Zet’s dead, baby, Zet,s dead..

     Zet’s dead, baby, Zet,s dead..– ეს ცნობილი ფრაზა ჩვენი სპექტაკლის ბოლო რეპლიკაა, როდესაც როსტო – კოდური სახელით M სამსახურიდან ათავისუფლებს თორნიკე გურულს – კოდური ნიშნით –Z.

პრემიერა შედგა, პირველი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა მაყურებელმა და პირველი შეფასებებიც მოვისმინეთ:

“როგორი ნიჭიერები ყოფილხართ, ყოჩაღ”

10423405_10200993599922527_202373686_n

10516925_10200993599722522_464926622_n Continue reading

თქვენ გინდათ ეს წრე მზედ ვაქციო?!

ერთ სრულიად ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, ჩემს კომპიუტერთან კლავიატურას მშვიდად ვუკაკუნებდი, როდესაც ასევე ჩვეულ ხმაზე გაისმა სატელეფონო ზარი ჩემი ტელეფონიდან.

ზარი, რომელმაც მომდევნო 1 თვის განმავლობაში ჩემი ცხოვრება სრულიად განსხვავებულ და საოცარ თავგადასავლად აქცია.

10432987_10152296800347599_1005530367306452117_n ლევან გიორგაძე (teatri.ge-ს დამფუძნებელი და eastern promotion-ის მედია კოორდინატორი) მიკავშირდებოდა შემოთავაზებით :

ალბათ, ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, ყველა ჩვენთაგანს უოცნებია თეატრის სცენაზე დამდგარიყო და ერთ ჩვეულებრივ სპექტაკლში, ერთი ჩვეულებრივი როლი ეთამაშა…, ბოლოს „პაკლონზე“ გამოსულიყო და მაყურებლის „ბრავო“ და აპლოდისმენტები მოესმინა – და ამას მოჰყვა მთელი 5 წუთიანი ტექსტი და მეც ჰიპნოზირებული დავთანხმდი ამ საოცარ წამოწყებაში მონაწილეობაზედ.

ლევანი ჩვენი სპექტაკლის პროდუსერია, ადამიანი რომელმაც უზომო ენერგია, ნერვები და დრო ჩადო ამ პროექტში. ადამიანი რომელსაც ყოველდღიურად უწევს გამკლავება 14 ყველაზე დაკავებულ ადამიანთან. Continue reading