Hervé Léger F/W 2014

Hervé Léger ფრანგი დიზაინერების დუეტია Max & Lubov Azria.

ულამაზესი კოლექციაა მთლიანად ქალის სხეულის ფორმებისადმი მიძღვნილი. ყველამ ვიცით რომ არსებობს ასეთი ტიპის კაბები Bodycon – ანუ იგივე body conscious კაბები, რომლებმაც ეს სახელწოდება მოიპოვეს ფორმების გამო. ამ ტიპის კაბები ძალიან მოტკეცილია და სრულად მიჰყვება ქალის სხეულს და იმეორებს მის ფორმებს.

ხოდა ამ დუეტმაც აიღო ეს Bodycon bandage dress მიმართულება, რადგან ეს არის ქალის სამოსის ერთ ერთი ყველაზე სექსუალური მიმართულება, ჩართეს თავიანთი არაჩვეულებრივი ფანტაზია და შედეგად მივიღეთ ეს კოლექცია, რომელიც აჩვენეს ნიუ იორკის მოდის კვირეულზე.

  Continue reading

Dsquared² F/W2013

მილანის მოდის კვირეული , რომელიც ეძღვნებოდა 2013–14 წლების შემოდგომა ზამთარს,  დასრულდა და დროა გადავიდეთ ამ კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი  უამრავი ულამაზესი კოლექციის მიმოხილვაზე.

ვიწყებ Dsquared² -თი, როგორც თანამედროვე მოდის ერთ – ერთი ყველაზე კაშკაშა ბრენდის. კატანების ფანტაზია ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზეა.

2013-14 წლების შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, კატენებმა გადაწყვიტეს რომ 40-იანი წლების გლამური გაეცოცხლებინათ და ქალბატონების ელეგანტურობაზე გაეკეთებინათ აქცენტი. კოლექცია შედგება მამაკაცური სამოსისგან, რომლებიც იდეალურად არის მორგებული ქალბატონებზე, არაერთი ულამაზესი, დახვეწილი და ელეგანტური კაბისგან, მოსასხამისა და პალტოსგან.

2

Continue reading