Posts Tagged ‘სილამაზის სალონი’

     დაახლოებით 20 დღიანი მოუცლელი პაუზის შემდეგ გუშინ ვეწვიე ისევ ჰეარჰაუსს , რაღაცეები შეცვლილი დამხვდა, დანავაროტკებული, და რაც მთავარია ისევ ის უშუალო და თბილი გარემო.

 ოჯახის წევრივით მომიკითხეს, სად დაგვეკარგეო, ასე უნდაო :)

ქეთი არ იყო ჯერ მისული, როგორც კონკურსში გამარჯვებულს – საჩუქარი უნდა გადამეცა, ამიტომ ვიდრე ქეთი მოვიდოდა მე ბესოსთან დავჯექი თმის დასასწორებლად.

  ბესო, როგორც ყოველთვის კრიტიკულად მიუდგა ჩემს გადაწყვეტილებას, რა დასწორება, რის დასწორება, რათ გინდა დასწორება, ლამაზად გაგიკეთებ, ახალი რაღაცეები დავამუღამეო. ნუ ბესო რადგან უკვე ჩემს თმაზე კარგად გამოცდილი სპეციალისტია, დავნებდი და დავთანხმდი.

   უზომოდ კმაყოფილი ავდექი, მარტლა ძალიან ლამაზად დამვარცხნა, ფორუმზეც კი ვწერდი, ისე მაგრად მაქვს თმა სარკეს ვერ ვშორდები მეთქი. მართალია ბესო ჩემს ბლოგს არ კითხულობს და არც იცის მისი არსებობის შესახებ, მაგრამ მაინც უზომოდ დიდი მადლობა ბესოს.

ამასობაში ქეთიც მოვიდა, ზალიან ბევრი ვიჭორავეთ, ყავა დავლიეთმ, სანამ გაიანე მოწყობილობებს ამზადებდა ჩემთვის პედიკური რომ გაეკეთებინა, ქეთის გადავეცი საჩუქარი და დაებადა ძალიან საყვარელი იდეა. რისთვისაც დიდი მადლობა. ქეთი ხანდახან ნახულობს ხოლმე ბლოგს და ამიტომ გადაწყვიტა შემდეგ კონკურსში გამარჯვებული ჩვენთან უფასოდ დაივარცხნის თმას ან გაიკეთებს ფრჩხილებსო, თავად აირჩიოსო. ძალიან გამიხარდა ეს წინადადება. უდიდესი მადლობები ქეთის ..

მერე ახალი ბარათიც გამიხსნეს და ვიპ სიასი ჩამსვეს, გარდა ამისა მითხრეს რომ რაღაც “კომბო” აქცია აქვთ ამჟამად, ნებისმიერი 3 სერვისის მოხმარებაზე მათთან, საერთო ფასიდან 5 ლარს უკან ვაბრუბნებთო :) მაგრად გამიხარდა, თმა დავარცხნილი მქონდა, პედიკურს ვიკეთებდი და ვიფიქრე მანიკურსაც მივაყოლებ მეთქი, მაგრამ დედაცემმა არ მომასვენა, ბავშვი ყავდა დატოვებული და ქორწილში უნდა წასულიყო და მალემოდი, მალე მოდიო …

  მოკლედ მერე ქეთიც მიდიოდა, მე გაიანეს გადავუსკუპდი პედიკურზე, შესანიშნავად გამიკეთა, მაგრამ ვერც დავასრულეთ :( გადაწყვეტილი გვქონდა ლამაზი ფერის ლაკის წასმა და ერთი ფრჩხილის მოხატვა, მაგრამ დედაჩემმა ამაფეთქა და გამოვქანდი ასე, ნახევრად დასრულებული პედიკურით, რომელიც შენდეგ კვირაში დასრულდება.

  არადა ახლა რაც პრაიმ ფიტნესში დავდივარ, უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ ესეთ დეტალებს და მინდა სხეულის ყველა ნაწილი მქონდეს იდეალურად მოვლილი :)

    ძალიან საყვარელი, სასიამოვნო და გოგოშკური კვირა დღე მქონდა…

DSC04904დილიდანვე მე და ვიკიკო მაგრად გავერთეთ ფოტოსესიით,DSC04906 ჩემი ქუდები და რაღაცეები შევიტანე ოთახში და სურათებს ვუღებდი, რაღაც უცნაურობებს რომ ვუკეთებდი ან ვადებდი ხოლმე კვდებოდა სიცილით და მერე ყველაფრის პირში ჩადებას ცდილობდა.

DSC04908DSC04913

  DSC04930                            მერე ჩავიცვით და წავედით ეზოში სასეირნოდ.

           მერე დაბუდაში ჩავსკუპდით, ვიკიკო უკან თავის სავარძელზე მოკალათდა და წავედით დაბუდას გასარეცხად. სანამ ბიჭები ბულაჩაურზე რეცხავდნენ ჩვენ ვსეირნობდით აქეთ-იქეთ. მერე დაბუდა კანდელაკზე დავტოვეთ სახლის წინ, გაკრიალებულ მდგომარეობაში და ჩვენ წავედით საწანწალოდ. ბევრი ვიბოდიალეთ ეზოებში და სკვერებში და ბოლოს დავიღალეთ და სახლში ამოვედით.

ცოტა ხანში 5 საათიც გახდა და ჰეარჰაუსისკენ გავქანდი. მე და ქენდი ვიყავით ჩაწერილები.

  ანუკა კიდევ 2 დაქალთან ერთად მოვიდა და შევლაგდით ჰეარჰაუსში. მე თმა გავიკეთე, ანუკამ ფჩხილები, მისმა დაქალმა საერთოდ მოიცვა მთელი სალონი, თმაც გაიკეთა, წარბებიც და ფრჩხილებიც. რაღაც გემრიელად ვიჯექით, ყავა- სიგარეტი და გოგოშკები. ვჭორაობდით თავის მოვლებზე და ათას გოგოშკურ პრობლემებზე.

  ქეთიც იქვე იყო სალონის დირექტორი და ძალიან სერიოზულ და მტკივნეულ თემაზე მოგვიყვა, იმდენად ჩემი ბლოგის თემატკაა რომ აუცილებლად უნდა დავწერო. სალონში მისულა ვინმე გოგო, რომელსაც საოცრება სჭირდა სახეზე, სურათებიც გვანახა ქეთიმ, საოცარი აკნე ქონდა გადაფურჩქნული ამ გოგოს, მაგრამ გარდა ამისა ლოყებიდან ყურებისკენ გარდამავალ ადგილებზე თმის საოცარი შემოტევებით.

მოკლედ ამ გოგომ გადაწყვიტა რომ “კმარა” და რომ დროა თავს მიხედოს. მივიდა სალონში და სთხოვა თმის მოშორება. დაპირდნენ რომ მოგაშორებთო და მათმა კოსმეტოლოგმა მთელი კომპლექსური მკურნალობა ჩაუტარა. ეს იყო პირველი ეტაპი. სურათები რომ ვნახეთ ერთი ღერი თმა აღარ ქონდა სახეზე. ხოდა ძალიან დამაინტერესა ამ პროცესმა და ვთხოვე მერე მოეყოლა როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

   მერე ჩავეწერე შემდეგი კვირისათვის და მალევე წამოვედი ვიკიკო მყავდა დატოვებული ბებიასთან. არადა ძაან კარგად ვჭორაობდით გემრიელად და კიდევ მინდოდა დარჩენა.

     თან ძალიან კარგი ამინდი იყო და დღის გეგმაში მქონდა ჩემი პირველი ვიდეო პოსტის ჩაწერა ქენდისთან ერთად, მაგრამ დღოში ავცდით ცოტა და ვეღარ მოვახერხეთ. სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებ სალონური ვიდეოპოსტის ჩაწერას ვინმე ბლოგერ გოგოსთან ერთად, მარტო ჯდომა და კამერის წინ ტლიკინი მეზარება. თუ ვინმეს გექნებათ სურვილი ჩემთან ერთად სალონში წამოსვლის და ვიდეო პოსტში მომაწილეობის, აუცილებლად მომწერეთ იმეილზე.

  DSC04917

              ინტერნეტს რომ განუსაზღვრელი ძალა აქვს და ძალიან ბევრ რამეში გვეხმარება ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით. მაგრამ ნამდვილად სიურპრიზი იყო ჩემთვის ფეისბუქზე მეგობრებს შორის სილამაზის სალონის გამოჩენა, რომელსაც ვეწვიე კვირას.
           hh1                    ეს არის სალონი Hairhaus, რომელიც ორიოდე კვირის წინ დამემატა მეგობრებში. არ გეგონოთ რომ სათაურში შეცდომა მაქვს, ჰაუზ – ამ შემთხვევაში გერმანულად წერია :) .
    სალონი მდებარეობს სპორტის სასახლესთან რაც ძალიან მიმზიდველია ჩემთვის ტერიტორიული თვალსაზრისით.
   Read the rest of this entry »

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
August 2010
M T W T F S S
« Jul    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031