Posts Tagged ‘AVON’

    დღეს ალბათ მისალოცი პოსტი უნდა დამეწერა. თუ როგორ გილოცავთ, როგორ გისურვებთ ყველაფერს კარგს და ასე შემდეგ. მაგრამ ამას ჩემთვის ახალი წელი არ სჭირდება, ისედაც ყველას ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და რაც მთავარია ოცნებების ახდენას :)

   დღეს მე სხვა თემაზე მაქვს პოსტი დასაწერი ….

სათაურიდან მიხვდებით რომ თემის შინაარსში რაღაც საჩუქარიც იგულისხმება, მართლები ხართ :) ……..  TAA.GE – აცხადებს კონკურსს და აწესებს პრიზს.

   კონკურსების იდეა გუშინ  სვითისთან  სკაიპური საუბრის შემდეგ დამებადა. თუ ნახეთ ჩემი გესტ პოსტი მის ბლოგზე გეცოდინებათ რომ სვითისაც აქვს სამომავლოდ რაღაც პროექტი რომელში გამარჯვებილიც ასევე მიიღებს საჩუქარს TAA.GE -სგან. ბლოგის თემატიკიდან გამომდინარე საჩუქრები იქნება მხოლოდ სილამაზის სფეროდან და მხოლოდ ბრენდები. ხარისხის კონტროლს მე თავად ვაწესებს ჩემს საჩუქრებზე, ყველაფერი იქნება ან ლუტეციაში ნაყიდი ან ინტერნეტით გამოწერილი სხვადასხვა კოსმეტიკური საიტებიდან რომლებსაც მე ვენდობი. + ამას ხანდახან AVON – ის პროდუქციაც, რომლის თითქმის 100-წლიანი ისტორიაც აძლევს ამ ბრენდს შანსს მოხვდეს ჩემი საჩუქრების სიაში.

 dior მაშ ასე კონკურსი იწყება დღეს ღამესვე და სრულდება 7 იანვარს ….

 

რაც შეეხება საჩუქარს, ამ კონკრეტულ კონკურსში თამაშდება : დიორის გამწმენდი. მაპატიეთ სურათი ვერ დავაფოტოშოპე :)

შინაარსი – ჩემს ემეილზე (taa@taa.ge) მშვენიერი სქესის ყველა წარმომადგენელმა, რომელსაც გსურთ მიიღოთ პრიზი, უნდა გამოაგზავნოთ სურათები ახალი წლის დღეებიდან. კონკრეტულად კი თუ როგორ გამოიყურებოდით ამა თუ იმ დღეს. 31 ღამიდან დაწყებული 7 იანვრით დასრულებული. როდესაც იგრძნობთ რომ რაღაც კარგად და მომხიბლავად გამოიყურებით, ან სამოსი გაცვიათ განსაკუთრებული, ან თმა გაქვთ გამორჩეულად, ან მაკიაჟი გაქვთ გამორჩეული —  სასწრაფოდ გაქანდით და გადაიღეთ სურათები. გამომიგზავნეთ მეილზე და გაიმარჯვეთ …

აქვე მინდა ჩემს მამრობით მკითხველებს შევთავაზო – მათაც მიიღონ მონაწილეობა ჩემს კონკურსში, საჩუქარს მათთვისაც მოვიპოვებ რამეს :)

რადგან რამე უფრო განსაკუთრებულის დასაწერად ვერ ვიცლი და მუზებიც ნაკლებად მომდის, ჩემს ვიქენდს აღვწერ

შაბათი –

გვიან გავიღვიძეთ, დიმა წავიდა მანქანაზე საცალიჩოდ, ვიხლოპები და რაღაცეები უნდა გადაეყენებინა, მე სახლსი ვიყავი, სალონში ცავეწერე, ვიბანავე, დათომ დეაკო მოიყვანა ვეთამაშე და წავედი ამასობაში სალონში. საოცარი ტაქსისტი შემხვდა, ფასი რო ვკითხე -დაჯე, დაჯეო, შენ რაც არ უნდა გადამიხადო უარს როგორ გეტყვიო, ცოტა ვერ იყო მგონი, შენ ქუჩაში როგორ დაგტოვებო, გეგონება მე ვრცებოდი უმაგისოდ ქუჩაში. მერე მთელი გზა ენა არ გააცერა, ვერ ვიტან ეგეთ რაღაცეებს, არც იცი რა უპასუხო აბსოლუტურად უცხო ადამიანების უცხო ცხოვრებისეულ რარაცეებს, არადა ვერც ეუხესები, არაფერი დაგისავეს, ხოდა ერთი სული მქონდა გადმოვსულიყავი.
აი სალონში კი უკვე სესვლისთანავე განვიტვირთე, პირსახოცების გასრობის სუნი, ფენის ზუზუნი უკვე ცემს სტიქიასი მაგრძნობინებს თავს. თან ცემი სალონი ზალიან მიყვარს, მიყვარს იმიტო რო ყოველთვის ბევრი ხალხია, სულ ზუზუნია და ისეთი ტავის მოვლის გარემო დგას კარგი, თან ბევრი სერვისი აქვთ და ასწორებს.
ჯერ პედიკურები გავიკეთე, არ ვიცი მაქვს თუ არა არწერილი ეს პროცესი, ჯერ უსაყვარლესი მანიკურშა მყავს გოგო არის ახალგაზრდა ვიკა, მერე ზალიან გემრიელ კრესლოში ზიხარ რომელსაც აქვს ზურგის და კეფის მასაჟორი, ანუ ზიხარ და ავტომატურად კაიფში ხარ. მერე ფეხები გიდევს უსაყვარლეს ვანაჩკაში სადაც ჯაკუზიც არის და რაც მთავარია სარეცხის საპონს არ ჭრიან და არ ყრიან, არამედ შვარცკოფის ზალიან სურნელოვან ასაქაფებელ რაღაცას ასხამენ. და თვითონ პროცესიც ძალიან მიყვარს, თან ეხლა მაინც სამშობიაროსათვის ვემზადები და ვუთხარი რომ ძალიან ლამაზუნად გამიკეთოს ყველაფერი :)
ხოდა ფეხებზე გავიკეთეთ ფრენჩი ლამაზი სადა ნეილ არტებით . სურათზე როა დაახლოებით ასე, ოღონდ ესეთი ჭრელი არა

nail

მერე მანიკურზე დავჯექი, ფრჩხილები უკვე საკაიფოდ გამეზარდა და ძალიან ლამაზად გამოიყურება და უნდა მომეჭრა, რადგან სამშობიაროში მაინც ბოლომდე მოჭრილი უნდა გქონდეს რო ბაია არ დაგეკაწროს შემთხვევით, მაგრამ ვერ გავიმეტე, ხოდა ეივონის ძალიან საყვარელი კუსაჩკა ვიყიდე და ჩემი ფრჩხილები დროებით ისევ შევინარჩუნე, მივალ სამშობიაროში და კუსაჩკით მოვიჭრი სანამ ბაიას მომიყვანენ, მანამდე კიდე ვივლი ლამაზუნა გრძელი ფრჩხილებით.
მერე სალონში ჩემი ნაცნობი ქალი ვნახე, ხათო, უსაყვარლესი ადამიანი, ფორტუნას მარკეტინგის მენეჯერი, სანამ მიშრებოდა მანიკურები და დიმას ველოდებოდი გემრიელად ვიჭორავეთ.მერე დიმაც მოვიდა და სვითისთან წამიყვანა.

სვითისთან ვიყავით შეთანხმებული მისვლაზე რადგან უნდა გვეთამაშა, მის მიერ შეძენილი თანაში, სერიალ “`SEX & THE CITY”_ზე აწყობილი, არადა ჩემდა მოულოდნელად, როდესაც მეგონა რომ მაგრად მიყვარდა ეგ ფილმი, თურმე ისიც კი არ მცოდინია რომ 6 სეზონი ქონია :) , ხოდა ეხლა დიასახლისებს ჩავამთავრებ თუ არა ისევ დავუბრუნდები ქერი ბრედშოუს და ყველა სერიას ვუყურებ ინგლისურად. ხოდა სვითისთან მხოლოდ 4ნი შევიკრიბეთ, მე, სვითი, თათაია და ლოლიტა. ზალიან საყვარლად გავატარეთ სარამო, ვითამასეთ, ახალი ამბები მოვყევით, ყავა და ვაფლები მივირთვით და მე შედარებით ადრე წამოვედი, ჩემს დას დავპირდი გნახავ მეთქი და უნდა შემესრულებინა დანაპირები.

sex-and-the-city-the-movie-1-1024

ცვენ ჯერ დიმასთან წავედით უბანში, საშკას მანქანა ვნახეთ რარაცა გადააკეთა და ზალიან საკაიფოდ დადის, მერე წერეთელზე ცავედით და ხატიას და დეაკოს გადავუჯექით მანქანაში მე დიმა და დატო და რადგან ზალიან მშიოდა წავედით კანდელაკზე ჩილიმ ბარში. ძალიან გაგვისწორდა, უგემრიელესი ცეზარი და კარტოფილი მოგვიტანეს, კარგი მუსიკა, საკაიფო სიტუაცია. უბრალოდ ვერ მოვწიეთ რადგან ფული არარ გვეყოფოდა, ბიჭებმა სასმელებიც დალიეს და არ გვეგონა თუ ერთი მოწევა 25 ლარი ეღირებოდა. მაგრამ შემდეგში გვეცოდინება და მოვწევთ, მაგრამ მაინც მაგრად გაასწორა. მერე წამოვედით სახლში და გემრიელად დავიძინეთ.

hookah_pipe

კვირა

ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად მძინავს, ჯერ ერთი რომ რატომღაც დამეწყო პანიკური შიშები ღამის მიმართ, კონკრეტულად ის რომ საშინლად არ მინდა ბავშვის გაცენა რამით, ანუ დღისით მინდა რომ ყველაფერი ეს დაიწყოს, რადგან დასაწყისის უფრო მეშინია ვიდრე თვით მთავარი პროცესის, მერე რო უკვე დიდი გოჭია და ჩემს ჭკუაზე არ მაძინებს, ყველა გადატრიალებაზე უნდა წამოვდგე და მისთვის სასურველ პოზაში მოვთავსდე, წინააღმდეგ შემთხვევასი არ მაძინებს.
ხოდა გუშინ კი დამეზინა შედარებით ადრე, მაგრამ სანაცვლოდ დილით არდე გამეღვიძა 7ის წუთებზე და ვეღარ ვიძინებდი :( , თან უაზროდ წვიმდა და ვხვდებოდი რომ დღევანდელი გეგმები მეშლებოდა და უფრო მეტად მინდოდა დაძინება, მაგრამ ვერ მოვახერხე, ხოდა სადღაც 9 საათამდე, დიმას ლეპტოპი ჩავრთე და ფეთ-სოსაეთის ვთამაშობდი, მერე ჩამეძინა ისევ. 12 ის ნახევრისთვის ორივეს გაგვეღვიძა ჩავიცვით და წავედით ლილოში, ბაიასთვის საყვარლობები ვიყიდეთ, ლოგინის ჩასაფენები და საბანაო ატრიბუტიკა, მერე ბაზარში გამოვიარეთ და მოვედით სახლში. ამ სიცხისგან ისეთი გადაღლილი ვიყავი ვერ ვაზროვნებდი, თან მშიოდა და დედის ახალი კარტოფილი შევაწვევინე და გემრიელად მივირთვით. მერე დიმამ დედიკო წაიყვანა მამიკოს სასაფლაოზე, მე ვერ გავქაცე ძალიან დაღლილი ვიყავი. თაკო გამოვიდა ცემთან, ვიჭორავეთ ბალკონზე, მერე ბიჭები მოვიდნენ, სხედან ლუდს სვამენ და საუბრობენ, მე კიდე თაკო რომ გავისტუმრე ვზივარ და ბლოგზე ვპოსტავ. ხოდა ასე ჩაიარა ჩემმა ვიქენდმა :)

new_born_baby

გუშინდელი დღე ჩემს მომავალ პატარას მივუძღვენი :)

4 საათზე დიმამ მომაკითხა და წავედით სერგოსთან ეხოზე, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი სიმპატიები მაგ ადამიანთან დაკავშირებით.

ძალიან საყვარელი კაცია, ძალიან კარგი მიდგომა აქვს ადამიანებისადმი

ბაია ამოტრიალდა როგორც იქნა რამაც ძალიან გამაბედნიერა, თუმცა ამჯერად მეორე ფაქტორი ამოქმედდა

რამდენადაც ეხოზე ჩანს და იზომება, ჩემი ბაია უკვე 3100გრამია, რაზეც სერგომ მითხრა რომ საკმაოდ დიდია უკვეო და 6 საათის მერე წყლის გარდა ყველაფერი ამიკრძალა, რო ძალიან არ გაიზარდოს კიდევო.

მერე ვთხოვე სურათი გადამიღე ბავშვის მეთქი და მაგარი დამცინა

37 კვირაზე რა სურათი გინდა ამ კამერის დიამეტრში რაც იღებს მარტო თავიც არ დაეტევა იმხელააო უკვეო

ხოდა მაინც გადავაღებინე და ჩემი გოჭი “IT უცხოპლანეტელი” რო იყო, მაგას გავს

მოვკვდით სიცილით მე და დიმა კინაღამ სახელი გადავიფიქრეთ და IT დავარქვით.

მერე დიმამ უბანში დამტოვა, შევქანდი ეგრევე PSPში და მთელი სია ვიყიდე სამშობიაროში წასაღები ნივთების

აქაც ვაკოპირებ რაიცი როდის დაგჭირდებათ :)

თათასთვის: (ბრენდებსაც ვწერ  )

ანტიპერსპირანტი DOVE ლურჯთავსახურიანი (ვაფანატებ მაგ სუნზე, მესამე წელია არ ვცვლი

კბილის პასტა პარადონტაქსი

კბილის ჯაგრისი Colgate 360 ყველაზე რბილი ფუნჯებით

პაკეტები Kotex ყველაზე დიდი ზომა

პერანგი (ძაან სასაცილოა ფართხუნა ატლასის) დედაცემმა გამომიჩხრიკა

პიჟამა (მეორე მესამე დღისთვის – ვერ ვიტან პერანგებს) (Victoria’s secret)

საპონი _ Palmolive ქაშმირი კრემ-საპონი როა რბილი და ნაზი

ოთახის შლოპკები (OLDNAVY)

აბაზანის შლოპკები (შოდი)

პირსახოცი დიდი (noname  )

ჰიგიენური პომადა (AVON)

სავარცხელი (Oriflame made of wood)

შამპუნი (გლისკურს და BC_s ვხმარობ მხოლოდ)

მკერდის საფენები (NOLKEN BABY LINE)

საბუთები (გაცვლა-გამოცვლის ბარათი + ქორწინების მოწმობა + პირადობა)

რძის საწველი აპარატი  (Chicco)

და 1500 ლარი (Kor Standard Bank)

ვიკისთვის (Victoria’ს ვარქმევ  )

სველი სალფეტკები (Jonson’s Baby)

ბაიას გამოსაყვანი სეტი (BabyMallOnline) და ჩემმა დამ ძაან საყვარელი გამოსაყვანი რაღაცა მომიტანა დღეს

ტალკი ბაიასთვის (Jonson’s Baby)

საპინი ბავშვის (Jonson’s Baby)

მერე ავედი სახლში, მთელი დღე არაფერი არ მქონდა ნაჭამი, ვჭამე შემწვარი კარტოფილი და წავედი კიკვიძის ბაღში

ჩავრთე ფორტუნა + და 4 დიდი წრე დავარტყი ბაღს ნაუშნიკებთან ერთად, თან ვფიქრობდი რაღაცეებს ბაიაზე და მომავალზე და ძალიან მესიამოვნა ესე ბოდიალი, სახლში ასვლაც არ მინდოდა.

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
August 2010
M T W T F S S
« Jul    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031