Oscar De La Renta F/W 2014

არ ვიცი რატომ, მაგრამ NY Fashion Week-ს ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ველოდები ხოლმე. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც წარმოდგენილ დიზაინერებსა და კოლექციებზე არანაკლებ მაინტერესებს ხოლმე დამსწრე საზოგადოება.

ეს ხომ ზუსტად ის ღონისძიებებია სადაც ჰოლივუდის ყველაზე, ყველაზე IT PERSON -ებს ნახავ პირველ რიგებში.

აი მაგალითად 🙂

  ამ თემაზე შესაძლოა ცალკე პოსტიც კი დავწერო, ვინ ესწრებოდა NY Fashion Week-ს და რა ეცვათ მათ, მაგრამ მოდით ახლა დავუბრუნდეთ სრულიად ამერიკის სიამაყეს Oscar De La Renta-ს შემოდგომა/ზამთრის კოლექციას.

  დაიწყებდი იმით, რომ ყველამ წინასწარ იცის ამ კოლექციის უდიდესი ნაწილი წითელ ხალიჩებზე მოიწონებს თავს, რადგან Oscar De La Renta-ს სამოსი სამეფო ელეგანტურობასა და გასაოცარ მიმზიდველობას არასოდეს კარგავს.

  თავადაც შეაფასეთ, მგონი რომ ყველას მოწონებას დაიმსახურებს ეს კოლექცია

Continue reading