მართალია განვაცხადე, მხოლოდ იმ კოლექციებზე დავწერ, რომლებსაც დავესწარი და მომეწონა მეთქი, მაგრამ ავთანდილი და ლელა ელოშვილი იქნებიან ის გამონაკლისები, რომლებზეც აუცილებლად დავწერ, მიუხედავად იმისა რომ ვერ დავესწარი ვერც ერთის ჩვენებას სამსახურის გამო.
მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ძალიან გულშემატკივრობდა ატელიე “ინფორმალს” ოდიდგან და ვაგრძელებ ამ გულშემატკივრობას ამ გოგონების მიმართ ცალ-ცალკეც.
ლელა ელოშვილის კოლექციამ, რომელსაც მხოლოდ სურათებით გავეცანი, საინტერესო ფერებითა და პრინტებით მიიქცია ჩემი ყურადღება და მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ. ასევე მინდა თქვენი ყურადრება გავამახვილო აქსესუარებზე.