Posts Tagged ‘chanel’
სანამ უშუალოდ იმ 8 საუკეთესო პომადაზე გადავალ, რომლებსაც მსოფლიო აღიარებს, მინდა ჩემი პატარა გამოცდილება დავწერო. სარვამარტოდ ჩემს თავს AVON-ის Lip Palette ვუყიდე, ეს არის 8 ფერიანი პალიტრა პომადებისა, რომელსაც მოყვება ფუნჯი და სარკე, ზუსტად ისეთი როგორც სურათზე, უბრალოდ ლაივში ფერებუ უფრო ლამაზია. აქ ცოტა ფერები სხვანაირად ჩანს. საოცრად კმაყოფილი ვარ და ძალიან ლამაზი ფერებია. უკვე 3 დღეა ვხმარობ და ჯერ ჯერობით არც ტუჩის კანი გამომიშრა და არც არაფერი. თან ფუნჯი წასასმელად ძალიან მოსახერხებელია
მაშ ასე 8 ულამაზესი პომადა მსოფლიოს ქალებისათვის,
მოდელები:
Freja Beha Erichsen,
Claudia Schiffer,
Baptiste Giabiconi
ფოტოგრაფი
თვით Karl Lagerfeld
2010 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექცია, Chanel
ჩვენება რომელიც ყველასთვის სურპრიზად იქცა
პარიზის Grand Palais_ში კიდევ ერთი საოცარი ჩვენების მასპინძელი აღმოჩნდა, სცენაზე უზარმაზარი ამბარი იყო აშენებული, სავსე თივით, დაბლა მიწა ეყარა და თივის ნაკუწები. თივითვე იყო ოთახი აშენებული საიდანაც კოლექციის მატარებელი მოდელები გამოდიოდნენ. ეს არ იყო ჩვეულებრივი სვლა, ეს მთელი სცენარი იყო დადგმული. ჩვენებას შთაგონებად ორი ისტორიული წყარო ედო, ერთი მარია ანტუანეტას სოფლად ცხოვრების პერიოდი და მეორე თავად კოკო შანელის მიერ დაწყებული ხაზი_ ქალაქიდან გაქცევა.
ჩვენების დასასრულს, მოულოდნელად, პირდაპირ სცენიდან პლატფორმა აიწია და პატარა სცენა ამოვიდა რომელზეც იდგნენ მომღერალი ლილი ელენი და მუსიკოსები. ძალიან შთამბეჭდავი სანახაობაა. ლილიმ ცოცხლად შეასრულა თავისი სიმღერა Not Fair.
მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა ჩვენების ორიგინალურობით, ხოლო კარლ ლაგერფილდმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ აქვს უნარი უბრალო ჩვენება თეატრალურ სანახაობად აქციოს
დარწმუნებული ვარ ჩვენი პარფიუმერული მაღაზიების უმეტესობაში არ იყიდება ნამდვილი პროდუქცია,
არც ბრენდ ნეიმ ტანსაცმლის მაღაზიები გამოირჩევიან ამ მხრივ დიდად.
რა თქმა უნდა თითოეული ჩვენთაგანი ცდუნებულა კარგად შესრულებული ნაყალბევით
რადგან ისინი გაცილებით იაფი ღირს ხო?
ალბათ მაგიტომაც, თუმცა არსებობს დედამიწაზე ადამიანები რომლებიც ქმნიამ ამ საოცრებებს. და არსებობენ ადამიანები რომლებიც არეკლამებენ ამ საოცრებებს.
ნახეთ ეს რეკლამები და დარწმუნდით რომ ფასი ხშირად მეორე ხარისხოვანია
““
““
““
““
““
ქალის ხელჩანთა არის ქალის გარდერობის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, ალბათ ყველანი დამეთანხმებით.
ქალის ხელჩანთა არის ინდივიდუალურობის გამოხატვა, ქალი მასში დებს მისთვის ყველაზე უფრო ახლო, ყველაზე უფრო ძვირფას ნივთებს.
კარგი ჩანთები გამოირჩევა 3 მნიშვნელოვანი თვისებით: სანდოობა, მოდური დიზაინი და ფუნქციურობა.
დამეთანხმეთ რომ თუნდაც დიორის ამ ჩანთაში რომელიც ამაზონზე 1295$ ღირს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდით ფულს, როცა გეცოდინება რომ ეს ნამდვილი და ხარისხიანია, და ამ თანხას იხდი იმაში რომ ელვა შესაკრავი და ასე შემდეგ დეტალები არ გაუფუჭდეს .ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე რა ხდებოდა დეტალურად ამ დროს, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი რამ არასოდეს შემმთხვევია. მოკლედ რეზუმე მაინც ასეთია რომ გამძლე და ხარისხიანი ჩანთა ყოველთვის ჯობია. თუ რამეა გადმოყრა ამ ჩანტებიდანაც შეიძლება




