მინდა მოგიყვეთ კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო განხორციელებული იდეის შესახებ.
6 აპრილს თბილისში, დედაენის ბაღში ჩატარდა პირველი Tbilisi Flea Market, იგივე ძველმანების ბაზრობა როგორც უწოდებენ ხოლმე.
იმ დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ასეთი ბაზრობები უბრალოდ აუცილებელია, რადგან ჩვენი კონსუმერული მოთხოვნილებები ყველა სეზონის ბოლოს გარდერობის გამოჭედვაში გამოიხატება ხოლმე და მერე ვხვდებით, თუ რამდენი უსარგებლო და “აუ ეს არც ერთხელ არ ჩამიცვამს” ნივთი გვაქვს გარდერობში.
სწორედ ასეთი ნივთების: რაც არ მოგწონს, რაც მოგბეზრდა, ბებიის სკივრიდან ამოღებული ან სადღაც გადანახული კარგად დავიწყებული სამოსის, აქსესუარების, ფეხსაცმელის თუ ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა – გადაცვლის შესანიშნავი საშუალებაა ეს ბაზრობა.
მე ჩემი სამკაულის სკივრი კიდევ ერთი გახაფხულოვანი ყელსაბამით, ხოლო ვიკიკომ თავისი სათამაშოები ულამაზესი სახტუნაოთი გავამდიდრეთ.
პირველმა ღონისძიებამ საკმაოდ კარგი სტარტი ანახა: კარგი ამინდი, საოცარი სიმწვანე ირგვლივ, სიფთა ჰაერი და უამრავი ძალიან იაფად გამოტანილი ნივთი, რომლებიდანაც რამდენიმეს აუცილებლად აარჩევს ყველა. Continue reading