Posts Tagged ‘robert pattinson’

              არ ვიცი რა ღირდა ბილეთი გუშინდელ პრემიერაზე, Twilight, New Moon – მაგრამ მე რომ მეყიდა ბილეთი აშკარად დამენანებოდა ის 9,10, თუ 12 ლარი. ნუ რაც არის …

            პარადოქსია მაგრამ ვერც ერთი ქართული კინოთეატრი ვერ უძლებს პრემიერებს. გუშინ აღვნიშნავდით მე და დიმა ზუსტად, პოპკორნის უზომოდ დიდი რიგები და ყველაფერი წამდაუწუმ თავდება. თან პოპკორნი ერთი აპარატიდან დარბაზის გამოვლით ბარში მოქონდათ. მაგარი დისკომფორტია …

            მეორე უსაშინლესი მომენტი იყო თინეიჯერებით გატენილი დარბაზი. თინეიჯერი მეც ვყოფილვარ მაგრამ არა ასეთი უაზრო, უზრდელი და შეუგნებელი როგორებიც გუშინ კინოში. ერთ ამბავში იყვნენ, ჯერ კოცნებზე ხო სტვენებს ტეხავდნენ, ედვარდის გამოჩენაზე ტაშის კვრა დაიწყეს და საერთოდაც ერთი რაღაც სისულელეს წამოიწყებდა ხოლმე მსგავსს და მთელი დარბაზი მათ ყვებოდა …

  საით მივექანებით მე არ ვიცი

           შუქები რომ აინთო და გამოვდიოდით ხო საერთოდ მაგ დროს არ გამეხედა არსად ჯობდა. მეგონა დიდ ბუნკერში ვიჯექი იმდენი ნაგავი ეყარა ირგვლის. არავის თავში არ მოსვლია რომ თუნდაც პოპკორნის ყუთი ან სასმელის პაკეტი გამოეტანა და ნაგვის ყუთში ჩაეგდო, არა იმენნა მიმოფანტული იყო ყველაფერი უაზროდ ირგვლივ :(

ახლა კი რაც შეეხება თავად ფილმს …

          Twilight coupleბევრი რომ არ ვწერო და არ მივედ-მოვედო, არ წახვიდეთ, არ გადაყაროთ ფული. არაფერი საინტერესო არ ხდება. ასეთი სისულელისთვის კარგა ხანია არ მიყურება, ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა. უშინაარსო და საოცარი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნების დამტოვებელი ფილმია. სულ ელოდები რომ რაღაცა დაიწყება და შენც არ მომიკვდე… ისე დამთავრდა ფილმი ვერაფერზე ვიკაიფე პორშეს გარდა.

ხო, კიდევ ძალიან ძალიან მომწონს ედუარდის და, შავთმიანი, არ მახსოვს ელისი ქვია მგონი. უსაყვარლესი ტიპშაა და ძალიან მაგარი როლი აქვს, ვითამაშებდი მაგ როლს. დანარჩენი მთელი ფილმი არის ნული …

   ასევე გამოვარჩევდი Kristen Stewart-ს, ბელის როლის შემსრულებელს, არა როგორც უნიჭიერეს მსახიობს ან ლამაზ ქალს. არა, მე რაღაცნაირად მხიბლავდა მისი ქვედა ყბის მოძრაობები. ოდნავ წამოწეული ქვედა ყბა და მიმიკები რომელსაც ის აკეთებდა. რაღაც არის შარმი ამ გოგოში სწორედ ამ მიმიკების გამო.

 რაც შეეხევა ფილმს, დღეს ჰარპერს ბაზაარში წავიკითხე რომ ამჟამად მიმდინარეობს მესამე ნაწილის Eclipse- ს გადაღებები, ვანკუვერში.სადაც მსახიობები შერატონში ცხოვრობენ, მაგრამ საცოდავად აღნიშნავენ რომ გარეთ გასვლასაც ვერ ბედავენ უამრავი პაპარაცის გამო.

http://www.harpersbazaar.com/magazine/cover/robert-pattinson-kristen-stewart-new-moon-1209

მეტს ამ ფილმზე არაფერს დავწერ, არ იმსახურებს
ალმოდოვარი მომენატრა …

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
August 2010
M T W T F S S
« Jul    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031