#Blogomanija – Day 1

კონფერენციის ყველაზე საინტერესო და საუკეთესო დღე …

როდესაც კონფერენციაზე მივდიოდით, თავად ბლოგომანიის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცოდით, გარდა იმ ინფორმაციისა რაც თავად ორგანიზატორემა მოგვაწოდეს.

Blogomanija Fashion&Beauty, third regional top blogging conference which gathers online influencers, media representatives, marketing and PR specialists and industry experts from Serbia, Croatia, Slovenia, Bosnia and Herzegovina, and special guests from wider region. Blogomanija offers attendees a unique opportunity to participate in the intersection of fashion& beauty with the world of new media including blogging, Facebook, Instagram, YouTube, Vine, Snapchat and more.

ვერც World Wide ქსელში მოიპოვებდით მაინცდამაინც უხვ ინფორმაციას, საბოლოო პროგრამაც ფაქტობრივად გზაში დაგვაწიეს, მაგრამ კონფერენციის 2-ივე დღე მართლაც ძალიან საინტერესო და სასარგებლო გამოდგა.

2 დღეს იმიტომ ვამბობ, რომ უცხოელი სტუმრებისთვის პირველი დღე (9 ივნისი) არ იყო განკუთვნილი, ამ დღეს მხოლოდ ადგილობრივები საუბრობდნენ ადგილობრივად საჭირბოროტო თემებზე და თანაც არც ინგლისურად, არამედ სერბულ ენაზე.

კონფერენციის ოფიციალურად მეორე, ხოლო ჩვენთვის პირველი დღე (ასევე მოვიხსენიებ პოსტებში) ძალიან საინტერესო და სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა.

დავიწყებ წინა საღამოს სიურპრიზით, როდესაც დაახლოებით 11 საათისთვის კარებზე კაკუნმა გაგვაღვიძა და ყველა ბლოგერს ბრენდირებული Beauty Box-ები გადმოგვცეს საჩუქრად, უამრავი ბიუთი პროდუქტით შიგნით. Continue reading