2009 წელი განსაკუთრებული იყო fashion ბლოგერებისათვის, როგორც იქნა მსოფლიომ ისინი შეამჩნია … fashion ბლოგინგის სამყაროში ოქროს ხანა დადგა. fashion ბლოგერებს იწვევენ ჩვენებებზე და პირველ რიგებში უთმობენ ადგილებს, სტატიებს უთმობენ ყველაზე წამყვანი პრიალა ჟურნალები, მათთან თანამშრომლობენ ყველაზე ცნობილი ბრენდებიც კი …
და fashionბლოგოსფეროდან მე გამოვყოფდი ერთ ერთ ყველაზე იღბლიან “ბლოგერკას” – გარანს დორ, რომელსაც ერგო პატივი და ისეთმა ცნობილმა ბრენდმა როგორიცა არის GAP – თანამშრომლობა შესთავაზა.
თავიდან საუბარი მიდიოდა გარანსის ნამუშევრების იმპროვიზირებული გამოფენის მოწყობაზე GAP-ის pop-up მაღაზიაში ლონდონის მოდის კვირეულის განმავლობაში. შემდეგ ეს გამოფენა არ შედგა და ახალ მოლაპარაკებაზე გადაერთო ორივე მხარე. GAP- მა გარანსს შესთავაზა მისი საკუთარი სკეჩებით შეექმნა მაისურების ლიმიტირებული კოლექცია. ყოველი დიზაინი უნდა ყოფილიყო 69 ცალი – რა მუღამი იყო ამ 69 ცალში მე არ ვიცი მაგრამ ასეც მოხდა. გარანსმა 3 სხვადასხვა დიზაინი შექმნა და GAP- მაც გამოუშვა მისი 207 ცალი მაისური.
GAP – სათვის ეს გარიგება კაპიკები ღირდა, მაგრამ სანაცვლოდ ისეთი მედია გამოხმაურება მიიღო რომ ვერც კი იფიქრებდნენ. მაისურების გულისათვის, რომლებიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა, მოდის მიმდევარი გოგონები თავპირს იმტვრევდნენ. სერიოზული ომი გაჩნდა ამ მაისურების მოსაპოვებლად. მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 1 წლის წინ GAP-ის მაისურები საკმაოდ არაპოპულარული იყო გაყიდვებში.
სიახლე ამ კოლაბორაციის შესახებ ყველა fashion საიტს მოედო, (ჩემსასაც 🙂 ) კოლეტში გაიმართა ავტოგრაფ სესია, სადაც მაისურების დიზაინის ავტორი სიამოვნებით ავრცელებდა თავის ავტოგრაფებს. GAP – მა ახალ სეზონზე must have პოზიცია დაიკავა.
მართალია GAP-ის 40წლიანი არსებობის მანძილზე ეს არ იყო ერთადერთი თანამშრომლობა, მაგრამ უდაოდ ერთერთი ყველაზე წარმატებული. თავად გარანსი მეცხრე ცაზე იყო სიხარულისგან და ინტერვიუს დროს განაცხადა: “My first t-shirts, my first real exhibition, my first cold sweats with the printer, the first time I’m really able to have some perspective on what I’ve been doing on this blog for three years… What an adventure.”
მსოფლიომ დაიწყო fashion ბლოგერების შემჩნევა და დაფასება, საინტერესოა ჩემს ბლოგს თუ შეამჩნევს ვინმე?