მილანური ამბები: MONZA 2

ტრეკის შესასვლელთან ჯიხურშივე იყიდებოდა ბილეთები, ერთი ადამიანის შესვლა 14 ევრო ღირდა და აქ კიდე რუსთავში შესვლაზე 1 ლარზე წუწუნებდნენ როგორც მახსოვს.

შესვლისთანავე დაგვირიგეს დღის გეგმა და ასევე წლის კალენდარი, თუ რა ხდება წლის მანძილზე მონცაზე ყველაფერი ეწერა

ეს კონკრეტული დღე როდესაც ჩვენ ვიყავით ფორმულა 3 -ს და ბოლიდების რალის ეძღვნებოდა ლამბორგინის დაფინანსებით. ავედით ტრიბუნებზე მაშინ როდესაც ხურდებოდნენ ბოლიდები

რამდენიმე წრეს ვუყურეთ სიამოვნებით და მერე გადავწყვიტეთ ტრეკის უკანა ეზოში გავსულიყავით, სადაც მზეზე თბებოდნენ და თავს იწონებდნენ სუპერ დუპერ მანქანები, 1 საათში ფორმულა სამი იწყებოდა და ესენი ემზადებოდნენ. Continue reading