2 (1)

LIYA x KÁSHKASH

აი მართლა ვერ წარმოიდგენთ რამდენი ხანია მინდა ამ პოსტის დაწერა და გამოქვეყნება, სულ მცირე რამდენიმე თვეა.  იმავე დღიდან, რა დღესაც შევიტყვე რომ ამ საოცარ ამბებს ვიწყებდით. მაგრამ გაგახსენდებათ ალბათ გაზაფხულზე რა ხდებოდა მთეს მსოფლიოში და შესაბამისად ჩვენს თავს, რამაც ბუნებრივია გამოიწვია ამ ყველაფრის დაგვიანება.

გადავიდეთ მთავარზე, მათთვის ვისაც აინტერესებს რა (ვინ) არის LIYA – შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე – https://liya.ge/

ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს და არ იცის, რომ KÁSHKASH არის ერთ – ერთი პირველი ქართული სქინქეარ ბრენდი, ორიოდე სიტყვით მოგიყვებით და საიტსაც განახებთ, სადაც შეძლებთ ამ საოცარი პროდუქტის შეძენას – https://kashkash.me/en/.

კაშკაშს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, ბრენდი მისი ერთ ერთი დამაარსებლის ქეთო გიორგობიანის სამზარეულოს მაგიდაზე დაიბადა 2018 წელს დაბადების დღეზე ნაჩუქარ ეთერზეთების ტესტირების ნაკრებთან ერთად. ქეთომ ასევე სადღაც გამოძებნა ბებიას კანის მოვლის საშუალებების ფორმულების ნაკრები და სრულად გადაეშვა ამ ჯადოსნურ სამყაროში, ჩვენ კი შედეგად მივიღეთ სრულად ზღაპრული და გადასარევი პროდუქტი, რომლის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ორგანული (vegan) ინგრედიენტები და შესაბამისად ჩვენს კანს აბედნიერებს და აკაშკაშებს.  Continue reading