????????????

#Blogomanija – Day 2

კონფერენციის მეორე დღე არანაკლებ საინტერესო და თანაც ცოტა უცნაური აღმოჩნდა,

11 საათზე უკვე ჩვენი არაჩვეულებრივი გონდოლებით ჰაბაკუკისკენ დავეშვით, არაჩვეულებრივი ამინდი იყო

????????????

ამ დღეს მე, ნელია (აზერბაიჯანი) და აკსანა (უკრაინა) ვმონაწილეობდით პანელურ განხილვებში რამდენიმე ადგილობრივ ბლოგერთან ერთად.

ვიდრე კონფერენციის პირველი ნაწილი დაიწყებოდა ყველანი ტერასაზი ვიჯექით და დეტალურად გავიარეთ თემები და მერე ფოტოებსაც ვიღებდით შიგნით.

???????????? Continue reading →

თქვენ გინდათ ეს წრე მზედ ვაქციო?!

ერთ სრულიად ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, ჩემს კომპიუტერთან კლავიატურას მშვიდად ვუკაკუნებდი, როდესაც ასევე ჩვეულ ხმაზე გაისმა სატელეფონო ზარი ჩემი ტელეფონიდან.

ზარი, რომელმაც მომდევნო 1 თვის განმავლობაში ჩემი ცხოვრება სრულიად განსხვავებულ და საოცარ თავგადასავლად აქცია.

10432987_10152296800347599_1005530367306452117_n ლევან გიორგაძე (teatri.ge-ს დამფუძნებელი და eastern promotion-ის მედია კოორდინატორი) მიკავშირდებოდა შემოთავაზებით :

ალბათ, ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, ყველა ჩვენთაგანს უოცნებია თეატრის სცენაზე დამდგარიყო და ერთ ჩვეულებრივ სპექტაკლში, ერთი ჩვეულებრივი როლი ეთამაშა…, ბოლოს „პაკლონზე“ გამოსულიყო და მაყურებლის „ბრავო“ და აპლოდისმენტები მოესმინა – და ამას მოჰყვა მთელი 5 წუთიანი ტექსტი და მეც ჰიპნოზირებული დავთანხმდი ამ საოცარ წამოწყებაში მონაწილეობაზედ.

ლევანი ჩვენი სპექტაკლის პროდუსერია, ადამიანი რომელმაც უზომო ენერგია, ნერვები და დრო ჩადო ამ პროექტში. ადამიანი რომელსაც ყოველდღიურად უწევს გამკლავება 14 ყველაზე დაკავებულ ადამიანთან. Continue reading →