After SUN treatment

1012168_480132172070980_1014654535_n  After SUN – პროდუქცია სამწუხაროდ საქართველოში არც ისე პოპულარულია, არადა რომ იცოდეთ როგორი აუცილებელია თქვენი კანისათვის.

ეს არ არის დამწვრობის კრემები და ლოსიონები, ეს არის აუცილებელი პროცედურა გარუჯვის შემდეგ და არა დამწვრობის.

ვიდრე უშუალოდ დაპაკეტებულ და “დაფლაკონებულ” საშუალებებზე გადავალ, 2 აუცილებელ რჩევას მოგცემთ გარუჯვის პროცესისათვის.

მზის სხივების ზემოქმედებისაგან ჩვენი კანი უზომოდ შრება, კარგავს ელასტიურობას და ხდება უხეში, ამიტომ გარუჯვის მომენტში განსაკუთრებული მოვლა და დატენიანება სჭირდება მას.

პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ არის წყლის სმა, წყალი არის ძალიან, ძალიან აუცილებელი. სასურველია 2-3 საათი მზეზე წოლისას დაახლოებით 1 ლიტრი წყალი მაინც დალიოთ. Continue reading