თმის ფილერი AKA თმის ბოტოქსი, თმის გამაჯანსაღებელი და აღმდგენი სალონური პროცედურაა.
მართალია იგივე პროცედურის ჩატარება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ კლიმაზონი ერთ ერთი აუცილებელი კომპონენტია ამ პროცედურის, სახლში 1 საათი პირსახოცმოხვეულ ყოფნას, ისევ სალონში ჩაიტაროთ ჯობია.
მას შემდეგ რაც თმა სუპრით გავიღიავე, რომ ვარდისფრად შემეღება ბოლოები …
მას შემდეგ რაც თმა სუპრით ხელახლა გავიღიავე + ვარდისფერი ჩამოვრეცხე და ისევ გავიქერავე ბოლოები…
მას შემდეგ რაც თმას მთელი შემოდგომა – ზამთარი ფენით ვიშრობდი და თუ სალონში ვერ მივდიოდი თმის ბოლოებს თმის უთოთი ვიპრიხავდი …
შედეგად მივიღე – ფუჩეჩი !!! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაფშეკილი, გამომშრალი, უსიცოცხო და მახინჯი თმის ბოლოები.
თმა, რომლის დავარცხნას ტატუს გაკეთება სჯობდა ისე იწიწკნებოდა და მტკიოდა. Continue reading