ჩემი პირველი პრესკონფერენცია

ახალ ნათებაში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, 15 მაისს 2012 წელს ჩავატარე ჩემს ცხოვრებაში პირველი პრესკონფერენცია. პრესკონფერენციის მიზანი იყო ფართო მასებისათვის გაეცნო ინფორმაცია ახალ ნათებაში საქველმოქმედო აქციის დაწყების შესახებ.

პრესკონფერენციის ადგილს რომ ვეუბნებოდით ყველა ჟურნალისტს უკვირდა, ნუთუ მართლა მაღაზიაში ატარებთო, მაგრამ ამხელა და ასეთი ლამაზი შოურუმი გვაქვს და სხვაგან რატომ უნდა ჩავატარო არ მესმის.

მთელი 4 დღე გადავყევი გეგმის შედგენას თუ რა უნდა ყოფილიყო პრესკონფერენციაზე. იმის გამო რომ ეს აქცია მწვანე ინოვაციის ფარგლებში ტარდებოდა, პრეს ბანერზე დავიტანეთ მწვანე ფოთლებიანი ეკო ნათურა, მაგიდის წინ დავაწყვე მწყანე ყვავილები, ცოცხალი სხვათა შორის და ულამაზესები და პრეს რელიზები და ახალი ნათების ნიუსლეთერები განვათავსეთ მაგიდის სანათების სადგამ კუბიკებზე, რომლებიც ასევე მწვანე ბამბუკის ფაქტირიანი სტიკერით იყო დაფარული.

Continue reading

სიცოცხლით სავსე კვირა

დაიწყო, ერთ ერთი ყველაზე სავსე და გადატვირთული კვირა ჩემს ცხოვრებაში
ზუსტად 1 კვირაა დარჩენილი ჩვენს იუბილემდე, და 1000 წვრილმანი და მილიონი დეტალი

არ ვიცი დავწერე თუ არა, ზურამ (ჩემმა უფროსმა) დამნიშნა საიუბილეო შტაბის უფროსად, ნებისმიერ ხარვეზზე პასუხისმგებლობა მეკისრება მე, ისევე როგორც კარგად ჩატარებულ ივენთზეც შემაქებენ “მე” 🙂

და ეს ყველაფერი ყოველდღიური სამუშაოს ფონზე
დილით ნახევრად უძილო მდგომარეობიდან მზის სხივებმა და დილის ყავამ დამომიყვანა, რომლითაც მე და დიმამ ვისიამოვნეთ აივანზე. ხო, კიდევ სიახლე, სიგარეტის მოწევა დავიწყე, ჯერ ძალიან პასიურად, მაგრამ მაინც ვეწევი ხოლმე. განსაკუთრებით დილაობით ყავასთან ერთად.

მერე სასწრაფოდ მოვემზადე, ბავშვს ვაჭამე, ცოტა ხანი ვეთამაშე, ვეფერე და ამასობაში ძიძაც მოვიდა.
DSC05353 ორშაბათი დილა ჩვენთან ყოველთვის თათბირით იწყება, ვიკრიბებით: კომპანიის ხელმძღვანელი, მენეჯმენტი, მაღაზიების ხელმძღვანელები, საწყობის უფროსი, HR, მომარაგების უფროსი და ვისმენთ ყველას მოსაზრებებს, სიახლეებს, ჩივილებს და ასე შემდეგ. საკმაოდ საინტერესო და ხანგრძლივი პროცესია. შემდეგ ვიღებთ გარკვეულ დირექტივებს კომპანიის ხელმძღვანელისგან და ვბრუნდებით დისლოკაციის ადგილებისაკენ.

2 დღესაც ანალოგიური სიტუაცია იყო, თუმცა დღევანდელი თათბირი განსხვავდებოდა სხვა თათბირებისაგან, იმით რომ დღევანდელ თათბირზე 60% ეჭირა იუბილეს თემას, ვისაუბრეთ პროგრამაზე, გამოსვლებზე, სტუმრებზე, გათამაშებაზე, Dress Codeზე. დაიბეჭდა კომპანიის საიუბილეო პლაკატები, ჩამოისხა საიუბილეო წითელი და თეთრი ღვინო. დამზადდა საჩუქრები ჩვენი ლოგოტიპებით, მოკლედ დიდი ამბებია.
დაიბრონა სასტუმრო უცხოელი სტუმრებისათვის,

დაიგეგმა კახეთის ტური შაბათისათვის, რომელშიც შედის სიღნაღის დავალიერება, ღვინის ტური GWS_ის ღვინის ქარხანაში, შემდეგ ვახშამი რესტორანში, იქვე სიღნაღში. ამ დღეს ერთადერთი მდედრი ვარ ვინც ამ კახეთის ტურის სიაში მოვხვდი, ძალიან არ მინდოდა, მაგრამ ვერ შევეწინააღმდეგე.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები სატელევიზიო კლიპზე, რადიო რეკლამაზე, ბეჭდვით მედიაზე. გუდვილს ვუკვეთავთ საიუბილეო ტორტს.

 

ხოდა ეგეთ ამბებში ვარ, ისე გავიდა მთელი დღე სამსახურში ვერც გავიგე იმდენი საქმე მქონდა. სამსახურის მერე ისევ გოგოებთან ვიყავი კაბის “პრიმერკაზე” უკვე რაღაცას დაემსგავსა 🙂 ზეგ დაასრულებენ და წამოვიღებ.