რომ არა ფილმი In Bruges – ალბათ არც არასოდეს ვიფიქრებდით მე და დიმა ბელგიის ერთ ერთ ციცქნა ქალაქში, რუქაზე რომ წერტილისოდენაც არ არის – ჩამოვსულიყავით და ორი სრული დღე დაგვეთმო…
თუმცა ფილმის ნახვამ ამ მოგზაურობაზე დიდი გავლენა იქონია (გადაღებულია 2008წ) , მასში ისეთი ჯადოსნური, იდუმალებით სავსე და ზღაპრული ჩანს ეს ქალაქი, რომ გადავწყვიტე აუცილებლად მომენახულებინა ოდესმე.