18 მაისი
დავიწყებ იმით რომ ეს არ უნდა ყოფილიყო Barcelona Trip თანაც 5 დღიანი, თავდაპირველი გეგმის მიხედვით ეს უნდა ყოფილიყო 8 დღიანი მოგზაურობა Prague + Budapest + Vienna სადაც მივდიოდით მე და დიმა.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბიჭებმა (დიმამ და დათომ, ჩემმა სიძემ) აღმოაჩინეს რომ ვიზეარმა დაამატა პირდაპირი ფრენა ბარსელონაში და მილანში. იმ დღესვე დიმა მირეკავს (დაახლოებით შუა აპრილი იყო) და მეკითხება ჩვენება როდის გაქვთო, იცის რომ MBFWTbilisi – ს პერიოდში შანსი არ არის თბილისიდან სადმე ფეხი გავადგა, ვუთხარი თარიღები და კარგიო.
საღამოდ მოდის სახლში და მეუბნება ბილეთები ვიყიდეთ ბარსელონაში 18- 23 მაისი, პირდაპირი ქუთაისიდან.. ვააა, ისევ ბარსელონა არ მინდოდა მაგრამ ნუ პრინციპში წინა ჩასვლაზე სულ 3 დღე ვიყავი და ბევრი რამე დამრჩა სანახავი.
- მეორე დღესვე AirBNB-ზე ვიქირავეთ ბინა 3 საძინებლით და 2 სააბაზანოთი, საგრადა ფამილიასთან ახლოს.
- იმ დღესვე დავიწყე duolingo-ს მეშვეობით ესპანურის გახსენება და ძალიან ბედნიერად ვიგრძენი თავი, როდესაც აღმოვაჩინე რომ ასე თუ ისე ენა მახსოვდა.
- ნელ ნელა დავიწყე და 3-4 დღეში თავისი მარშრუტებიან ფასებიანად გავაკეთე მოგზაურობის სრული გეგმა.
- 1 კვირაში ვიყიდეთ ყველა ბილეთი თუ სადმე შესვლა და დათვალიერება გვინდოდა.
- მოვძებნე ტაქსის კომპანია, რომელიც წაგვიყვანდა ქუთაისში და უკანა გზაზეც თითქმის გამთენიისას დაგვხვდებოდა და წამოგვიყვანდა უკან (ტაქსი 2 გზა 300₾ დაგვიჯდა)
- 2-3 დღით ადრე გამგზავრებამდე გავაკეთეთ სამოგზაურო დაზღვევები.
- ვიყიდეთ დამატებითი ბარგი 20კგ ჩემოდანი, რომელშიც ჩავდეთ კოსმეტიკა და ისეთი ნივთები, რომლის ატანა ბორტზე არ შეიძლებოდა და აი 18 მაისიც დადგა.