#Blogomanija – Party

9 საათზე გონდოლაში ვიჯექით მივქროდით სასტუმროსკენ, გზას უნდა 10 წუთი.

ზუსტად 50 წუთი გვქონდა რომ გვევახშმა, გამოგვეცვალა და 10 საათზე ისევ გონდოლასთან შევკრებილიყავით რათა ჰაბაკუკში დავბრუნებულიყავით და საღამოს წვეულებას დავსწრებოდით.

საღამოს გათვალისწინებული იყო: სერბული ღვინის დეგუსტაცია, 2 სერბიდიზაინერის ტანსაცმლის ჩვენება და ღამის წვეულება ტერასაზე და სასტუმროს კლუბში, სადაც ადგილობრივი გოგონა დიჯეების ჯგუფი Panic Girl დაუკრავდნენ.

რა სისწრაფით ვივახშმეთ და გამოვიცვალეთ არ მახსოვს, მაგრამ 10 საათზე ნამდვილად ვიყავით გონდოლასთან და დავეშვით ჰაბაკუკისკენ. Continue reading

ბილიარდის ტურნირი ბოულინგ ცენტრალში

დიდი ხანია მინდა რამე საინტერესო და აქტიური შიდაკორპორატიული ღონისძიების ჩატარება …

არ მინდოდა ეს ყოფილიყო წვეულება, რადგან ნებისმიერი წვეულება თითქმის ყოველთვის ქართულ ქეიფში გადაიზრდება ხოლმე პირამდე გადავსებული ღვინის ჭიქებით და სადღეგრძელოებით, რაც საოცრად მთრგუნავს, არ მიყვარს სუფრასთან ჯდომა და თამადის მორჩილებაში ყოფნა, არ მიყვარს საჭმელ სასმელით დახუნძლული მაგიდები და რამდენიმე ჭიქის მერე აურზაურში გადასული სიყვარულის მტკიცებები, არ მიყვარს რესტორნები …

არც ექსკურსია მინდოდა, ექსკურსიებზე ისედაც დავდივართ ხოლმე თანამშრომლები და განრიგი აქაც უცვლელია ძირითადად, გინდა – არ გინდა რამე ღირსშესანიშნაობის დათვალიერება, გზით დაღლილი და მოშიებული ხალხი, ერთი სული რომ აქვთ ეს პირველი „კულტურული“ ნაწილი მალე დასრულდეს და დაიწყოს მეორე ნაწილი სახელწოდებით „აბა ბოცას მოვხსნათ თავი“ :დ

საქართველოში ასეა და რა ვქნა, მე კი არ ვიგონებ 🙁 🙁

ძალიან მომწონს პიკნიკები, თბილ ამინდში სადმე ბუნების წიაღში გასვლა ოჯახურად, მოლზე წამოწოლილი დასვენებებით, თბილი საუბრებით ან პირიქით ამა თუ იმ აქტუალური საკითხების გააფთრებული განხილვებით, სადაც ახალგაზრდობა ბადმინტონს ან ფეხბურთს თამაშობს, სახელდახელოდ მოწყობილ მოედნებზე, სადაც ქალბატონებს თერმოსით ყავა ან ჩაი წამოუღიათ, სადაც მამაკაცები, ცეცხლს აჩაღებენ რათა მწვადი შეწვან და გემრიელი, ოჯახებიდან წამოღებული ხაჭაპურები გაათბონ. ან ნარდს თამაშობენ სადმე ჩრდილში აზარტული წამოძახილებით, სადაც მხოლოდ რამდენიმე ბოთლი წითელი გემრიელი საფერავი ან მუკუზანი ცივდება წყაროში და სადილის დროს ელოდება, რათა დაატკბოს და არა დაათროს მსმელი.

ესეთი პიკნიკი მეიდეალურება, საინტერესო და სასიამოვნო განტვირთვა და დასვენება ბუნების წიაღში …

მაგრამ ამჯერად ამინდებმა არ შემიწყო ხელი

მერე ფიქრების მიმართულება შევცვალე და  სპორტული ღონისძიების ორგანიზებისკენ გადავერთე –  ბილიარდის ტურნირის იდეაც მაშინ დამებადა, დავრეკე თბილისის ქსელის ყველა მაღაზიაში, გასარკვევად თუ რამდენად ექნებოდა დაინტერესება ამ ტურნირს და რადგან სასურველი პასუხები მივიღე, შევუდექი სავარაუდო ადგილების ძებნას…

პირველივე რაც მომივიდა თავში იყო ბოულინგ ცენტრალის საბილიარდო, 2 დღეში ჟურნალ „ფოკუსის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მაკო გავიცანი, ბოულინგ ცენტრალის მმართველი დირექტორი და რადგან იქ არ მოგვეცა საშუალება საუბრისა, სავიზიტო ბარათი გამოვართვი მოგვიანებით შეგეხმიანებითქო..

მეორე თუ მესამე დღესვე დავურეკე და ვაცნობე რომ გვინდა „ახალი ნათების“ შიდა ჩემპიონატის ჩატარება ბილიარდში. მაკო ძალიან თბილად, ყურადღებით და ჩვეული პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ წინადადებას, ზუსტად 3 დღეში, მას შემდეგ რაც გავარკვიე ჩვენი კომპანიიდან თამაშის მსურველთა ზუსტი სია, უკვე შევთანხმდით თითოეულ დეტალზე და ტურნირის დღეც დაინიშნა 8 ოქტომბერი საღამოს 8 საათი.

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მაკოს პერსონალურად და ბოულინგ ცენტრალის მთელ სტაფს, რომლებიც ღამის 2ის ნახევრამდე საოცარი მოთმინებით და ღიმილით გვემსახურებოდნენ. საუცხოო კომფორტი მოგვიწყვეს, საბილიარდო დახურული იყო ჩვენთვის, მაგიდები და სავარძლები მომარაგებული, ბარი და მიმტანები მობილიზებული, გვემსახურებოდნენ უსაყვარლესი და ძალიან კეთილი მსაჯები, და ბოლოს სიურპრიზი, პირველ ადგილზე გასული ბოულინგ ცენტრალმაც დააჯილდოვა 1 საათიანი უფასო ბოულინგის ბარათით, 1 საათიანი უფასო ბილიარდის ბარათით და სასმელით, რომელიც დარწმუნებული ვარ იქვე გაიხსნებოდა და დაილეოდა გამარჯვების აღნიშვნის მიზნით – რომ არა ღამის 2ის ნახევარი და რომ არა მომდევნო სამუშაო დღე.

საბილიარდო ძალიან მყუდროდ იყო მოწყობილი, ახალი ნათების ბანერებიც შევიტანეთ და დავდგით, გვემსახურებოდა 2 ფოტოგრაფი, ერთი ბოულინგ ცენტრალის, ერთი ახალი ნათების. მოთამაშეები იყვნენ 14 ადამიანი.

თამაში მიდიოდა 4 მაგიდაზე და 4 მსაჯი გვემსახურებოდა, რომლებმაც დაგვიხაზეს თამაშის გეგმა, ჩაგვიტარეს კენჭისყრა და საკმაოდ პროფესიონალურად და დაუღალავად იმსაჯეს ბოლომდე.

პარალელურად დიდ ეკრანზე ჩართული იყო ფეხბურთის მატჩი, საქართველო – მალტის თამაში და წაგებულები და ხანდახან გულშემატკივრებიც აქტიურად ერთვებოდნენ ფეხბურთისკენ…

ტურნირი გაგრძელდა 5 საათი და 20 წუთი, მოთამაშეები მართალია ძალიან დაიღალნენ, მაგრამ  ნახევარფინალმა და ფინალმა მაინც გამოაფხიზლა ყველა.

ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ:

კახა აბუაშვილი (ცენტრალური მაღაზია – სალონის  კონსულტანტი) და ირაკლი გაბინაშვილი (შესყიდვების მენეჯერი) – გაიმარჯვა კახამ

ვაჟიკო ხარაბაძე (ცენტრალურიმაღაზია – სალონის  კონსულტანტი) და გიორგი ჩალაძე (დიდუბის მაღაზიის კონსულტანტი) გაიმარჯვა ვაჟიკომ.

ფინალი ითამაშეს ვაჟიკომ და კახამ და ვაჟიკომ გაიმარჯვა ანგარიშით 3:2, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული თამაში იყო …

გამარჯვებულს ახალი ნათების დირექტორისგან გადაეცა ახალი ნათების საიუბილეო კედლის საათი, ლედ ამონათებით.

საღამო გამოვიდა ძალიან სასიამოვნო, საინტერესო, აქტიური და თბილი …

ჩვენ კიდევ 2 შიდა ტურნირს ვგეგმავთ, ზამთრის და გაზაფხულის სეზონებზე და შემდეგ გვინდა უკვე სხვა კომპანიები გამოვიწვიოთ „კომპანიებსშორის ტურნირების“ ჩასატარებლად …

ველით გამოხმაურებებს 🙂