ალკოჰოლური სასმელი და კოქტეილები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.არა მხოლოდ ღამის კლუბებში არამედ კაფეებსა და ბარებშიც უამრავ ადამიანს ნახავთ გემრიელი კოქტეილების წრუპვით გართულს, მე პირადად ჩემი შევებულების ყოველი ღამე ახალი კოქტეილების და ახალი სასმელების დაგემოვნებას მივუძღვენი და ძალიან საინტერესო ვერსიებიც აღმოვაჩინე. ერთი პერიოდი იდეას კი გამიჩნდა ინტერნეტში რეცეპტებს ვნახავ, ინგრედიენტებს ვიყიდი და სარამოობით სახლში გავერთობი მეთქი, მაგრამ მალევე უკუვაგდე ეს იდეა, “პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო” ტყუილად კი არ არის ნათქვამი, ჩემი კოქტეილები ისეთი გემრიელი და დახვეწილი ვერასოდეს იქნება როგორც უკვე გამოცდილი ბარმენების.
ამიტომ ინტერნეტში მხოლოდ ყველაზე ძვირიანი კოქტეილების მოპოვებით შემოვიფარგლე და მინდა გაგაცნოთ ისინი:
1. ყველაზე ძვირიანებს შორის ყველაზე იაფი კოქტეილი “Warp Core Breach” აღმოჩნდა, რომელიც სულ რაღაც 29.5$ ღირს, შეიცავს ლიქიორს, რამდენიმე სახეობის რომს, კიდევ რაღაც ალკოჰოლს და წვენებს. კოქტეილი მიძღვნილია რომელიღაცა “კოსმოსური ამბების” ფილმისადმი.
2. შემდეგი მოდის ქალების საყვარელი მარგარიტას ერთი ქვესახეობა “Goddess Elixir Margarita” , რომელიც არის საკმაოდ მაგარი სასმელი და ღირს 99$. კოქტეილი შეიცავს ტეკილას, სიროპებს და კიდევ რაღაც რაღაცეებს :დ
3. Liquid Gold – რომლის ფასიც არის $175. რომელიც შეიცავს Louis XIII Cognac, Krug Grand Cru Champagne და სხვა საკმაოდ ძვირიან სასმელებს.
სურათი ვერ მოვიპოვე სამწუხაროდ, ნამდვილი ამ კოქტეილის ინტერნეტში, მხოლოდ ხელნაკეთები ვნახე რადგან ნამდვილი ლიქვიდ გოლდი ექსკლუზიურად მოდის სპეციალური ოქროს ქაღალდის შეფუთვაში, ფორთოხლის ნაჭერთან ერთად.
4. Seablue Martini – რომლის ფასიც არის $275
სასმელი მომზადებულია სუპერ პრემიუმ არაყთან ერთად და მოდის ბელუგას ხიზილალასთან ერთად.
5. High Roller Martini – რომლის ფასი უკვე ოთხნიშნაა და $1,000 ღირს 🙂 ფასი გამოწვეულია ბრილიანტის ბეჭდით, რომელიც ამ კოქტეილს მოყვება როგორც სიკეთის განსახიერება, რადგან ამ ბეჭდების შეძენაში გადახდილი თანხები ქველმოქმედებას ხმარდება 🙂
6. King Richard’s Pride – ფასი $1,000
შემადგენლობა : Hennessy Richard, Dom Perignon Rosé 1996 და Chambord Liqueur Royale de France. ეს რა თქმა უნდა არის მხოლოდ ნაწილი ინგრედიენტებისა, თუმცა უკვე რამდენიმე ასეულ დოლარს აღწევს 🙂 კოქტეილი იყიდება მხოლოდ ბაკარას სპეციალურ ჭიქაში, სხვა ჭიქით ის უბრალოდ არ მოაქვთ.
7. The Presidential – ფასი $1,000. შეიცავს Remy Martin Louis XIII cognac და Dom Perignon champagne.
სურათი სამწუხაროდ არ მომეპოვება
8. Duvet Passion – $1,500 სასმელი შეიცავს ყველაზე ძველ, ძვირიან და იშვიათ კონიაკებს და შამპანურებს და მოდის აუცილებლად ორქიდეასთან ერთად
9. High Limit Kir Royale – $2,200
ასევე შეიცავს ძალიან იშვიათ და ძვირფას სასმელებს
და ბოლოს
ყველაზე ძვირი კოქტეილი : 3000$ Ménage a Trois
შეიცავს : Cristal Rosé, Hennessy Ellipse და Grand Marnier Cent-cinquantenaire