TFW Materiel by Aleksandre Akhalkatsishvili

ცუდია, რომ ცოტა გვიან ვწერ ამ კოლექციაზე, ახალ ნანახზე უფრო მეტი ემოცია მქონდა და უფრო მეტი სიტყვა გადმოსაცემად, მაგრამ ის რაც ნამდვილად ვიგრძენი ამ კოლექციის ნახვისას – ამას დროც ვერ წაშლის.

ეს არ იყო მოდის ჩვენება, ეს არ იყო მითითება თუ რა უნდა გვეცვას 2014-15 წლების შემოდგომა – ზამთარში. ეს იყო ამბავი რომელიც გოგონების სახით დააბიჯებდა პოდიუმზე, ეს იყო ტკივილი რომელიც გველაპარაკებოდა, ეს იყო სამშობლო რომელსაც ქართლის დედაც ვერაფერს შველის და ამიტომ ლექსომ ახალი ჩანაცვლება მოუძებნა მას და მე უზომოდ პატივს ვცემ ამ დიზაინერს.

ასეთი შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი სხვა არც ერთი დიზაინერის არც ერთი კონკრეტული სამოსი ან მოდელი ყოფილა, მიუხედავად იმისა რომ წელს ყველამ ძალიან იყოჩაღა.

  როგორც კი პირველმა მოდელებმა იწყეს გამოსვლა, ჩემი ფეისბუქ მეგობრის რეზი ბესელაშვილის მიერ გადაღებული არაჩვეულებრივი ფოტო გამახსენდა მაშინვე: Continue reading

TFW Day 3 – Guests

_MG_5393

_MG_4958

  თბილისის მოდის კვირეულის მესამე დღე, ოდნავ ნაწვიმარი საღამო, თბილი და ჟანგბადით გაჟღენთილი.  საოცრად მყუდრო ვარდების ბაღის თბილი განათებები და უამრავი მომღიმარი და ბედნიერი ადამიანი. Continue reading