რატომღაც მხატვრობა არასოდეს მიზიდავდა გამოფენებზე სიარულის დონეზე. მომწონს გარკვეული ნახატები, გარკვეული მხატვრები მაგრამ არა ისე რომ მათი ბიოგრაფიები ვიკითხო და შემოქმედება შევისწავლო. (თუმცა მხატვრული ნაწარმოები არაერთზე დაწერილა და არაერთი წამიკითხავს, მაგრამ ეს როგორც ლიტერატურა და არა როგორც ბიოგრაფია)
რამოდენიმე დღის წინ კი მივიღე მოწვევა ნათია წიკლაურის გამოფენაზე ერთ ერთი ჩემი უსაყვარლესი ადამიანისგან, სადაც სამწუხაროდ ვერ ვახერხებდი წასვლას, ლექციების გამო, თუმცა ზუსტად ბოლო 15 წუთში რაღაცეები შეიცვალა და მე აღმოვჩნდი ამ გამოფენაზე.
ნათია წიკლაურის პერსონალური გამოფენა “კავშირები სივრცეში” – ჯერ კიდევ იმართება და კიდევ 2 დღე გაქვთ რომ ეწვიოთ გალერეა 9-ს, გუდიაშვილის 9 ნომერში.
გამოფენის ორგანიზატორი ჯული გიორგაძეა, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, ხოლო გამოფენის სპონსორი და მხარდამჭერი ბილაინი, თეონა ბაღდავაძე.
ორი უნიჭიერესი და უჭკვიანესი გოგონა 🙂 საოცარი ღიმილებით დამეთანხმებით 🙂 Continue reading