელიც აერთიანებს უამრავ არქიტექტორს, ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინერს მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიას 11 ოფისი აქვს მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში, დაფუძნდა ბრიტანეთში და დღეს ჰყავს 500 უნიჭიერესი დასაქმებული.
პარკის არქიტექტურა, განლაგება, ინტერიერი და სერვისი საოცრებაა ნამდვილად!!!
თუმცა არც ისეთი იაფიანი სიამოვნებაა, ტური რომელიც კაცზე 110$ ჯდება მოიცავს მხოლოდ შესვლის ბილეთს და ლიმუზინით ტრანსპორტირებას დიბაიდან. დანარჩენი: კვება და გართობა, სხვადასხვა თამაშები (ატრაქციონების გარდა) და ნებისმიერი სხვა დამატებითი რამე იყო ფასიანი, ანუ რეალურად 1 ადამიანს შიგნით კიდევ 100–150$ გჭირდება.